„გასტრო ბათუმს“ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი ეწვევა

16 ნოემბერს, „გასტრო ბათუმზე“ მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმის სპიკერებს შორისაა გასტრონომიის ცნობილი ექსპერტები და შეფები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და საბერძნეთიდან. ფორუმის საპატიო სტუმარია მიშლენისა და Gault […]
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციას პრიმიტიული დამოკიდებულება აქვს თუნდაც აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან – მათი ილუზიაა, რომ შეიძლება პირადი კონტაქტები დაამყარო, ვიღაცასთან ფოტო გადაიღო და ესაა საგარეო პოლიტიკა

ის, რაც ბოლო 2.5 წელი ხდება ჩვენს ურთიერთობებზე დასავლელ პარტნიორებთან, იმ კონტექსტის გამოა, რომელიც რეგიონშია – ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს კონტექსტი შეიცვლება და იქნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ ურთიერთობის ის დონე, რომელიც მანამდე იყო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ „ქართველი ხალხის აქტს“ სადაც […]
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით, ღამის საათებში შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოების გამო, 16 და 17 ნოემბერს, 00:00-იდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. „კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ […]
შალვა პაპუაშვილი – როგორც ჩანს, შვედეთის საელჩოს არ ესმის თუ რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება – ტყუილი გამოხატვის თავისუფლება არ არის

როგორც ჩანს, შვედეთის საელჩოს არ ესმის თუ რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება. ტყუილი გამოხატვის თავისუფლება არ არის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ „იმედისთვის“ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, ანტიევროპული ქცევაა, როდესაც სხვა ქვეყანაში აფინანსებ ორგანიზაციას და ეგუები, რომ ეს ორგანიზაცია დეზინფორმაციას ავრცელებს. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, დეზინფორმაცია 21-ე […]
ჯაბა სამუშიამ თსუ-ს სტუდენტური კაპელას წევრებს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მიულოცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საერთაშორისო კონკურსში THE WORLD CHORAL CUP 2024 გამარჯვებულ თსუ-ს სტუდენტური კაპელას წევრებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, თსუ-ს კაპელამ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო კონკურსში თასი და ოქროს მედალი მოიპოვა. „მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თითოეულ მის სტუდენტს ეს ჯილდო. თქვენი […]
ინტერრელიგიური სათათბირო საქსტატის ხელმძღვანელს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს შეხვდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა სათათბიროს წევრებს აცნობა, თუ როგორ ემზადება საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის და კონკრეტულად, რა კითხვებზე მოუწევთ მოქალაქეებს პასუხების გაცემა. მისი თქმით, წელს პირველად, […]
შალვა პაპუაშვილი – გამოძიებას ითხოვდნენ და მიმდინარეობს გამოძიება, შემდეგ იტყვიან არა, არ გვინდა გამოძიებაო – ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ საერთოდ

გამოძიებას ითხოვდნენ და მიმდინარეობს გამოძიება. შემდეგ იტყვიან არა, არ გვინდა გამოძიებაო. ჩამოყალიბდნენ რა უნდათ საერთოდ – ჩვენი უბედურება ვიცით, ოპოზიციის სახით ვინც გვყავს, ეს ჩვენი ჭირი ვიცით, ამას ქართული საზოგადოება შეგუებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ზოგიერთს საქართველო არასრულფასოვანი ქვეყანა ჰგონია და ფიქრობენ, „რომ მათ აქვთ საიდუმლო ცოდნა, რომელიც […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა ზაჰესს, მცხეთის რაიონის სოფლებს, ლისსა და მიმდებარე სოფლებს და ასევე სოფელ დიღომს შეეხება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს 01:00-იდან 01:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, თავისუფლების, ავჭალის, […]
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ იაპონიის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ იაპონიის დელეგაციის წევრებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ, ინიცირებული პროექტის ფარგლებში უმასპინძლა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ JICA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უმასპინძლა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, პროექტის – „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ფოთის პორტში ტვირთის სკანირების აღჭურვილობის გაუმჯობესება” მხარდაჭერის მომზადებისა და დამტკიცების […]
შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე – ეს არის შედეგი იმისა, რომ იქ არის საოკუპაციო მმართველობა და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და საოკუპაციო მმართველობაა, სტაბილურობა შეუძლებელია

ეს არის შედეგი იმისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა იქ და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობა შეუძლებელია – ანექსიის მცდელობას მე ვერ დავარქმევდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა და მათ შორის უპასუხა კითხვას, შეაფასებდა თუ არა ამას რუსეთის […]