მეგობრებო, არ დანებდეთ. ჩვენ ვართ თქვენთან ერთად – როთი

“არ დანებდეთ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ” – მიმართა მიხაელ როთიმ ქართულ საზოგადოებას. ამასთან, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელი “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირის რვა ქვეყნის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისთვის დემარშის გამოცხადებას გამოეხმაურა – “ჩვენი ჩამოსვლით მმართველი პარტია გახარებული არ არის, გვაკრიტიკებენ და ამბობენ, რომ თითქოს, ქვეყნის შიდა საქმეებში ვერევით“. ძვირფასო ქართველებო, ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი, რომ მოგვეცა შანსი, დავბრუნებულიყავით […]
კრემლმა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია უარყო

კრემლმა უარყო ინფორმაცია აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ. კრემლის განცხადებით, პუტინი ჯერჯერობით არ გეგმავს ტრამპთან საუბარს. „ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის გამოგონილი ამბავი, ეს არის მცდარი ინფორმაცია. არანაირი საუბარი არ შემდგარა. ეს არის ნათელი მაგალითი ინფორმაციის ხარისხის, რომელიც ახლა ქვეყნდება, ზოგჯერ საკმაოდ კარგი რეპუტაციის მქონე […]
გიორგი მარგველაშვილი – არასდროს ასე მტკიცედ ჩვენს გვერდით არ მდგარა დასავლეთი – არასდროს არ ყოფილა ასე ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი, რომ არ მიიღონ ტყუილი, არ მიიღონ ის გაყალბება

არასდროს ასე მტკიცედ ჩვენს გვერდით არ მდგარა დასავლეთი – არასდროს არ ყოფილა ასე ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი, რომ არ მიიღონ ტყუილი, არ მიიღონ ის გაყალბება, რომლითაც მათ ჩვენი, თქვენი და ჩვენი შვილების მომავალი პუტინს უნდა მიუტანონ ზვარაკად, – ასე მიმართა საქართველოს მეორე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს. მან […]
მამუკა ხაზარაძე – პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი მთავარი ტრადიცია სტუმარ-მასპინძლობის ფეხქვეშ გათელეს – არც სტუმარ-მასპინძლობა იციან, არც პოლიტიკა, ტიპური მონები არიან

პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი მთავარი ტრადიცია სტუმარ-მასპინძლობის ფეხქვეშ გათელეს – არც სტუმარ-მასპინძლობა იციან, არც პოლიტიკა, ტიპური მონები არიან, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის 8 ქვეყნის წარმომადგენელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მათი შეფასებების გამო ხაზარაძე “ქართული ოცნების” ლიდერებს “სამარცხვინო ადამიანებს” უწოდებს. […]
თინა ბოკუჩავა აქციის მონაწილეებს – დღეს ევროპის გული სწორედ თბილისში ძგერს – დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონეთ მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და არ დავთმობთ ევროპულ მომავალს

დღეს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება გადის არჩევნების უფლების დაბრუნებაზე, უფლების, რომელიც ივანიშვილმა ჩამოგვართვა 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თინა ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს. „დღეს ევროპის გული სწორედ აქ, თბილისში ძგერს. დღეს […]
ლევან ცუცქირიძე – ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ ზოოპარკის მშვიდობა ნამდვილ მშვიდობად არ შემოგვასაღონ

ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ ზოოპარკის მშვიდობა ნამდვილ მშვიდობად არ შემოგვასაღონ , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ აქციის დროს, სცენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ცუცქირიძემ სცენიდან მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებს იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. “ადამიანები, რომლებიც კარგად აცნობიერებთ, რა დევს დღეს სასწორზე, რომლებიც კარგად აცნობიერებთ, საით შეიძლება წავიდეს […]
კიშინოვი: ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვაში ჩამოვარდა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ 10 ნოემბერს, ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრიდან 40-45 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, საუბარია ე.წ. „სატყუარა“ დრონებზე, რომლითაც რუსეთი ცდილობს უკრაინული საჰაერო თავდაცვის იარაღის შეცდომაში შეყვანას. კიშინოვში ამბობენ, რომ რუსეთის ეს ქმედება მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევაა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „გმობენ რუსეთის […]
ვის შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის მოთხოვნით – ლევან ალაფიშვილი

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, თუ ვის შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის მოთხოვნით: ,,პოლიტიკური პარტიის აკრძალვის (შექმნის ან საქმიანობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების) მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია პრეზიდენტს მთავრობას პარლამენტის არანაკლებ 30 წევრს პარტიის აკრძალვა შეიძლება თუ პარტიის მიზანია სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, პარტიის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, პარტიის მიზანია ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, […]
„ჩვენ რეგიონში შემოვათრიეთ ჩინეთი, რისი გათვალისწინებითაც რთული იქნება ტრამპის ადმინისტრაციასთან ვითარების დალაგება“ – გიორგი გობრონიძე

ექსპერტი გიორგი გობრონიძე დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სავარაუდო სცენარზე საუბრობს. ინტერვიუ “კვირის პალიტრის” 11 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. – რაც შეეხება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, საქართველოს ხელისუფლებამ დაიჭირა ერთი მომენტი, რომ ამერიკისთვის დღეს კავკასიაზე გაცილებით პრიორიტეტულია ევროპა და ახლო აღმოსავლეთი, სადაც ამჟამად ორი აქტიური კრიზისია. გარდა ამისა, ხელისუფლებამ დაინახა ისიც, რომ რუსეთზე ტრანზიტის შემცირების […]
ევროპელი დეპუტატები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდნენ

თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. ევროპელი პარლამენტარები კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით, მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც დემონსტრანტებმა გზა უკვე გადაკეტეს და მართავენ აქციას, “ჩვენ ვირჩევთ ევროპას”. “მინდა, ვნახო, რა ხდება. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს […]