“ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია!” – სალომე ზურაბიშვილი

“ჟურნალისტი ვერ უნდა ითმენდეს მისი კოლეგა ჟურნალისტის სასტიკ დარბევას… ვიღაცამ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი რამეთუ ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია!”, – წერს ზურაბიშვილი.

პოლიციელებმა „მარიოტთან“ ჯიპიდან სამი პირი გამოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მახლობლად, ავტომობილში, Jeep Wrangler-ში მყოფი სამი პირი გამოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი – კარი გამოაღეს, სპრეი ავტომობილში შეასხეს, შემდეგ კი ერტ-ერთი პირი გამოათრიეს და რამდენიმე მეტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ კი წაიყვანეს – იგი, სავარაუდოდ, დაკავებულია. ძალის გამოყენებით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი. პოლიციის […]

“ეკლესიაშიც შემოვარდნენ და დაგვარბიეს ,,სახელოვნად” – ალექსანდრე გიორგიშვილი

წყლის ჭავლის გადავლის მერე თავიდან ეკლესიაში შევედით (ზოგი ეზოში იჯდა,ზოგი შიგნით),გამოვიდა მამაო ტელეფონზე ვიღაცას ეჩხუბება.დარეკეს აშკარად ზემოდან და ეჩხუბებოდნენ ეს ხალხი ეკლესიაში რატო შეუშვი,კარი რატო არ დაუკეტეო.. საბოლოოდ ამოასხა მამაოსაც და ყვირის ბოლო ხმაზე: თქვენ არც ქრისტე გიყვართ,არც ხალხი..გოგო შემოვარდა ბოლო ხმაზე კიოდა, დახმარებას ითხოვდა და რა მექნა კარი დამეკეტაო? იქედან ის პასუხობს კი-ო ;დ […]

საია: სპეცრაზმი უკანონო გენერალიზებულ დავალებას ასრულებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს. მათივე შეფასებით, სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო. “02:38 საათიდან განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის […]

რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადა – გახარია

2024 წლის 30 ნოემბერი – კიდევ ერთი ნოემბერი უკვე ივანიშვილის შესრულებით. კიდევ ერთი დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რეჟიმმა თვითგადარჩენისთვის არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადა. ახალგაზრდებზე, რომლებსაც მხოლოდ თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრება სურთ. მოძალადე რეჟიმს საქართველომ ერთხელ უკვე უთხრა – არა!

რუსთავი2 კიდევ ორმა ჟურნალისტმა დატოვა

ტელევიზია “რუსთავი2”, პროტესტის ნიშნად, კიდევ ორმა ჟურნალისტმა დატოვა – მარიამ მენაბდემ და ვანო გავაშელმა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსთავი2 დატოვეს ბექა პატურაშვილმა და მარიამ ჯანელიძემ.

“სუსის “ნასედკა” დავიჭირეთ და თავისივე ჩათში ჩავაწერინეთ – რუსული პარტიის დედაც” – ხაბეიშვილი

ჩვენმა მეგობრებმა სუსის “ნასედკა” დაიჭირეს და რა გავაკეთებინეთ, მისივე ხელით, იმ ჩათში, სადაც ფოტოებს ყრიდნენ, ჩავაწერინეთ: – რუსული პარტიის დედაც, მივდივარ სამსახურიდან. დიდი პრობლემები შეექმნა. რაც უნდათ ის ქნან, დაინტერესდნენ, სუსის თანამშრომელმა თვითონ ჩაწერა, თავისი თითებით, რომ ტოვებს რუსულ პარტიას.

PACE თბილისში მშვიდობიან დემონსტრაციებზე სასტიკ ზეწოლას მკაცრად გმობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კომიტეტმა 29 ნოემბერს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში შექმნილ ვითარებაზე – მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე უარის გამო, მისი საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ. “ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზე”, – წერია განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, […]

საია – ძალადობის ხარისხი და ფაქტების სიმრავლე გვაძლევს საფუძველს, შევაფასოთ, რომ სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას და შეფასებას აქვეყნებს. საია აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს. ორგანიზაციის შეფასებით, სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო. „02:38 საათიდან განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე. […]

საიას თავმჯდომარე – ცხელ ხაზზე 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია

29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს. როგორც ქურდოვანიძე წერს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაკავებულებს სწრაფად შეხვდეს ადვოკატი. “ყოველწუთიერად შემოდის ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ცხელ ხაზზე. 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. ადვოკატები ცდილობენ მათი ადგილსამყოფლის დაზუსტებას. ხშირად ეს მყისიერად ვერ ხდება […]