მეუფე შიო – ჩვენმა წინაპრებმა გადაარჩინეს ჩვენი სარწმუნოება და ეროვნული ღირებულებები – წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით ეკლესია წარმოგვიდგენს მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ბოლომდე ვუერთგულოთ მაცხოვარს

წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს მათ მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ჩვენც ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს მაცხოვარს და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, ძველი დროის წმინდა მოწამეთა ღვაწლი სათუთად […]

“დუმილის პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან დაკავშირებით შემაშფოთებელია” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

“საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას პრაქტიკულად არ გააჩნია სათანადო სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან მიმართებით. მეტიც, მისი დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა ფაქტობრივად იწყნარებს რუსულ ანექსიას ამ რეგიონში და საბოლოოდ, განაპირობებს მნიშვნელოვანი ისტორიული შესაძლებლობების დაკარგვას ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით”, – ასე ეხმიანება სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფხაზეთში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. აფხაზეთში პროტესტის […]

რუსეთის პროკურატურამ საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საქმე დონეცკის ე.წ. სასამართლოს გადასცა

რუსეთის გენერალური პროკურატურა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საქმეებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეების – ლადო გამსახურდიასა და ქართლოს რუსიტაშვილის – წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “პროკურატურა” განიხილავს. რუსეთის გენპროკურატურა ქართველ მებრძოლებს “დაქირავებულ მებრძოლებად” მოიხსენიებს. მათი […]

ბადრი ჯაფარიძე – პროკურატურის ვალდებულებაა, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულები – მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც გვაქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა დასრულდა. როგორც ჯაფარიძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, მან პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე. ამასთან, როგორც ის აცხადებს, პროკურატურის ვალდებულებაა, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულები. „ჩვენ მივუთითეთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდაც არის გავრცელებული. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც გვაქვს. პროკურატურის […]

ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმები გადაიტანეს გახარიას და „ლელოს“ კალათაში, ამ ეტაპზე, გარე პატრონები განსაკუთრებულ აქცენტს მათზე აკეთებენ – ნინო წილოსანი

ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმები გადაიტანეს გახარიას და „ლელოს“ კალათაში, ამ ეტაპზე, გარე პატრონები განსაკუთრებულ აქცენტს მათზე აკეთებენ – ნინო წილოსანი ყურადღება მინდა გავამახვილო, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი პარტიიდან ორის მხრიდან მანდატების დათმობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განაცხადზე, ხოლო „ლელოს“ და „გახარიას“ ამასთან დაკავშირებით დუმილზე – აქაც კონკრეტული მიზნობრიობაა ჩადებული, ეს არის გარე პატრონების დაკვეთა და „ნაციონალური მოძრაობის“ […]

ტრამპი თავის სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დარგში-მედია

ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის წყაროების თანახმად, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება მალე დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც “რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებზე” იქნება პასუხისმგებელი. ერთ-ერთმა წყარომ ტელეარხს განუცხადა, რომ საუბარია “ძალიან მაღალი რანგის სპეციალურ წარმომადგენელზე” და “დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანზე”, რომელსაც ტრამპი დაავალებს უკრაინის “მშვიდობიანი მოგვარების მიღწევას”. 2017-2019 წლებში უკრაინის საკითხებში, აშშ-ის სპეციალური […]

FMCG ბაზრის საერთო წლიური მოცულობა საქართველოში დაახლოებით 20 მლრდ. ლარია, სადაც 41% სუპერმარკეტებს უჭირავს – გიორგი ხაბაშვილი

FMCG ბაზრის საერთო წლიური მოცულობა საქართველოში დაახლოებით 20 მლრდ. ლარია, სადაც 41% სუპერმარკეტებს უჭირავს – გიორგი ხაბაშვილი FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობა) ბაზარზე არაორგანიზებული საცალო ვაჭრობის წილი 59%-ია. აქ შედის უბნის მაღაზიები და აგრარული ბაზრები, – ამის შესახებ “რითეილ ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ხაბაშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, FMCG ბაზრის საერთო წლიური მოცულობა საქართველოში […]

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შეხვედრისას უთხრა, რომ ის “მშვიდ ტრანზიციას” ელის იანვარში და აღნიშნა, რომ ის “უზრუნველყოფს”, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი წინამორბედისთვისა და მემკვიდრისთვის ყველაფერი წესრიგში იყოს, როდესაც ის იანვარში ოფიციალურად დაიკავებს ამ თანამდებობას. “მშვენიერი, ბატონო […]

“საქართველოში მე გაყალბება, დაშინება ვნახე” – ევროპარლამენტარი ლუაზო

“კოლეგებო, მე ვიმყოფებოდი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში, სადაც ჩვენ ვნახეთ გაყალბება, დაშინება, შესაბამისად, მინდა დებატები გავმართოთ ამ საკითხზე ევროპარლამენტში. რაც ხდება ახლა საქართველოში, ვსაუბრობ პროტესტზე, ხალხი ქუჩაში გამოვიდა საქართევლოსა და ევროკაშირის დროშებით და ისინი ევროკაშირისგან ელოდებიან თანხმობას. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ვერ გამონახა დრო ამ საკითხზე ესაუბრა ბოლო შეხვედრის დროს. ჩვენ უნდა გამოვნახოთ დრო არა მხოლოდ […]

“მჩაგვრელს, ნეთანიაჰუს და მის ბანდას, კანონის წინაშე პასუხს ვაგებინებთ” – ერდოღანი

“ჩვენ ბოლომდე დავდგებით პალესტინის გვერდით მის სამართლიან საქმეში. ჩვენ მჩაგვრელს, სახელად ნეთანიაჰუს და მის ბანდას, კანონის წინაშე პასუხს ვაგებინებთ იმის გამო, რაც გააკეთეს. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მიმართულებას არა ცილისმწამებლების ბინძური წინადადებების მიხედვით, არამედ იმ მიმართულების მიხედვით, რომელზეც ჩვენი ერი მიუთითებს. ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მძაფრი რეაქცია გამოავლინა ისრაელის სისასტიკის მიმართ და გადადგა ყველაზე კონკრეტული ნაბიჯები, […]