თბილისის მერია თსუ-ს პირველ კორპუსთან კარვების განთავსებისა და გზის გადაკეტვის გამო ტრანსორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია სახელმწიფო უნივერსტიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის გამო ტრანსორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერიის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვალა. შესაბამის მარშუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან ყაზბეგის გამზირზე გადაინაცვლებენ. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩამდე. ასევე, კეკელიძის ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისა და […]

11-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

გაიზარდა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის ჯარების სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულების და დაშავებულების რიცხვი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიღუპა 11 და დაშავდა 89 ადამიანი. მათ შორის დაღუპულია 2 და დაშავებულია 11 ბავშვი. რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ სუმის 17 ნოემბერს, გვიან საღამოს, დაარტყეს. შუაღამის მონაცემებით, დაღუპული იყო 10 ადამიანი და დაშავებული – 52. […]

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის დასუსტება მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი განვითარებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან თქვა, რომ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისა და სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის დასუსტება. “რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროცესები გაგრძელდეს – ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება. ჩვენ გვახსოვს წინა წლების გამოცდილება – […]

წუხელ სროლა იყო სოხუმში „სახელმწიფო ტელევიზიის“ მახლობლად

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტის”, ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, 18 ნოემბერს გამთენიისას, ინციდენტი მოხდა აფხაზეთის “სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის” სტუდიის უშუალო სიახლოვეს: „უცნობმა პირებმა, რომლებიც 15 ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ჰაერში გაისროლეს. ინციდენტის დროს ტელევიზიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ სტუდიაში, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია“. თუმცა აფხაზეთის “პრეზიდენტის” საინფორმაციო ცენტრმა მოგვიანებით გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ცეცხლი გახსნეს დაცვის თანამშრომლებმა: „ტელეკომპანიის ტერიტორიასთან მოვიდნენ, სავარაუდოდ, […]

სოხუმის განცხადებით, მიმდინარე პროტესტები მოსკოვთან ურთიერთობებს აზიანებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 15 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს “სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.” “მომხდარი აზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და უარყოფითად აისახება ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაზე. აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რესპუბლიკაში იმყოფება და აგრძელებს ქვეყნის ხელმძღვანელობას. ყველა საჭირო ზომა მიიღება სახელმწიფოს სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ყველა სამთავრობო ორგანო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს,”- […]

25 ნოემბერს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინება- კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ახალარჩეულ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 25 ნოემბერს წარედგინება. მან მინისტრებს დაავალა, დროულად დაასრულონ მუშაობა სამთავრობო პროგრამაზე. “მომავალ ორშაბათს [25 ნოემბერი] საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად, აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს […]

სოხუმში ტელევიზიასთან ცეცხლი გახსნეს – აფხაზური მედია – Netgazeti • აფხაზეთი • Netgazeti.ge

გასულ ღამეს, დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის “АГТРК-ს” შენობასთან სროლა იყო. ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, “აფხაზური ტელევიზიის სტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 მანქანაში მყოფმა უცნობი პირებისგან შემდგარმა ჯგუფმა თანამშრომლების შიგნით ყოფნისას ჰაერში ცეცხლი გახსნა, რამაც დაძაბული სიტუაცია შექმნა.” “წინასწარი ინფორმაციით, აქციის მიზანია ტელევიზიის თანამშრომლების დაშინება და რედაქციაზე ზეწოლა, ხოლო თანამშრომლები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მიუხედავად, ცდილობენ […]

მთავრობა პარლამენტს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განსახილველად მიმართავს

საქართველოს მთავრობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. „ცვლილების განხორციელების შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე იფუნქციონირებს. კულტურის სამინისტროს – თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნინო დოლიძე – პროტესტი მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

ადამიანებს ბუნებრივად აქვთ ლეგიტიმური გრძნობა, რომ გამოხატონ პროტესტი. პროტესტი მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” დირექტორმა ნინო დოლიძემ, ვარაზისხევის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე, მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო, რისი მტკიცებულებებიც არსებობს. „ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ არჩევნების შემდეგ, რომ ეს […]

პრემიერი – არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იყო – მინდა მადლობა გადავუხადო ცესკოს, გიორგი კალანდარიშვილს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იყო, რომელშიც მმართველმა გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აღნიშნა, რომ წნეხის მიუხედავად, ცესკომ არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება შეძლო. „გუშინწინ შეჯამდა არჩევნების შედეგები და საბოლოოდ დადგინდა, რომ მმართველმა გუნდმა ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ […]