საუდის არაბეთი აშშ-სა და მის მოკავშირეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ესკალაცია

საუდის არაბეთი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს წითელი ზღვის რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების და იემენში სხვადასხვა ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების გამო, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. საუდის არაბეთი ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, თავი აარიდონ დაძაბულობის ესკალაციას. „მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ხაზს უსვამს წითელი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების […]
„ჰუსიტების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ და ბრიტანეთი ამ აგრესიისთვის მძიმე ფასს გადაიხდიან

„ჰუსიტები“ ადასტურებენ, რომ იემენში, მათი ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა. „ამერიკულ-სიონისტ-ბრიტანული აგრესია იემენის წინააღმდეგ ახორციელებს თავდასხმებს დედაქალაქ სანაზე, ჰუდაიდაზე, საადასა და დამარზე“, – წერს „ჰუსიტების“ ოფიციალური პირი აბდულ ქადერ ალ-მორტადა სოციალირ ქსელში. თავდასხმებს „ჰუსიტების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰუსეინ ალ-იზიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო „ამ აგრესიისთვის მძიმე ფასს გადაიხდიან“. შეგახსენებთ, აშშ-ს […]
აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს

შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. მედიის ინფორმაციით, დარტყმები დაფიქსირდა დედაქალაქ სანში, ჰუსიტების წითელი ზღვის პორტში ჰუდაიდაში, დამარში და საადაში. ცნობისთვის, „ჰუსიტები“ აკონტროლებენ იემენის დიდ ნაწილს და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ მოკავშირე „ჰამასს“. ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ოცამდე თავდასხმა განახორციელეს. „ჰუსიტების“ მტკიცებით, ისინი მხოლოდ […]
ჯო ბაიდენი – იემენში ავიაიერიში ჩემი დავალებით განხორციელდა, არ დავუშვებთ, საფრთხე შეექმნას ნავიგაციის თავისუფლებას – უყოყმანოდ მივიღებ შემდგომ ზომებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი „ჰუსიტების“ ობიექტებზე ავიაიერიშს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ჯო ბაიდენის განმარტებით, თავდასხმები მისი დავალებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტების“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში. „აშშ […]
სუნაკი: ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა იემენელი ჰუსიტების ობიექტებზე იერიში მიიტანეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის “სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებმა იემენში ჰუსიტი ამბოხებულების სამხედრო ობიექტებზე მიზნობრივი იერიშები მიიტანეს”. სუნაკის თქმით, ბოლო თვეებში ჰუსიტებმა, საერთაშორისო საზოგადოების გაფრთხილებების მიუხედავად, წითელ ზღვაში მცურავ კომერციულ გემებზე საშიში და დესტაბილიზაციის გამომწვევი თავდასხმები დაიწყეს, რაც გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო ხომალდებს საფრთხეს უქმნის. “ეს ასე ვერ გაგრძელდება”. – წერს […]
თბილისი, 2024 წელი

თბილისი, 2024 წელი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი კლავს’”: “სალაროში თანხას არ ვტოვებთ, გთხოვთ კარს ნუ დაგვიზიანებთ” თბილისი 2024 წელი
ჩემი ბრძანებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა იემენში სამიზნეებზე იერიში მიიტანეს – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან დაწყებული იერიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, “აშშ-ს სამხედრო ძალებმა – გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, და ავსტრალიის ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების დახმარებით – იემენში ჰუსიტი ამბოხებულების მართვის ქვეშ მყოფ რამდენიმე სამიზნეზე, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე მიმოსვლის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს, წარმატებით იერიშები […]
“საპატრიარქოსთან ძმაკაცობა მეტენება” – ჩერგოლეიშვილი
“საპატრიარქოსთან ძმაკაცობა მეტენება” – ჩერგოლეიშვილი “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ეს დღეც დადგა და ამ საყოველთაო წაგლეჯვაში, საპატრიარქოსთან ძმაკაცობა მეტენება.
აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ იერიში დაიწყეს

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს. დარტყმები უკვე განხორციელდა დედაქალაქ სანასა და წითელ ზღვაზე ჰუსიტების დასაყრდენ პორტზე, ჰოდეიდაზე. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს ანონიმურობის დაცვით უთხრეს, რომ თავდასხმის შესახებ ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება. ითვლება, რომ 2016 წლის შემდეგ ეს არის აშშ-ს მიერ იემენში ჰუსიტების […]
ისტორიული მიღწევა – მეტელკინა-ბერულავას წყვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია [VIDEO]

ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ბევრი გამორჩეული დღე ვიზეიმეთ ერთად: 2019 წელს კაზაკოვა-რევიას ოქროს მედლები იუნიორთა გრან პრის ფინალში, ვერცხლი იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 2020 წელს მორის ყვითელაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე, 2022 წელს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო წარმოდგენილი ყველა სახეობაში, გუნდური ასპარეზობის მონაწილეც კი, 2023 წლის ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინასა […]