მომიტინგეების ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულ სამ პირს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ორი დღის წინ, აქციაზე დაკავებული ექვსი პირიდან სამს ხუთ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ წუთებში კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აქციაზე დაკავებული ფოტოგრაფის ლაშა ფალავანდიშვილის პროცესი მიმდინარეობს. “აქციაზე დაკავებულების ორი პროცესი უკვე ჩატარდა. ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი საპროტესტო აქციას აშუქებდა, რომელიც […]

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ფოტოგრაფს, ლაშა ფალავანდიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ფოტოგრაფ ლაშა ფალავანდიშვილს ხუთ-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო. როგორც ცნობილია, ორი დღის წინ საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე 8 პირი დააკავეს, ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო. აქციაზე დაკავებულ სამ პირს […]

ანტონიო კოშტა – ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მომავალ წელს ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინის ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას 2025 წელსაც გააგრძელებს. წლის ბოლომდე ბლოკი ქვეყანას 4,2 მილიარდ ევროს გამოუყოფს, 2025 წელს კი ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს გადაურიცხავს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკვე ამ თვეში ევროკავშირი უკრაინას დამატებით 4,2 მილიარდ ევროს გადასცემს […]

სირაძე იმუქრება, რომ თუ აქცია კანონის ჩარჩოებს გასცდება, “უმკაცრეს ზომებს” მიიღებენ

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე იმუქრება, რომ თუ აქციის მონაწილეები “კანონის ჩარჩოებს გასცდებიან”, შსს “უმკაცრეს ზომებს” მიიღებს. გარდა ამისა, მისი თქმით, ყველა ის პირი იქნება იდენტიფიცირებული, რომელიც “პოლიციელზე ახორციელებს თავდასხმას”. “ბოლო დღეებში ფაქტობრივად ყველა ვხედავთ, მათ შორის საზოგადოება და თქვენც, რომ გარკვეული პირები ახდენენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, მთელ ქალაქში გადაწვეს, […]

“შალვა პაპუაშვილი იაფფასიან მატყუარად ჩამოყალიბდა” – მერაბ მეტრეველი

შალვა პაპუაშვილი ყველაფერთან ერთად იაფფასიან მატყუარად ჩამოყალიბდა. ევროპელები მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ სააკაშვილის გაშვებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენო. გვაჩვენეთ ერთი დოკუმენტი, ან ოფიციალური პირის განცხადება, სადაც ეგ საკითხები მოლაპარაკების გახსნის წინაპირობადაა დაყენებული. P. S. წინასწარ გაფრთხილებთ, აქ ევროპარლამენტის რეზოლიცირბი არავინ ამიფრიალოთ. მაგ დოკუმენტს მოლაპარაკების გახსნის პირობებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„რაც არ მოგწონთ ყველაფერი თქვენი წამოწყებულია“ – ლუკა ნაჭყებია

შეფ მზარეული ლუკა ნაჭყებია: „იმ კონსერვატორს რა ვუთხარი, ტრადიციონალიზმი რო უნდოდათ, და მიიღეს ტრადიციული აქციები, და ეხლა ევროპულ პროტესრანტულ მორალს რო ეფარებიან. ორმხრივ ძალადობას გაჰყვირიან.

„ამუშავებენ სცენარს, ფორმიანი ბანდიტის მძიმედ დაზიანების შესახებ“ – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა: „ამუშავებენ სცენარს, ფორმიანი ბანდიტის მძიმედ დაზიანების შესახებ, აქციის მონაწილეთა მხრიდან. ამ ფაქტმა უნდა “აღაშფოთოს” საზოგადოება და გამოიწვიოს დემონასტანტების რიგებში რღვევა. მათ კი ექნებათ საბაბი უფრო სასტიკად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს. ერთი რამ გავიწყდებათ სცენარისტებს – აღარ არის თქვენს მიმართ არანაირი ეპათია. იმდენი ჭკუა მაინც გეყოთ, საკუთარი “თანამებრძოლი”‘არ გასწიროთ. პოლიციისა და ზონდერ-სპეცრაზმელების ფორმაში გამოკვეხებულები კი […]

შსს: დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც პარლამენტის ბოძზე სადენებს, კვების ბლოკს ცეცხლი წაუკიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ნოემბრის აქციის 1 მონაწილე დააკავა, რომელსაც პარლამენტთან სამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებისა და კვების ბლოკისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავება. 27 წლის ახალგაზრდა კაცს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. “ბრალდებულმა , რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ […]

2953 პედაგოგის ხელმოწერა – “დავდგეთ მოსწავლეების ინტერესების დასაცავად”

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიევროპული გადაწყვეტილების წინააღმდეგ ქვეყანაში არსებულ მასშტაბურ პროტესტს მასწავლებლებიც უერთდებიან. საჯარო და კერძო სკოლების და არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების მასწავლებლები განათლების სამინისტროს პეტიციით მიმართავენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია. პედაგოგები მხარდაჭერას უცხადებენ ევროპული მომავლის დაცვისთვის თანამოქალაქეების ბრძოლას და კოლეგებს მოუწოდებენ დადგნენ ამ ბრძოლაში სწორ მხარეს. […]