ფრანგი პარლამენტარი – ჩემთვის გასაოცარია, როცა პარლამენტის წევრი მეუბნება, „არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე“ – ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის სასაფლაოა, მე არ მეჩქარება იქ

ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის სასაფლაოა – ჩემთვის გასაოცარია, როდესაც მე როგორც პარლამენტარს, პარლამენტის წევრი მეუბნება, „არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე“, – ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრედერიკ პეტმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა […]

ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრას მართავენ

ოპოზიციის ლიდერები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრას მართავენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პარტნიორებთან ისაუბრებენ იმაზე, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები დარღვევით ჩატარდა, შესაბამისად, ხაზს გაუსვამენ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობას. 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, ამ წუთებში, კონკრეტულად ხვდება შემდეგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს: „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო”, […]

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა პატივისცემის ნიშნად ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირის ჰიმნისა და აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს. ცნობისთვის, აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლიდან სასტუმრო „რუმსში“ გადაინაცვლებენ, სადაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები მორიგ შეხვედრას ოპოზიციასთან გამართავენ.

გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 კმ. მკვებავი გაზსადენი შენდება

გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 000 გრძივი მეტრის მკვებავი გაზსადენი შენდება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსმა, კახა დვალმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ადგილობრივ მოსახლეობას გაზიფიცირების მიმდინარე […]

შეხვედრაზე “ოცნების” უარი გასაოცარია – ფრედერიკ პეტი

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გაოგნებულია ფაქტით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. ფრედერიკ პეტი პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნების” ეს ქმედება დემოკრატიის სრული უარყოფაა. მისი თქმით, მნიშნელოვანია განხილვები სწორედ მათთან, ვინც შენ კონკრეტულ საკითხებში არ გეთანხმება. ჩემთვის გასაოცარია, რომ პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე. […]

„მამა გაბრიელს დაუჯდომელი დავუკითხე და დავინახე, რომ გულიდან მირონის წვეთები წამოუვიდა.. ეს იყო მასთან შეხვედრა, ჩახუტება“ – მამა გაბრიელის და

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მამა გაბრიელის დამ საქართველოს წმინდა ბერის ხსენების დღე მიულოცა. მისმა ვიდეომ საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება და ემოციები გამოიწვია. 88 წლის ქალბატონი ჯულიეტა „იმედთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ძმასთან, მამა გაბრიელთან კავშირს მუდმივად გრძნობს. „სულიერად სულ ჩემთან არის. გაბრიელის კელიაში დაბადების დღეზე სამთავროში ვერ წავედი. ჩემი ახლობლები იყვნენ და ვუთხარი, წამოდით და […]

მიხაილ როთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ „ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე – კოლეგები მეც მეკითხებიან: „რა ჯანდაბა ხდება ბერლინში?“ და სრულად მესმის მათი – ეს ძალიან ნორმალური კითხვაა

კოლეგები მეც მეკითხებიან: „რა ჯანდაბა ხდება ბერლინში?“ და სრულად მესმის მათი. ეს ძალიან ნორმალური კითხვაა – აქ, თქვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ჩვენზე იმიტომ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ ჩვენთვის, რუსული იმპერიალიზმია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ […]

მიხაილ როთი – მმართველი პარტია ელოდება, რომ ისე დავიღლებით და გამოვიფიტებით, მზად ვიქნებით დავუბრუნდეთ იმ პროცესებს, რომელიც წარსულში იყო – გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუბრუნდებით წარსულის პროცესებს!

ვიცი, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ელოდება, რომ ისე დავიღლებით და გამოვიფიტებით, ისეთი დაკავებულები ვიქნებით, რომ მზად ვიქნებით დავუბრუნდეთ იმ პროცესებს, რომელიც წარსულში იყო. გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუბრუნდებით წარსულის პროცესებს! – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ის და მისი კოლეგები საქართველოში […]

მიხაილ როთი – ბრალდებების დაზუსტების გარეშე, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად – თუ ეს ბრალდებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვუწოდებთ ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ

ჩვენ აქ ვართ, რადგან უკიდურესად შეშფოთებული ვართ ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების გამო და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ანტიდემოკრატიული პოლიტიკით, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. როგორც როთმა აღნიშნა, უმეტეს საარჩევნო უბანზე ბიულეტენების […]

მიხაილ როთი – სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს მას, როგორც ლეგიტიმურს

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ გამოძიება [ჩატარდეს] – სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თუ არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებები დამოუკიდებლად გამოძიებული არ იქნება, […]