“დაუყოვნებლივ აგოს პასუხი ჩადენილი კანონდარღვევებისა და უსამართლობისთვის” | კულტურის მუშაკთა პროფკავშირი წულუკიანის წინააღმდეგ

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი აცხადებს, რომ კატეგორიულად გმობენ და ეწინააღმდეგებიან თეა წულუკიანის პოლიტიკას. საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი მიმართვას, რომელსაც ისინი ავრცელებენ, ხელს 430 ადამიანი აწერს. მეცნიერები, ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ კულტურის მინისტრმა ჩადენილი არაერთი კანონდარღვევისა და უსამართლობისთვის დაუყოვნებლივ აგოს პასუხი. “ჩვენ, საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის […]

მედია: ზელენსკი მომავალ კვირას შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს

უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს. Tages-Anzeiger რამდენიმე დამოუკიდებლ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი 15 იანვარს, ბერნში ვიზიტს განიხილავს. წყაროები ამბობენ, რომ ვიზიტის დაგეგმვის სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა ფედერალურმა დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. გამოცემის თანამოსაუბრეები ფედერალური ადმინისტრაციიდან აღნიშნავენ, რომ უკრაინის […]

ვარკეთილში, 27 წლის ქალს ქმარმა ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით მიაყენა | ვითარება შემთხვევის ადგილზე

ვარკეთილი სამის მეორე მიკრორაიონში, სადაც ქმარმა ცოლი მოკლა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობა კი დღეს დილით მოხდა. 27 წლის ქალი მრავლობითი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ქმარმა ჭრილობები დანით მიაყენა, შედეგ კი თვითდაზიანებები თავადაც მიიყენა. კაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება. […]

ახალი წლის გასატარებლად ევროპის 20 საუკეთესო ქალაქს შორის თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა

ახალი წლის გასატარებლად ევროპის 20 საუკეთესო ქალაქს შორის, თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა. European Best Destinations-ის რეიტინგით, საქართველოს დედაქალაქი ისეთ ქალაქებს უსწრებს, როგორებიცაა – პრაღა, ედინბურგი, დუბროვნიკი, ბრიუსელი. “გაატარეთ ახალ წელი თბილისში, ევროპის ერთ-ერთ ტრენდულ და კოსმოპოლიტურ ქალაქში” – წერია სტატიაში. გამოცემის თანახმად, დედაქალაქის არქიტექტურას მრავალფეროვანი საახალწლო განათებები კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. უცხოურმა გამოცემამ თბილისში მოწყობილი […]

თინა ბოკუჩავა – არ გამოვრიცხავ მინისტრთა კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ

წესდებაში ცვლილება შესაძლოა, იყოს ივანიშვილის მცდელობა, არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ფორმალიზება მოახდინოს – არ გამოვრიცხავ კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ, – ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილებას, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს. ბოკუჩავას თქმით, არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ამგვარად […]

სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სამთავრობო გეგმის დამტკიცებას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ გეგმის შინაარსი დაზუსტებას საჭიროებს

სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სამთავრობო გეგმის დამტკიცებას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ გეგმის შინაარსი არაერთი მიმართულებით დაზუსტებას საჭიროებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ათი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამოქმედო გეგმის დოკუმენტი ზოგადია და შინაარსობრივად სრულყოფილად არ ეხმიანება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებლად მთავრობის მიერ დამტკიცებულ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემა Tages-Anzeiger-ი დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ბერნში ვიზიტს 15 იანვარს გეგმავს, ხოლო მოგვიანებით დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვა სიტყვით, რომელიც 15 იანვრიდან 19 იანვრამდე გრძელდება. შვეიცარიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დაგეგმვითი სამუშაოები გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. შვეიცარიის საგარეო […]

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად გაბრიელ ატალი დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად გაბრიელ ატალი დაასახელა. 34 წლია ატალი, რომელიც ახლა განათლების მინისტრია, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იქნება საფრანგეთის ისტორიაში. გაბრიელ ატალი პრემიერის პოსტზე ელისაბედ ბორნს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა. მისი გადადგომა საპენსიო სისტემის სადავო რეფორმებთან და საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა.

შოლცი: ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არასაკმარისია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა უკრაინას საკმარისად არ ეხმარება. მისი თქმით, იარაღის მიწოდების და სამხედრო დახმარების მასშტაბი არასაკმარისია, რათა უკრაინა რუსეთის თავდასხმას გაუმკლავდეს. შოლცმა ეცროპელ კოლეგებს მოუწოდა, რომ უკრაინისადმი სამხედრო დახმარება გაზარდონ. შოლცის თქმით, მაშინ, როდესაც უკრაინისადმი დახმარების მიწოდების საკითხი ამერიკაში ჩიხშია, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა. მან ასევე დაამატა, […]

სომხეთმა საქართველოს გავლით რუსეთში ტვირთების ბორნით გადაზიდვა შეაჩერა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, ვაჰან ქერობიანის თქმით, სომხეთმა საქართველოს გავლით რუსეთში ტვირთების ბორნით გადაზიდვა შეაჩერა. მინისტრის თქმით, საბორნე გადასასვლელმა, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანსპორტირებისთვის ზემო ლარსის სახმელეთო გზის ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, რამდენიმე თვე იმუშავა, თუმცა, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებში საკმარისი ინტერესი ვერ გამოიწვია. შედეგად სომხეთმა პარტნიორებთან ერთად პროგრამის შეჩერება გადაწყვიტა. ქერობიანის თქმით, რუსეთი […]