სანქციების გამო შვეიცარიული ბანკი UBS-ი რუსი კლიენტების ანგარიშებს ხურავს – Reuters

სანქციების გამო შვეიცარიული ბანკი UBS-ი რუსი კლიენტების ანგარიშებს ხურავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, აშშ-ის ხელისუფლება, რომელიც რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაცვას აკონტროლებს, დაინტერესდა იმ რუსი კლიენტების ანგარიშებით, რომლებიც 2023 წლის მარტში, Credit Suisse-ის შთანთქმის შემდეგ შვეიცარიულ ბანკ UBS-ში გადავიდნენ. სააგენტოს ორმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ UBS-ს […]

მარკეტა გრეგოროვა – 26 ოქტომბრის არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გვჭირდება დარღვევების გამოძიება, ასევე, სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ

სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკისმომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა. „2021 წლის საქართველოს არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და პირდაპირი მანიპულირება არ მინახავს. თუმცა, მაშინაც კი ვფრთხილობდით არ გვეთქვა, რომ არჩევნები სამართლიანი […]

მალგოჟატა გოშევსკა – ევროკომისიას მოგიწოდებთ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოთ: ევროპული დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო “სანიტარული ზონის” შექმნით

ევროკომისიას მოვუწოდებ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოს დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო “სანიტარული ზონის” შექმნით. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „დროა დასკვნები გამოვიტანოთ“. “ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნებით ცდილობენ, თუმცა თუ მათ არასდროს სურთ ამ ძალაუფლების დათმობა – […]

მარგარიტის სხინასი – “უცხოური გავლენებისა” და “საოჯახო ღირებულებების” კანონების გაწვევისა და რეფორმების გარეშე შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა – პირობები ცნობილია, რაც უფრო მალე იქნება გააზრებული თბილისში, მით უკეთესი

“უცხოური გავლენების კანონისა” და ე.წ. “საოჯახო ღირებულებების კანონის” გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა – პირობები ცნობილია და ცხადია – რაც უფრო მალე იქნება ეს გააზრებული თბილისში, მით უკეთესი, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. საქართველოს ევროპულ გზაზე საუბრისას მან სამი კომპონენტი დაასახელა. […]

ეს არჩევნები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს – ევროკომისიის წარმომადგენელი

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები მიმდინარეობს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის შინასმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და თქვა, რომ იგი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, შინასმა აღნიშნა, რომ როგორც წინასაარჩევნი პერიოდი, ისე 26 ოქტომბრის კენჭისყრის დღე “მნიშვნელოვანი დარღვევების” ფონზე წარიმართა. “ეს არჩევნები სერიოზული დარღვევების ფონზე წარიმართა, რომელიც იყო, როგორც […]

სხინასი: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც EU-ის კანდიდატი ქვეყნისგან ელიან

26 ოქტომბერს საქართველოს 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცა ხმა. სამწუხაროდ, ეს არჩევნები სერიოზული დარღვევებით იყო გამორჩეული. დარღვევები აღინიშნებოდა, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, საარჩევნო დღეს. მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ ჩვენი გულწრფელი მადლობა გამოვხატოთ ამ პარლამენტის მიმართ, რომლის 7 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია ხუთ ქვეყანას, ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა და არჩევნების […]

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – 26 ოქტომბრის არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით – საშუალება მომეცით ხმამაღლა და ცხადად ვთქვა: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან

26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან , – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ისარგებლა უთანასწორო “სათამაშო ველით” და გამოიყენა საკუთარი მნიშვნელოვანი რესურსები და “ომის შიში”, როდესაც საკუთარ თავს ერთადერთ […]

“[ყირგიზეთიდან და შუა აღმოსავლეთიდან] კადრების შემოყვანა არის გარდაუვალი” – შოთა ბურჯანაძე

რესტორატორი, შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოში [ყირგიზეთიდან და შუა აღმოსავლეთიდან] კადრების შემოყვანა არის გარდაუვალი. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ ჰორეკა სექტორს, ასევე საქართველოში მოქმედ სხვა სექტორებსაც ეხებათ. რესტორატორი ასევე დასძენს, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ბაზარზე სამუშაოდ შემოსვლა არის ბუნებრივი პროცესი. „[ყირგიზეთიდან და შუა აღმოსავლეთიდან] კადრების შემოყვანა არის გარდაუვალი. მაგალითისთვის, სამშენებლო […]

ევროპარლამენტარი: 26 ოქტომბერს ამომრჩეველს არ ჰქონდა საშუალება, თავისუფლად გამოეხატა ნება

ევროპარლამენტარი გიორგიო გორი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეებს არ ჰქონდათ საშუალება, თავისუფლად გამოეხატათ ნება. „ათასობით ქართველი იდგა ევროკავშირის დროშით ქუჩაში, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. ეს ადასტურებს, რაოდენ ერთგულნი არიან ისინი ევროინტეგრაციისა. სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩეველს არ ჰქონია უფლება, თავისუფლად გამოეხატა ნება. იყო ბევრი დარღვევა ხმის მიცემისას. ასევე, იყო ფეიკ ნიუსების კამპანია, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა. ამავე დროს, […]

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა – მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს საქართველო-უკრაინის თამაშზე – კახა კალაძე

ქართველი გულშემატკივრები საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის ნახვას 16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც შეძლებენ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მიიღო, ვინაიდან ბათუმის სტადიონის ტევადობა ყველა გულშემატკივრის მასპინძლობის საშუალებას არ იძლევა. „16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას მასპინძლობს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო […]