თბილისში, პირველ სამშობიაროში, ჩვილი გარდაიცვალა

თბილისში, პირველ სამშობიაროში, გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათი ცნობით, მშობიარე კლინიკაში 10 ნოემბერს შეიყვანეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ქალს ბუნებრივი მშობიარობა გართულდა, ხოლო საკეისრო კვეთაზე თავად ექიმებმა თქვეს უარი და ოჯახის წევრებს არწმუნებდნენ, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა. ამ დროისთვის ჩვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გზების გადაკეტვის შემდეგ ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

ავტომაგისტრალის გადაკეტვის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დმიტრი კუჩუბერიამ სოხუმში მომხდარს “მასობრივი არეულობები” უწოდა. “არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რესპუბლიკური გზის უკანონო გადაკეტვით არის გამოწვეული, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია”, – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ძალოვანი […]
ლეონარდო დიკაპრიოს “წყევლა” – რატომ არ უმართლებთ მსახიობის ყოფილებს პირად ცხოვრებაში – Marao

მსახიობის სიყვარულის შესახებ ჰოლივუდში ლეგენდები დადის, თუმცა ბოლო დროს ქალები მასთან პაემანზე წასვლას ერიდებიან. ეს ყველაფერი ოსკარის მფლობელის საკამათო რეპუტაციას ეხება. გასულ გაზაფხულზე გერმანელმა მოდელმა ტონი გარნმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მეუღლეს, მსახიობ ალექს პეტიფერს შორდებოდა. ვინაიდან ცნობილი სახეები დაშორების მიზეზებს არ ასახელებენ, მხოლოდ იმის გამოცნობა შეგვიძლია, რამ აიძულა მათ ეს რთული გადაწყვეტილება მიეღოთ. მოდელის […]
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის კოდორის ხიდზე დაპირისპირება მოხდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, – დაპირისპირების ამსახველ ვიდეო მასალას ტელეგრამ არხი – RESPUBLICA ავრცელებს. ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა. კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული ოპოზიციონერები ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო […]
სოფელ ალგეთში, 2 წლის ბავშვი აგურის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, 2 წლის ბავშვს, სავარაუდოდ, აგური დაეცა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანის საცხოვრებელ სახლში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ნინო ლაცაბიძე – რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად აგრძელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო თანამედროვეს, კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის თითოეული რუსთაველისთვის

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თოდრიას ქუჩის მოედნიდან, კაპანაძის ქუჩამდე 13 000 მ2. ფართობზე, ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო. “რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად აგრძელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო თანამედროვეს, […]
მამუკელაშვილის 16 წუთი და ვემბანიამას ფენომენალური მატჩი – “სან ანტონიო სპურსმა” “საკრამენტო კინგსი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსმა” “საკრამენტო კინგსი” 116:96 დაამარცხა. “ტეხასელთა” რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 15:42 წუთი გაატარა, 9 ქულა და 2 მოხსნა მითვალა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანგი ცენტრი ვიქტორ ვემბანიამა გახდა. “სპურსის” ლიდერმა 34 ქულა, 14 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. “საკრამენტოდან” დე’არონ ფოქსმა 24 […]
დაპირისპირება კოდორის ხიდზე აფხაზურ ოპოზიციას და ძალოვნებს შორის

ტელეგრამ არხი “RESPUBLICA” ავრცელებს ვიდეოს, სადაც აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირებაა ასახული. აფხაზეთში პროტესტის ტალღა მოჰყვა რამდენიმე ოპოზიციონერის დაკავებას. 12 ნოემბერს გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები დაბლოკეს. დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავეები დაისჯებიან.
CNN – დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე კრისტი ნოემს წარადგენს

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე კრისტი ნოემს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. “რესპუბლიკური პარტიის” წევრი კრისტი ნოემი 2019 წლიდან სამხრეთ დაკოტას გუბერნატორია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი „საზღვრის მეფედ“ ტომ ჰომენს დანიშნავს, რომელიც ქვეყნის საზღვრებზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე, CNN-ის ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის აპარატის უფროსის […]
„ფილარმონიის“ და „ბლექ სი არენას“ გაერთიანების პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ („ფილარმონია“) გაერთიანების პროცესი მალე დასრულდება და ის სამართავად ახლად შექმნილ კომპანიას გადაეცემა. ,,კომერსანტი’’ მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შერწყმის პროცესი გრძელდება, თუმცა როდის დასრულდება კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. ახალი შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი მთავრობა, ხოლო საწარმოს მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი […]