რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ დასრულდა

რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ დასრულდა. შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით მიმართეს 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა. დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა სპეციალური კორდონი მოუწყვეს, დემონსტრანტები დელეგაციის წევრებს ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა. პროტესტის […]
“მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ!” – მიხაელ როთმა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პარლამენტის წინ შეკრებილ პროევროპული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გერმანელმა პარლამენტარმა, რომელიც კიდევ შვიდ ევროპელ დეპუტატან ერთად, მსვლელობით შეუერთდა დემონსტრაციას, შეკრებილებს “არ დანებებისკენ” მოუწოდა და უთხრა, რომ იგი თბილისს ეწვია, რათა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატოს ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მიმართ. “მოხარულები ვართ, რომ ისევ დავბრუნდით თბილისში, ევროპის […]
მიხაილ როთი აქციის მონაწილეებს – არ დანებდეთ, ძვირფასო მეგობრებო! – ჩვენ, ყველანი ისტორიის ერთ ფურცელზე ვიმყოფებით, თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ, თუ თქვენ გადარჩებით, ევროკავშირიც გადარჩება

გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია , – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე – „ჩვენ ვართ ევროპა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან მოუწოდა ქართველებს, არ დანებდნენ. „ჩვენი სურვილია მხარი დაგიჭიროთ. ქართველი მეგობრებისგან ვიცი, რომ დაღლილები ხართ, მაგრამ არ დანებდეთ ძვირფასო მეგობრები. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. მე სრულიად […]
ჟიგიმანტას პავილიონისი – ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი თავისუფლება, თქვენი დემოკრატია წაიღოს – იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გახსოვდეთ, რომ არ არსებობს გაწევრიანების ორბანისეული გზა

იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა! – არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ!, – ასე მიმართა ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს. მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, იბრძოლონ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ქვეყნისთვის. “ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი თავისუფლება, თქვენი […]
პოლონელი პარლამენტარი აქციის მონაწილეებს – ვისაც უნდა თქვენი ხმები და თავისუფლება მოიპაროს, გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს – ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო იქნება ევროპაში!

მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს – “Русский военный корабль…” – არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმების მოპარვა, საქართველო იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. […]
ციგანკოვის შემცვლელმაც ტრავმა მიიღო და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს

ტრავმირებული ვიკტორ ციგანკოვის ნაცვლად სარეზერვო შემადგენლობიდან გამოძახებული კიევის “დინამოს” ნახევარმცველი ვიტალი ბიუალსკიც დაშავდა და უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან და ალბანეთთან ერთა ლიგის მატჩებში ვერ დაეხმარება. “დინამოს” კაპიტანმა კუნთის ტრავმა მიიღო და უცნობია რამდენი ხანი მოუწევს უქმობა. ოჯახური მდგომარეობის გამო უკრაინის ეროვნულ გუნდში ვერ გამოცხადდება “რეალის” მეკარე ანდრეი ლუნინი, რომელსაც დმიტრი რიზნიკი (შახტარი) შეცვლის. თუმცა, უკრაინელთა ძირითადი […]
ამერიკის არჩევნები ციფრებს მიღმა – რას ნიშნავს მიღებული შედეგები?

რას ნიშნავს ამერიკის არჩევნების შედეგები? რა არის რუკის წითელ თუ ლურჯ კონტურებს მიღმა? რომელმა შტატებმა მოუტანა დონალდ ტრამპს გამარჯვება და რა თემებზე უნდა ველოდოთ აქტიურ მუშაობას არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან?
ბორელი: ევროკავშირი უკრაინას დაპირებულ საარტილერიო ჭურვებს გადასცემს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკი დაგვიანებით შეასრულებს დაპირებას, რომ უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. ბორელმა, რომელიც კიევში იმყოფება, 11 ნოემბერს European Pravda-ს განუცხადა, რომ ამ დროისთვის, ევროკავშირმა კიევს 980 000 ჭურვი მიაწოდა. “ვიცი, ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ გაზაფხულამდე დაპირებას სრულად შევასრულებდით და ჩვენ ეს ვერ შევძელით. მაგრამ, ამას შევძლებთ […]
მიხაილ როთი – ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ – შიდა საქმეებში ჩარევაა თქვენი ქვეყნის მამაც პრეზიდენტთან შეხვედრა? ჩარევაა სამართლიანი არჩევნებისთვის მებრძოლ მოქალაქეებთან შეხვედრა?

ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მოხარულები ვართ, რომ ისევ აქ, თბილისში ვიმყოფებით, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. ვიცი, რომ ზოგიერთს თქვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მთავრობაში და მმართველ პარტიაში, ჩვენი ვიზიტი არ უხარია, მაგრამ ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ […]
გია ჯაფარიძე – ჩვენ გვაქვს მიზანი, გავაუქმოთ გაყალბებული არჩევნები და დავანიშნინოთ ახალი – ხალხმრავალი აქციები საჭიროა

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ჯაფარიძის განცხადებით, ხალხმრავალი აქციებით საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ ქართველი ხალხი მიტაცებულ არჩევნებს არ ეგუება, მეორე მხრივ კი საზოგადოება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ქმედით ნაბიჯებს ელოდება. როგორც ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საზოგადოებას აქვს მიზანი, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული ქმედებებია განსახორციელებელი, “მათ შორის […]