“თქვე ხინკლის ცომებო! დაგეწვათ ნაკურთხი დიპლომები!” – ვის მიმართავს გიორგი მელაძე

ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე: ყველაზე მაგარი რა არი იცით? ათასობით იურისტს რომ აწარმოებს განათლების სისტემა, მერე ადვოკატები რო ხდებიან ეგენი და ახლა ქაბაბებით გაბეყილი მუცლებით სახლიდან რო იყურებიან გომბეშოსავით დაჭყეტილი თვალებით. რამის შნო თუ გაქვთ, გადით ქუჩაში მაგ ნასუქ ყელში გაკვანძული ჰალსტუხებით და დაუდექით ხალხს გვერდში. ადვოკატები და იურისტები გქვიათ თქვე ხინკლის ცომებო! […]

,, ახალი არაფერია: საპატრიარქო ისევ იქ დგას, სადაც 1989 წელის 9 აპრილს” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი: ,,მამაო, დარჩებით ჩვენთან?“ – ჰკითხეს პატრიარქს 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე. პატრიარქს არ პასუხია. არც დარჩენილა. ანუ ახალი არაფერია: საპატრიარქო ისევ იქ დგას, სადაც 1989 წელის 9 აპრილს. მიუხედავად ამისა, 9 აპრილს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. გავიმარჯვებთ ახლაც.”

,, ნებისმიერი აქტივობა, რაც ხელს უშლის ამ პროცესს (ევროინტეგრაციას), არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, გვაახლოებს რუსეთს” – გუგული მაღრაძე

ყოფილი პარლამენტარი, გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია! ნებისმიერი აქტივობა, რაც ხელს უშლის ამ პროცესს, არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, გვაახლოებს რუსეთს და შესაძლოა ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაკარგვის საფუძველი გახდეს. 1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ყველა ერთად ვიღწვით იმისათვის, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი, რადგან „ჩვენ ვართ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.“ მიუღებელია, […]

“პოლიცია კი არა, ცხოველი ხარ, აბა, რა ჯანდაბა ხარ…” – ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე: ყველაზე პაციფისტ ჟურნალისტს Guram Rogava Rogowski გურამ როგავას ისე რომ გალახავ, მძიმე დაზიანებებით კლინიკაში რომ მოხვდება, პოლიცია კი არა, ცხოველი ხარ აბა რა ჯანდაბა ხარ… ყოჩაღ ქართველ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს… ყველას. ქართული ოცნება / Georgian Dream 7 ნოემბერს სხვა კი არაფერი უქნიათ ნაცებს..

“გუშინ მხეცურად დაგვარბიეთ, დღეს მეტი ვართ” – სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი: გუშინ მხეცურად დაგვარბიეთ დღეს მეტი ვართ. დღეს დაგვარბევთ – ხვალ მეტი ვიქნებით. ჩვენ არ დავიღლებით – მართლები ვართ. თქვენ დაგღლით – მონები ხართ. ბოლოს ჩვენი და თქვენი შვილები გაიმარჯვებენ. გამოდით!

ისრაელ-“ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის მეორე დღეს, ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა

გასულ კვირაში „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, ხუთშაბათს ისრაელმა ლიბანზე პირველი საჰაერო დარტყმა განახორციელა. ისრაელი აცხადებს, რომ მისი სამიზნე იყო შეიარაღებული ჯგუფის აქტიურობა სამხრეთ ლიბანში მდებარე რაკეტების საცავში, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია. ლიბანის ხელისუფლება იუწყებოდა ისრაელის მხრიდან ნაღმმტყორცნებით ცალკეული თავდასხმების ინციდენტებზე და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე, რის შედეგადაც დაიჭრა ორი ადამიანი, რომელიც ლიბანში დაბრუნებას ცდილობდა. […]

ლატვიის პრეზიდენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. „საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა დემოკრატიული საქართველოს ევროპულ გზას და ყოველთვის დაუჭერს კიდეც. ჩემი სრული სოლიდარობა ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას პატივი უნდა სცეს [ხელისუფლებამ]“, – წერს იგი.

მიუღებელია, ჩვენი ქვეყნის ამდენი ხნის მცდელობა შეფერხდეს ან გადაიდოს – მაღრაძე

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გუგული მაღრაძე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია. როგორც მაღრაძე ამბობს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არც ერთი წუთით არ უნდა შეჩერდეს. მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესის გადადება ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში. „ნებისმიერი აქტივობა, რაც ხელს უშლის ამ პროცესს, არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, გვაახლოებს […]

„ვგმობ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“ – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. „იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩერონ ევროინტეგრაციის პროცესი – ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. კვლავაც ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. ვგმობ ნებისმიერ ძალდაობრივ ქმედებებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. საქართველო ევროპაა“, – წერს იგი.

გერმანიაში საცალო გაყიდვები ოქტომბერში ორწლიან რეკორდამდე დაეცა

გერმანიაში საცალო ვაჭრობა ოქტომბერში 1,5%-ით შემცირდა სექტემბერთან შედარებით, იტყობინება ქვეყნის ფედერალური სტატისტიკური სააგენტო (Destatis). მედია წერს, რომ ეს არის ყველაზე ცუდი დინამიკა 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ. Trading Economics-ის გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ 0,3%-ით კლებას ელოდნენ. წლიური თვალსაზრისით გერმანიაში საცალო გაყიდვები გაიზარდა 1%-ით (ბაზრის პროგნოზი – ზრდა 3,2%). სექტემბერში საცალო გაყიდვები გაიზარდა 1.2%-ით წინა თვესთან შედარებით და […]