რა შეთავაზებები მოქმედებს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში? – ფესტივალის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“

15-17 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორი “საქართველოს ბანკია”. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ბაზრობა სტუმრებს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. „ფესტივალის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ბაზრობაზე წარმოდგენილ პროდუქტებზე, აღმოაჩინონ ახალი გამოცემები, ჟანრების მრავალფეროვნება, […]

“ვინ ვისთან დადის და რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ისინი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებას მოითხოვენ და ამბობს: „ნუ იჩქარებენ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელსაც კონსერვატიული ღირებულებები აქვს. დაველოდოთ. ბევრი რაღაც შეიცვლება სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, […]

რატომ ელოდებოდა რუსეთი საქართველოს არჩევნებს? – “ოცნების” ღალატი – რას ამბობს გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია: სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ ფაქტი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითქოსდა რუსეთის ფედერაცია ელოდებოდა ამ არჩევნების შედეგებს, ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უმძიმესად დამძიმდა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოხატულება იყო 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, ამის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბერს 07:00-დან 07:05 საათამდე და 12:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში თავისუფლების, ენერგეტიკის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში: 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახტანგ ცინცაძის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, ჩალიპირების და […]

ჯანდაცვის მინისტრი გორში დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, გორში, კლინიკა ,,მედიქალ ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა. უწყების ცნობით, მიხელ სარჯველაძემ, პაციენტებისგან და მათი მშობლებისგან, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, მოსაზრებები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო. მინისტრმა, სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ სახელმწიფო […]

ნიკა გვარამია – ჩვენი დიდი შეცდომა იყო, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით – შეგვეშალა, მაგრამ დავიჭირეთ გაყალბებაზე

ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, 26 ოქტომბერს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებებსა და სხვადასხვა შინაარსის სტატისტიკებს აცნობენ. მათი თქმით, […]

ვიაჩესლავ ვოლოდინი – „უცხოური აგენტები“ რუსეთში გამომუშავებული თანხის განკარგვას მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მოხსნის შემდეგ შეძლებენ

„უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი პირების საქმიანობაზე კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი ადგენს, რომ „უცხოური აგენტები“ რუსეთში გამომუშავებული თანხის განკარგვას მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მოხსნის შემდეგ შეძლებენ , – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამზე“ წერს. მისი თქმით, 14 ნოემბერს სახელმწიფო სათათბიროს წარედგინება კანონპროექტი სპეციალური პროცედურის შესახებ, რომელიც ეხება „უცხოური აგენტების“ ანაზღაურებას და სხვა გადახდებს ინტელექტუალური […]

ვინ ვისთან დადის, როგორ დადის და რა ფორმით, ეს მათი უფლებაა – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ირწმუნება, რომ კანონი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების შეზღუდვისკენ არ არის მიმართული. კალაძე ამტკიცებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაა. თუმცა არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია. […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7334 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7334 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7334 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7374 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8736 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9058 ლარს შეადგენდა. […]

ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ იმის დასადგენად, გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ იმის დასადგენად, გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები. როგორც მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოს 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაში მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობა. „როდესაც საუბარია იმაზე, რომ საერთაშორისო მექანიზმებით უნდა ჩატარდეს გამოძიება, ხშირად ისმოდა კითხვა, ვინ შეიძლება გამოიძიოს და რა […]