“საქართველოს დროშა მოვუტანე” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ გუშინ ღამით, სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი გურამ როგავა მოინახულა: მე ტირილმა დამისია სახე, გურამს – სპეცნაზმა. მოვედი და საქართველოს დროშა მოვუტანე ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს. ომახიანად არის

“ვდგავართ საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე” – სამეფო უბნის თეატრმა სპექტაკლი გადადო

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამეფო უბნის თეატრმა 30 ნოემბერს დაგეგმილი სპექტაკლი – “მკვდარი ძაღლები” დეკემბერისთვის გადადო. სამეფო უბნის თეატრი თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც ჯანმრთელობის ფასად საქართველოს დამოუკიდებლობას და ისტორიულ მისწრაფებებს იცავს, სოლიდარობას უცხადებს. სამეფო უბნის თეატრი სრული შემადგენლობით დგას საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე! ჩვენი თეატრის დამფუძნებლები, იზა გიგოშვილის თაოსნობით, იდგნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სათავეებთან – 1989 […]

მოსამართლეები, პროფესორები, კლუბები განცხადებებს ავრცელებენ

საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ. საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილმა. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 116-მა თანამშრომელმა გამოაქვეყნა განცხადება: „2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს…“ განცხადება გამოაქვეყნა […]

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: ზელენსკიმ არაფერი გააკეთა თავისი ხალხის რეალური მხარდაჭერისთვის – სამწუხაროდ, მან მიიყვანა ეს ომი იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვართ

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: ზელენსკიმ არაფერი გააკეთა თავისი ხალხის რეალური მხარდაჭერისთვის – სამწუხაროდ, მან მიიყვანა ეს ომი იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვართ უკრაინული წარმოშობის ამერიკელმა კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მოახდინოს მთელი ქვეყნის მობილიზება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. „სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელი ხალხი დააღალატა. მან არ მოამზადა ქვეყანა ომისთვის. მან არ გაუწია საკმარისი მხარდაჭერა […]

პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმია განლაგებული, სამართალდამცველები არიან მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზეც

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სპეცდანიშნულების რაზმია იმყოფება. ამავე ლოკაციაზე დგას წყლის ჭავლის მანქანა. სპეცდანიშნულების რაზმის გარდა პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხრიდან, რამდენიმე მწკრივად არის განლაგებული კრიმინალური პოლიცია, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. პერიოდულად აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებულ ჯებირებზე პროტესტის ნიშნად ხელებს აბრახუნებენ. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობის კედელზე ელექტროგაყვანილობას ცეცხლი […]

“იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით” – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და წერს, რომ იმედგაცრუებულები არიან ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. “იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. პოლონეთი ერთგული რჩება ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ და მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი აარიდოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას”, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ […]

„იმედგაცრუებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით“ – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს მთავრობის გუშინდელ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროინტეგრაციაზე. „პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს პროევროპულ მისწრაფებებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავიდან აიცილოს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლაშა ტალახაძე – საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება – ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა, “რას ჰქვია არ შეეხვეწებით”, აბა, სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა

დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, ე.ი. იმას გაგება არ უნდა. საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე , – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლაშა ტალახაძე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე. მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს „4 წელი ეხვეწოს ევროკავშირს მოლაპარაკებების […]

“შეწყვიტეთ” – კახეთიდან ჩამოყვანილი თემუკა კალანდაძე და მისი უცნაური დაცვა

ტვ პირველის ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა, ჩიტაძის ქუჩაზე, რომლის ხალხისგან გაწმენდასაც, ისევ გაუგებარი მიზეზების გამო, პერიოდულად ცდილობს სპეცრაზმი, დაინახა თემუკა კალანდაძე, სისასტიკით გამორჩეულ პოლიციელს და ჰკითხა მას, კახეთიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს ხალხის დასარბევად? – რაზეც პოლიციელი პასუხობს, რომ მისი საქმე არაა. კალანდაძეს პოლიციელები ეფარებიან და ცდილობენ მასსა და ჟურნალისტს შორის ჩადგნენ, ტვ პირველის ჟურნალისტი ეკითხება, ეს პოლიციელები […]

,,ხალხის სერიოზული პროტესტის პარალელურად, რაც ოპო მედიაში ხდება არის იაფფასიანი კლოუნადა“ – იაგო ხვიჩია

,,გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია: ,,ხალხის სერიოზული პროტესტის პარალელურად, რაც ოპო მედიაში ხდება არის იაფფასიანი კლოუნადა. (ქოც მედია ისედაც გასაგებია, რასაც შვება) როგორც ჟურნალისტები იქცევიან პირიქით იწვევს მაყურებლის გაღეზიანებას და არ განაწყობს მათ მიტინგის მონაწილეთა მიმართ სოლიდარულად. მესმის, რომ ახლა, ბევრის აზრით, კრიტიკის დრო არაა, მაგრამ უბრალოდ აუცილებელია ეს ისტერიკა მოვაშოროთ ეკრანებს. საერთოდ გათიშეთ მაინც მაუწყებლობა […]