ლატვიელი ევროპარლამენტარი – დასავლეთმა უნდა იმოქმედოს! – „ქართული ოცნების“ მთავრობა ქართველ ხალხს უფსკრულისკენ მიათრევს

დასავლეთმა უნდა იმოქმედოს – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს. „სცენები საქართველოდან: მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების გასაჩუმებლად გამოყენებული პოლიციის სისასტიკე, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ქართველების 80%-ს ევროკავშირში მომავალი სურს, მაგრამ მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობა მათ პრორუსული უფსკრულისკენ მიათრევს. დასავლეთმა უნდა იმოქმედოს – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ – […]
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დევნის გამო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება თბილისში ბოლო ორ დღეში სამართალდამცველების მიერ პროევროპული აქციების დაშლას და შეშფოთებას გამოხატავს ძალის გადამეტების შესახებ ცნობებზე ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ. „საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას საქართველოში. შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დევნის შესახებ ცნობებით და მოვუწოდებთ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების პატივისცემისკენ. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული“, […]
ადვოკატი – თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ არის – დაკავებულების უმეტესობა ამ დრომდე საპოლიციო მანქანებში ჰყავთ, სავარაუდოდ, მათ რეგიონებში გადაიყვანენ

ადვოკატი – თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ არის – დაკავებულების უმეტესობა ამ დრომდე საპოლიციო მანქანებში ჰყავთ, სავარაუდოდ, მათ რეგიონებში გადაიყვანენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 28 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება. მათ ნაწილ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და ქალაქის სამმართველოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ. ყველა მათგანს 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ხვალ გამთენიას […]
რუსთაველის გამზირზე ყოფნისას მათი იურიდიული სტატუსი უნდა განისაზღვროს როგორც “დემონსტრანტი” და არა როგორც “ჟურნალისტი”.
ლაშა ნაცვლიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში: “ყველა დროის ყველაზე წარმატებული რევოლუციონერი, უფრო სწორად კი, ყველაზე ცნობილი და მასშტაბური სახელმწიფო გადატრიალების ავტორი, ვლადიმერ ლენინი, 1901 წელს გაზეთ “ისკრაში” გამოქვეყნებულ სტატიაში – “რითი დავიწყოთ?” – წერდა: “გაზეთი არა მხოლოდ კოლექტიური პროპაგანდისტი და კოლექტიური აგიტატორია, ის ასევე კოლექტიური ორგანიზატორია”. არა მგონია, ვინმემ გაბედოს და ეჭვქვეშ დააყენოს ლენინის, როგორც რევულუციურ […]
“ჩემი შვილების ახლო მეგობარს ეძებდნენ რამდენიმე საათია… სხვათა შორის, მეუფე დიმიტრის შვილიშვილი და პატრიარქის შვილთაშვილია” – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე წერს, რომ გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ მისი შვილის ახლო მეგობარს ილია ოხანაშვილს ეძებენ. “ჩემი შვილების ახლო მეგობარს, ილია ოხანაშვილს ეძებდნენ რამდენიმე საათი. როგორც გავარკვიეთ დაკავებულია. სხვათა შორის, მეუფე დიმიტრის შვილიშვილი და პატრიარქის შვილთაშვილია” – წერს ეკა კვესიტაძე. შეგახსენებთ, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყო. ადგილზე ვითარება არაერთხელ […]
გია ხარჩილავას დედა – სამსახური დროებითია, ღირსება – მარადიული, აქაც, ამ ცხოვრებაშიც რომ გაძლიერებს და იქაც, ზეციურ სამყოფელშიც რომ მიგყვებათ!

გია ხარჩილავას დედა, პედაგოგი ვარო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს: „ერთი შეკითხვა პედაგოგებს… შენს აღსაზრდელებს თუ არ უნერგავ მოქალაქეობრივ პოზიციას, სკოლაში არაა შენი ადგილი! თუ მხოლოდ სიტყვით ასწავლი და საქმით არ აჩვენებ, არც მაშინ უნდა იყო სკოლაში! თუ ასწავლი და მაგალითითაც ამშვენებ, სკოლა ის სიმაღლეა, შენმა მოწოდებამ რომ უნდა აიღოს! შენ რომელ ჯგუფში მოიაზრებ თავს? უღირსებო […]
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა – დადგა დრო, თავისი სახელი დავრქვათ მოძალადე რეჟიმს, მასთან მოთანამშრომლე თუ მდუმარე ადამიანებს და ვიბრძოლოთ საქართველოს ამ დამღუპველი პუტინისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებლად!

ახლა დუმილი ან ნებისმიერი ფორმით ამ რეჟიმთან შემგუებლობა დანაშაულია! დადგა დრო, თავისი სახელი დავრქვათ ყველაფერს – მოძალადე რეჟიმს, მასთან მოთანამშრომლე თუ მდუმარე ადამიანებს და ყველა გამოვიდეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ამ დანაშაულებრივი, დამღუპველი პუტინისტური რეჟიმისგან საბოლოოდ გასათავისუფლებლად! – ამის შესახებ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, „დანაშაულებრივი რეჟიმის ბოროტი განზრახვით ქვეყანა და კარგავს […]
ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნებათ, მათ შორის, ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ადვოკატ ბექა ბასილაიაზეც

ადვოკატების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადვოკატზე, ბექა ბასილაიაზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. მათი უმეტესობა იზოლატორებში ადგილის არ არსებობის გამო შესახლების რიგში საპოლიციო მანქანებში იმყოფება. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დაზიანებები თვალნათლივ ეტყობათ. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები სახისა და თავის […]
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი – შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის შესახებ, მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას

შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის შესახებ, მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას, – ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი გაერთიანების უფლებისა და შეკრების თავისუფლების საკითხებში, ჯინა რომერო სოციალურ ქსელში წერს. „შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ პოლიციის ძალადობის შესახებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადების გადაწყვეტილებას მოჰყვა. […]
სულ ცოტა დარჩა – გიორგი ბაჩიაშვილი

“სისტემა ინგრევა! სულ ცოტა დარჩა”, – წერს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში და 29-30 ნოემბრის მოვლენებს ეხმაურება. ბაჩიაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამომრჩეველიც “გადააგდო” და მოტყუებით დააჯერა, რომ “ღირსებით” მიჰყავდა ევროპაში. ბაჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს რუსიფიკაციის ნაწილია, “ქართული ოცნების” მიერ ახალი პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენებაც, რის შემდეგაც მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურამ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა […]