ქალაქები საქართველოში, სადაც საპროტესტო აქციები იმართება

მოქალაქეები თბილისში რამდენიმე ადგილას საპროტესტო აქციებს მართავენ. 18:00 საათზე აქცია დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ. აქ შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ გადადგნენ სამეურვეო საბჭოს თავმდჯომარე და გენდირექტორი: ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი, პირველი არხის ეთერი ყოველდღიურად დაეთმოს საზოგადოებას და არ შეიზღუდოს მაუწყებლობა რეგიონებში. 19:00 საათიდან აქციის მონაწილეები იკრიბებოდნენ როგორც პარლამენტთან, ისე მთაწმინდაზე, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. მოქალაქეები აპროტესტებენ […]

შსს-მ პარლამენტთან სათვალთვალო კამერების სადენებისა და კვების ბლოკის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობისას ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. „ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ […]

ზუგდიდში საპროტესტო აქციები გრძელდება

ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნებით, ზუგდიდში საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა. აქციის მონაწილეები ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და შემდეგ მსვლელობა გამართეს ზუგდიდის ქუჩებში. რამდენიმე წუთით გადაკეტეს გზებიც. აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, პედაგოგები და არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებმა მანამდე რამდენი გაგიგოთ. გაგიგოთ ის, რომ […]

უკრაინა ნატო-ში ნაწილობრივ გაწევრიანებას არასოდეს დათანხმდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და არ დათანხმდება ნატო-ში გაწევრიანებას მხოლოდ ტერიტორიის ნაწილისთვის, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოსტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის დაუსვეს შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ნატო-ს „უსაფრთხოების ქოლგა“ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე. „ჩვენ იურიდიულად არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ჩვენი […]

ანა დოლიძე – ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია, რაც ბოლო დღეებია ხდება, ეს ყველაფერი ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალის გამოძიებას

ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია რაც ბოლო დღეებია ხდება, ეს ყველაფერი ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალის გამოძიებას,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, ხელისუფელბა აქციის დასაშლელად „აკრძალულ მეთოდებს“ იყენებს. “ეს თუ გაგრძელდა, ყველაფერი ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალის გამოძიებას. ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული არის სისტემური და ფართო მასშტაბიანი დანაშაული სამოქალაქო პირების, ჯგუფების მიმართ. […]

აქციის მონაწილეებმა ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან რუსეთის დროშა დაწვეს

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს. შეკრებილებმა შეძახილების ფონზე რუსეთის დროშა დაწვეს. ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია მშვიდია, ტერიტორიაზე რჩებიან აქციის მონაწილეები.

დავით კაჭარავა ოპოზიციას – ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნის რეფერენდუმი იყო, რომლის შედეგებზეც ძალიან გაბრაზებულები ხართ, რადგან პირწმინდად წააგეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით კაჭარავა ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში დეპუტატი საკუთარ ამომრჩეველს მადლობას უხდის. „ბოლო არჩევნები ჩვენი ქვეყნის რეფერენდუმი იყო, რაზეც ძალიან გაბრაზებულები ხართ, რადგან ეს არჩევნები პირწმინდად წააგეთ. ეს არჩევნები თქვენ არ წაგიგიათ არჩევნების დღეს. არჩევნები თქვენ მანამდე წააგეთ და ახლა გეტყვით რატომ: პირველ რიგში იმიტომ წააგეთ, რომ არჩევნებამდე თვე ნახევრის განმავლობაში, მე და ჩემი […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ნატო-ში ნაწილობრივ გაწევრიანებას არასოდეს დათანხმდება

უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და არ დათანხმდება ნატო-ში გაწევრიანებას მხოლოდ ტერიტორიის ნაწილისთვის, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოსტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის დაუსვეს შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ნატო-ს „უსაფრთხოების ქოლგა“ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე. „ჩვენ იურიდიულად არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ჩვენი […]

შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე – ვიცით, როგორი იყო მისი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასთან და გვახსოვს, რომელ მხარეს იდგა – სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა იმდენად აქვს ქვეცნობიერში ჩაბეჭდილი, რომ ინსტინქტები მასში ახლაც იღვიძებს

ქალბატონი სალომე, თავის წინა პერიოდს იხსენებს ალბათ. ვიცით, როგორი იყო მისი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასთან და ვიცით, რას ნიშნავს სიტყვა “ხუნტა” და რა იყო მაშინ გადატრიალების და სხვადასხვა ასეთი პროცესები, ვიცით და გვახსოვს, რომელ მხარეს იდგა მაშინ სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის “საზოგადოებრივი საბჭოს” შეფასებისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილს […]

შსს – დაკავებულია პირი, რომელმაც აქციის მიმდინარეობისას ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და ბლოკს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ერთ-ერთი მონაწილეს დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდა მამაკაცი პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის კაბელზე ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის […]