არჩევნების გაყალბების საქმეზე ბადრი ჯაფარიძე გამოჰკითხეს

ოპოზიციური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ორი საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლის შეკითხვებს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურას კონკრეტული დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის, ისეთ ინციდენტებზე, რომელსაც არჩევნების დღეს პირადად შეესწრო. “ჩვენ მივუთითეთ იმ ინფორმაციაციაზე, რომელიც საჯაროდაც […]

კახა კახიშვილი – თუ არჩევნების შედეგი შეჯამებული არ არის, არ ხარ ცნობილი არჩეულად, როგორ შეიძლება, სიების ჩახსნაზე მიმართო – ვფიქრობ, ოპოზიციის რაღაც ნაწილი აუცილებლად შევა პარლამენტში

თუ შედეგი შეჯამებული არ არის, თუ არ ხარ ცნობილი არჩეულად, როგორ შეიძლება, სიების ჩახსნაზე მიმართო. არჩეული გახდები მხოლოდ მას შემდეგ, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია ცნობს შენს უფლებამოსილებას, – ამის შესახებ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა კახი კახიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. კახიშვილის თქმით, არცერთ კანონში არ წერია, რომ ოპოზიციამ უნდა ცნოს არჩევნები ლეგიტიმურად ან არალეგიტიმურად. […]

აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობას ჯონ თუნი უხელმძღვანელებს

აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობას ჯონ თუნი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. თუნმა, რომელიც აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში – სენატში – სამხრეთ დაკოტას შტატს წარმოადგენს, „რესპუბლიკელთა“ ლიდერისთვის კენჭისყრის მეორე რაუნდში 29 ხმა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ ჯონ კორნინმა (ტეხასის შტატი) – 24 ხმა. სენატორი რიკ სკოტი (ფლორიდის შტატი), რომელსაც უპირატესობას დონალდ ტრამპის მოკავშირეები აძლევდნენ, მაგალითად ჟურნალისტი […]

ომბუდსმენი საკონსტიტუციოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის აბორტის უფლებაზე შეზღუდვის მოხსნას სთხოვს

საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის სარჩელი, რომლითაც ომბუდსმენი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის აბორტის უფლებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის 12 კვირის შემდეგ, აბორტის გაკეთება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებშია დასაშვები, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე. ძალადობის მსხვერპლების შემთხვევაში, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ორსულობის 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი […]

“ის, ვინც შევა პარლამენტში, მოკვეთილ უნდა იქნას სამუდამოდ” – გუბაზ სანიკიძე

“ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე ”ტვ პირველის” ეთერში “ქართულ ოცნებას” “მონღოლური ტიპის ხელისუფლებას” ადარებს და ამბობს: “ის ადამიანი, ვინც შევა პარლამენტში, მოკვეთილ უნდა იქნას სამუდამოდ ქვეყნის მომავლიდან. ეს ვერ უნდა გაბედოს ვერავინ, ეს უნდა იყოს ჯოჯოხეთში შესვლა საკუთარი ფეხით. მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს არავითარი შიდა ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცეს ”ქართულ ოცნებას”… მონღოლური გადახრის […]

აშშ სპეციალური სანქციების რეჟიმს დეკემბერში მიიღებს – გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, თქვა: “როდესაც საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მეც მქონდა კომუნიკაცია, მათ შორის, ამერიკულ მხარესთან და იქ სანქციების რეჟიმი, მეგობარი აქტი და ქართველი ხალხის აქტი, ეს პროცესი წინ მიიწევს. ამ თვის ბოლოს, დეკემბრის განმავლობაში სპეციალური სანქციების რეჟიმის მიღება მოხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალება, რამდენიმე კვირის განმავლობაში მოამზადოს […]

„რამდენიმე კვირა ოქროს ფასის მერყეობა იქნება, შემდეგ კი მისი ღირებულების ზრდა გაგრძელდება“ – სერგი ყურაშვილი

საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს 93%-ი შვეიცარიაში იყიდება. წლის პირველ 9 თვეში, აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტზე 1,76 მეასედი ტონა ოქრო გავიდა, რამაც ღირებულებაში 70 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საქართველოდან ოქროს შესყიდვით დაინტერესებული ქვეყნების სიაში მეორე პოზიციაზე თურქეთი იმყოფება, მესამეზე კი – არაბთა გაერთიანებული საამიროები. რაც შეეხება მიმდინარე წლის რამდენიმე თვის ჯამურ მონაცემებს, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველომ ექსპორტზე 76 მილიონ […]

„ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონი განთავსდება – მიხეილ ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ჩინეთში, ქალაქ ჰანჭოუში, „ალიბაბას“ სათაო ოფისში შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ქართული პავილიონის განთავსება „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე Alibaba.com, რომელსაც 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს. „ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ალიბაბას“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან. გვინდა საქართველო რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მსოფლიოში უმსხვილეს B2B პლატფორმას ეროვნული პავილიონით. ეს უნიკალურ შესაძლებლობას […]

საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები – პრემიერი

საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები – პრემიერი საქართველოში ჩვენ სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა არსებითი გავლენა მოვახდინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად აგრძელებს კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების ინტეგრირებას […]

მეუფე შიო – ჩვენმა წინაპრებმა გადაარჩინეს ჩვენი სარწმუნოება და ეროვნული ღირებულებები – წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით ეკლესია წარმოგვიდგენს მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ბოლომდე ვუერთგულოთ მაცხოვარს

წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს მათ მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ჩვენც ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს მაცხოვარს და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, ძველი დროის წმინდა მოწამეთა ღვაწლი სათუთად […]