სოხუმის განცხადებით, მიმდინარე პროტესტები მოსკოვთან ურთიერთობებს აზიანებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 15 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს “სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.”
“მომხდარი აზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და უარყოფითად აისახება ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაზე. აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რესპუბლიკაში იმყოფება და აგრძელებს ქვეყნის ხელმძღვანელობას. ყველა საჭირო ზომა მიიღება სახელმწიფოს სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ყველა სამთავრობო ორგანო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს,”- აცხადებს დე ფაქტო უწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს