7-კაცა დუბაიში გაემგზავრა

საქართველოს 7-კაცა დღეს არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, დუბაიში გაემგზავრა, სადაც 12-14 იანვარს 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის პირველ ეტაპზე ითამაშებს. 2024 წლის ჩელენჯერის სერია სამ ეტაპად გაიმართება და თითოეულ მათგანში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: 12-14 იანვარს დუბაიში, 8-10 მარტს მონტევიდეოსა (ურუგვაი) და 18-19 მაისს მიუნხენში (გერმანია). სამი ეტაპის ჯამში 4 მოწინავე გუნდი, მსოფლიო სერიის მე-9-მე-12 ადგილოსნებთან […]
„ჩემთვის დედა მთელ დედამიწაზე და სამყაროში ყველაზე საყვარელი ადამიანია, ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეში შემიწყო ხელი, დამეხმარა…” – თიკა ჯამბურია – Marao

„ჩემთვის დედა მთელ დედამიწაზე და სამყაროში ყველაზე საყვარელი ადამიანია, ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეში შემიწყო ხელი, დამეხმარა…” – თიკა ჯამბურია – Marao „ჩემთვის დედა მთელ დედამიწაზე და სამყაროში ყველაზე საყვარელი ადამიანია, ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეში შემიწყო ხელი, დამეხმარა. ბავშვობაში ძალიან მომთხოვნი იყო არა მხოლოდ ჩემ მიმართ, არამედ ჩემი დების მიმართაც. ბავშვობაში ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა, […]
,,სანამ სტალინის ხატს ებრძვით, მანამდე კიდე რამდენიმე მილიონი მოგვპარეს ბიუჯეტიდან“ – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: ,,სანამ სტალინის ხატს ( სამარხვო ქაბაბის დონეა) ებრძვით, მანამდე კიდე რამდენიმე მილიონი მოგვპარეს ბიუჯეტიდან, რამდენიმე კი გადადეს მოსაპარად. ემოციური გულუბრყვილობა სიჩლუნგის ზღვარზე გადის. ქვეყანაა დასალაგებელი, პოლიტიკა მოსაწესრიგებელი, სახელმწიფო ასამუშავებელი და ყველაფერი ეს მხოლოდ დემოკრატიაზე გადის. დანარჩენი ტროლინგია, მაღალ მაშტაბში აყვანილი ტროლინგი.”
“შობის სასწაული” – გორში ქალმა ბავშვი ისე გააჩინა, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა

გორში ქალმა ბავშვი ისე გააჩინა და ისე ატარა 9 თვე მუცლით, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა – ექიმებმა აღნიშნულს შობის სასწაული უწოდეს., ინფორმაციას ამის შესახებ “TV მონიტორინგი” ავრცელებს. „შობას, გოგიაშვილის კლინიკაში მოევლინა 2 ახალშობილი. ერთ-ერთი ახალშობილი მოვლენილია, შობის დღეს ხდება სასწარულები, დედამ მოგვმართა მუცლის მოვლით ტკივილზე, თვითონაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო. შეეძინა მამრობითი სქესის […]
წულუკიანმა პასუხი აგოს კანონდარღვევებზე – პროფაკავშირები ხელისუფლებას და საზოგადოებას მიმართავენ

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმდჯომარეს მიმართავენ და მოითხოვენ, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე. ამის შესახებ საერთო მიმართვაშია საუბარი, რომელსაც ხელს აწერს კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანი და პროფესიული კავშირის წევრი 430 ადამიანი. პროფკავშირების განცხადებით, დოკუმენტი ადრესატებს დღეს, 9 იანვარს, გადაეგზავნებათ. […]
სოვლაბი საპატრიარქოს მოუწოდებს, გაიტანოს ხატი სტალინის გამოსახულებით სამებიდან

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” მოუწოდებს საპატრიარქოს, მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია იოსებ სტალინთან დაკავშირებით, სტალინის გამოსახულების შემცველი ხატი სამების საკათედრო ტაძრიდან გაიტანოს და შემომწირველებს დაუბრუნოს. საუბარია შვიდ იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, ერთ-ერთ ხატზე, რომელიც წმინდა მატრონა მოსკოველს ასახავს, სტალინის გამოსახულებაც გვხვდება. ინფორმაცია დისკუსიის საგნად იქცა. თემას გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი დავით […]
ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ამერიკელ ოფიცერს 27-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

8 იანვარს შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეზღვაურს, 26 წლის ოფიცერს, ვენხენგ “თომას” ჭაოს აშშ-ს სამხედრო არასაიდუმლო ინფორმაციის შემცველი ფოტოების სანაცვლოდ ჩინეთის დაზვერვის ოფიცრისგან 15 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის 27-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ჭაომ ოქტომბერში ბრალდება აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო. მან კალიფორნიის ვენტურას ოლქში მდებარე საზღვაო ბაზაზე მუშაობისას ჩინეთის დაზვერვის ოფიცერს ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში აშშ-ს […]
2023 წლის 11 თვეში საქონლის ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს, დაახლოებით $5.6 მლრდ-ს მიაღწია – გოგიტა თოდრაძე

2023 წლის 11 თვეში საქონლის ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს, დაახლოებით 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 11 თვესთან შედარებით, 11%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. გოგიტა თოდრაძემ განმარტა, რომელ ჯგუფებს მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი ექსპორტის კუთხით. „11 თვის მონაცემებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის […]
2024 წლის არჩევნები, EU, 9 დათქმა, ივანიშვილის დაბრუნება, მიგრაცია | გერმანიის ელჩის ინტერვიუ “დღის სტუმარში”

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება, 2024 წლის არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნება და რუსეთთან დამოკიდებულება – ამ საკითხებზე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ისაუბრა. დიპლომატი ხაზს უსვამს მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი პირობა, რომელსაც […]
თეონა აქუბარდია – ივანიშვილი არ ენდობა პრემიერს და არც მისი გუნდის იმ 2- 3 კაცს, რომელთანაც „საუბარი აღარ იყო საკმარისი“ სისტემის შესანარჩუნებლად – დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება თუ ის პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს

როგორც ჩანს, ივანიშვილი არ ენდობა მოქმედ პრემიერს და არც მისი გუნდის თუნდაც იმ 2- 3 კაცს, რომელთანაც „საუბარი აღარ იყო საკმარისი“ მის მიერ შექმნილი სისტემის შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილებას, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს. აქუბარდიას განცხადებით, […]