სებ-მა არსებობის ისტორიაში ერთ თვეში რეკორდული ოდენობით რეზერვები გაყიდა – რამდენად სწორი იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება?

ქვეყანაში რეზერვების მოცულობამ 627 მილიონი დოლარით იკლო და დღეის მდგომარეობით 4.08 მილიარდ დოლარს შეადგენს. კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია გახდა. სებ-მა ერთ თვეში არსებობის ისტორიაში პირველად რეკორდული რაოდენობის დოლარი გაყიდა. დამატებით, ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმაზეც ივაჭრა, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია 25 ნოემბერს გახდება […]
“კვარაცხელიამ “ნაპოლის” საჯარიმოში უფრო დიდი დრო გაატარა, ვიდრე მეტოქის მხარეს” – იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა “ინტერისა” და “პარტენოპეის” შეხვედრა შეაფასა

“კვარაცხელიამ “ნაპოლის” საჯარიმოში უფრო დიდი დრო გაატარა, ვიდრე მეტოქის მხარეს” – იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა “ინტერისა” და “პარტენოპეის” შეხვედრა შეაფასა სერია A-ს მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ მატჩში “ინტერმა” “ნაპოლის” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა დანიელე ადანიმ La Domenica Sportiva-სთან ინტერვიუში შეხვედრა შეაფასა. მიმდინარე სეზონში “ნაპოლიმ” გასვლით მატჩში გოლი მხოლოდ “ვერონასთან” გაუშვა, “იუვესთან” […]
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს წერილით პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც მან რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრთა ჯგუფს მისწერა. პაპუაშვილი წერილში განმარტავს – რატომ თქვა უარი მათთან შეხვედრაზე. „როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც […]
„ჩვენ შევდივართ კრიზისში“ – ზურაბიშვილი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა კრიზისში შედის და მას ჰყავს არა დემოკრატიული, არამედ „ერთპიროვნული ხელისუფლება, რომელიც, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტს დაეუფლა“. ამის შესახებ მან დღეს, 11 ნოემბერს, ისაუბრა ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების დელეგაცია ჰყავდა მიწვეული. პრეზიდენტის თქმით, პარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში იმყოფებიან იმისთვის, რათა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარონ: „ჩვენ […]
მშვიდობა თუ დათმობა – სომხეთ-აზერბაიჯანი გლობალური კლიმატის სამიტამდე

სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოეწერება თუ არა ხელი წლის ბოლომდე? – ეს ერთი წლის წინ სომეხ და აზერბაიჯანელ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ჰკითხეს. თუმცა, დროსთან ერთად, უფრო იშვიათად სვამენ ამ კითხვას. უკანასკნელ კვირებში უცნაურია ისიც, რომ საკითხის განხილვა სერიოზულად მიმდინარეობდა. მხარეთა ხისტი განცხადებების ფონზე, გაქრა ოპტიმისტური კომენტარებიც, სადაც დადებითს ეძებდნენ საჯარო გამოსვლების სტრიქონებს შორის. […]
VELI.store-ზე საახალწლო კატეგორია გაიხსნა – რა უნდა შეიძინო ონლაინ

ახალი წელი განახლების, სადღესასწაულო განწყობის შექმნისა და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნის დროა. იმისთვის, რომ შენი თავისა და ძვირფასი ადამიანებისთვის მეტი დრო დაგრჩეს, იშოპინგე ონლაინ. ხოლო, VELI.store ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულზე საახალწო სამზადისს გაგიმარტივებს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ველის ციფრული თაროები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა, სადაც ამ დღესასწაულისთვის აქტუალური პროდუქტები და ბრენდები წარმოდგენილი. აღმოაჩინე წამყვანი ბრენდების ნაძვის […]
მიხაილ როთი – ორბანმა კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტობის ფუნქცია – როცა იგი თბილისს ეწვია, უნგრეთის სახელით საუბრობდა

ორბანმა კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტობის ფუნქცია, რაც სირცხვილია – როდესაც იგი თბილისს ეწვია, უნგრეთის სახელით საუბრობდა, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ორბანი საქართველოში ვიზიტისას არ […]
გიორგი ვაშაძე – ჩვენ გვჭირდება პარტნიორების დახმარება, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც 26 ოქტომბერს ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში ვიზიტად მყოფ 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციასთან შეხვედრაზე ოპოზიცია ისაუბრებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დარღვევით ჩატარებაზე და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. „პირველი, არჩევნები ახლიდან უნდა დაინიშნოს. არავინ აპირებს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას და მასში მონაწილეობას, […]
მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ვოლტი მომხმარებელს მორიგ სიახლეს სთავაზობს(რ)

11 ნოემბრიდან ვოლტზე გრანდიოზული ფასდაკლებების თვე იწყება. ვოლტის პარტნიორი ობიექტებიდან გამოძახების შემთხვევაში, მომხმარებელი შერჩეულ პროდუქციაზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს. ფასდაკლებებს აღმოაჩენთ ვოლტმარკეტზე და ვოლტის პარტნიორებთან, მათ შორის McDonald’s, SKA, Madart, Carrefour და სხვა ობიექტებიდან გამოძახებისას. პარტნიორ ობიექტებთან თანამშრომლობით ვოლტი მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას კიდევ არაერთ კატეგორიაში სთავაზობს. მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სიახლეების დანერგვას უწყვეტ რეჟიმში […]
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყება

12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია – “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყება.