“სააპელაციომ გადაწყვიტა დისკომფორტი არ შეიქმნას” – საია არჩევნების საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საარჩევნო დავა მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სასამართლოს ამის უფლება აქვს. თუმცა, გადაწყვეტილებას საგანგაშოს უწოდებენ. “მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება, ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა. საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლებას შეეხება, სასამართლომ გადაწყვიტა […]
ლანა გალდავა – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააკეთონ განმარტება აფხაზეთში მიმდინარე რუსული ეკონომიკური ანექსიის საპასუხოდ – „ოცნება“ დუმილით და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილებით არაღიარების პოლიტიკას აზიანებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაჩქარებულად მიმდინარეობს ეკონომიკური ანექსია, განსაკუთრებით კი ვითარება გართულდა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც გამოიხატება დღეს, აფხაზი ხალხის დიდხნიანი წინააღმდეგობის ფონზე, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესში. ზემოაღნიშნული, წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გაგრძელებას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ […]
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელებს სააპელაციო სასამართლო მხარეების მონაწილეობის გარეშე განიხილავს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საია-ს სარჩელებს, რითაც ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, სააპელაციო სასამართლო მხარეების მონაწილეობის გარეშე განიხილავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლოს ეს მიდგომა ემსახურება შემდეგ მიზანს – სასამართლოს რაიმე დისკომფორტი არ შეექმნას საქმის განხილვისას და ისე გადაწყვიტოს საქმე, რომ მხარეებს არც კი […]
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში „დეპუტატებმა“ სხდომაზე, სადაც რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება იგეგმებოდა, დღის წესრიგი არ დაამტკიცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სესია გაიხსნა, სადაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ „კანონპროექტის“ რატიფიკაცია იგეგმებოდა, თუმცა ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდება, – ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს. ამასთან, ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის“ რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და ე.წ. „დეპუტატებმა“ „კანონპროექტის“ […]
თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან 61 კმ-ში, მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან 61 კმ-ში, დღეს, თბილისის დროით 13:02 საათზე, მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
პერესი მბაპეს თამაშით ძალიან უკმაყოფილოა – მან ანჩელოტის ფეხბურთელთან დაკავშირებით ეს შეუთვალა

Relevo-ს ცნობით, “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის ახალწვეულის კილიან მბაპეს თამაშით ძალიან უკმაყოფილოა. ის და კლუბის საბჭოს სხვა წევრები თვლიდნენ, რომ ფეხბურთელი გუნდში გამოჩენისთანავე ლიდერი გახდებოდა. წყაროს ცნობით, მადრიდის “რეალი” ახალი კრიშტიანუ რონალდუს შეძენას ელოდება, ახლა კი თვლიან, რომ ახალი ნიკოლას ანელკა იყიდეს. უფრო მეტიც, პერესი კლუბის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისაც ესაუბრა და შეუთვალა, რომ […]
მკვდრადშობილ პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდით და გარდაუვალ დემონტაჟს დაექვემდებარებით ისევე, როგორც თქვენი მხარდამჭერი მთავრობები, ელჩები და საერთაშორისო აქტორები

მკვდრადშობილ პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდით და გარდაუვალ დემონტაჟს დაექვემდებარებით ისევე, როგორც თქვენი მხარდამჭერი მთავრობები, ელჩები და საერთაშორისო აქტორები „ეგრე გააგრძელეთ და დამტირებელი აღარ დაგრჩებათ,” – მიმართავს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას. ექსპერტი ხაზს უსვამს იმას, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები ისეთი პოლიტიკოსები არიან, რომელთაც ავტორიტეტი არ აქვთ. „როგორ ყველა ვადაგასული და საკუთარი მოქალაქეებისგან ჩამოწერილი პოლიტიკოსი […]
საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 13:02 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში იყო. მათივე ცნობით, ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5 მაგნიტუდა შეადგინა.
სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა არ შედგა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა. ე.წ.-მა დეპუტატმა, ერიკ რშტუნმა განაცხადა, რომ “დეპუტატების” არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი საკითხის დღის წესრიგში შეტანას და სესია არ შედგა. ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ – რომლის განხილვაც დღეისთვის იყო დაგეგმილი. მომიტინგეები […]
ოფიციალურად: რანიერია “რომაში” მესამედ დაბრუნდა

“რომამ” ოფიციალურად გვაუწყა, რომ გუნდს სეზონის ბოლომდე ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი გაწვრთნის. გამოცდილმა მენეჯერმა “ჯალოროსი” მესამედ ჩაიბარა. პირველად ის “მგლებს” 2009/11-წლებში, ხოლო მეორედ 2019 წელს ავარჯიშებდა. აღსანიშნავია, რომ რანიერი ამ სეზონის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობისთვის ერთგვარი მრჩეველი იქნება და ახალი მწვრთნელის შერჩევაში დაეხმარება.