ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ენტონი ბლინკენს – ისრაელს ომის დასრულება სჭირდება

ისრაელს სჭირდება „ჰამასთან“ ომის დასრულება, რათა უზრუნველყოს მძევლების დაბრუნება და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან თელ-ავივში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევაკუირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებიდან ისრაელელ სამხედროებსა და ლიბანში „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის საზღვრისპირა ბრძოლების გამო, ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდნენ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს ახალი პროექტის – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აბიტურიენტების, ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის და საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში მოქმედი ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ კერძო პირის შეკითხვებს, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ღიად, ლაივ რეჟიმში უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, საზოგადოების წინაშე რექტორის ღია გამოსვლა, […]

ნიკოლოზ სამხარაძე რობინ დანიგანს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. „შეხვედრისას მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6878 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6878 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6878 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9405 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9408 ლარს შეადგენდა. […]

ევროზონის დიდი ქვეყნებიდან უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე გერმანიაშია

ევროზონაში უმუშევრობა 2023 წლის ნოემბერში 6,4%-მდე შემცირდა. ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 6,5%-ს შეადგენდა, განაცხადა ევროკავშირის სტატისტიკის ოფისმა. Trading Economics-ის მიხედვით, ანალიტიკოსები ოქტომბრის მაჩვენებლის ცვლილებას არ ელოდნენ. 2023 წლის ივნისში უმუშევრობა 6,4%-მდე დაეცა, შემდეგ კი ოთხი თვის განმავლობაში 6,5%-ზე დარჩა. შედარებისთვის, 2022 წლის ნოემბერში უმუშევრობა 6.7% იყო. ევროზონაში უმუშევართა რაოდენობამ წინა თვეში 10,97 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც […]

2023 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე შედარებით მაღალი იყო – გოგიტა თოდრაძე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე სოციალური სტატისტიკის მაჩვენებლებზე ისაუბრა. თოდრაძის თქმით, 2023 წლის პირველ კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე მაღალი იყო, რაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს უკავშირდება. ამასთან, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საშუალო ხელფასი 16 პროცენტითაა გაზრდილი. „მოგეხსენებათ, უმუშევრობის დონის 2023 წლის მესამე კვარტალის მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია. […]

რუსეთის მიერ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

“პროკურორები, პოლიციის გამომძიებლებთან თანამშრომლობით, იღებენ ყველა ზომას აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დასაბუთებისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში.

ტყიბულის წყალსაცავის კუნძულები 3 მლნ ლარად გაიყიდა

სოფელ მანიჭორში, ტყიბულის წყალსაცავის კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა – როგორც BMG წერს, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნას. კუნძულების გასაყიდად სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, ისინი 28 დეკემბერს დასრულდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თითოეულ მათგანში საკმაოდ მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა და ხუთმა სხვადასხვა მონაწილემ ერთ […]

მეცნიერებმა ერთ ლიტრ პლასტმასის ბოთლის წყალში საშუალოდ 240 000 უხილავი ნაწილაკი იპოვეს

საშუალოდ ყოველი ერთი ლიტრი წყლის პლასტმასის ბოთლი 240 000-მდე უხილავ ნანოპლასტმასის ნაწილაკს შეიცავს. ეს წინა გათვლებზე 10-100-ჯერ მეტი რიცხვია. მეცნიერებმა ამის დადგენა ორმაგი ლაზერის მქონე მიკროსკოპით პირველად შეძლეს. მანამდე, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ პლასტმასის ბოთლის წყალი უამრავ მიკროსკოპულ პლასტმასის ნაწილაკს შეიცავდა, თუმცა, Columbia-სა და Rutgers-ის უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერებმა ზუსტი რაოდენობის გამოთვლა მოახერხეს. მეცნიერებმა სამი […]

რუსეთი: უკრაინამ ქალაქ ორიოლის ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა რუსეთის ქალაქ ორიოლზე, კერძოდ, ნავთობის ბაზაზე. ორიოლის ოლქის გუბერნატორის ანდრეი კლიჩკოვის განმარტებით, კამიკაძე-დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მოგვიანებით კლიჩკოვმა განაცხადა, რომ ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინამ ასევე მიიტანა იერიში ბელგოროდის ოლქსზეც.