აშშ-ის საჰაერო ძალები – იემენში დარტყმები 60-ზე მეტ სამიზნეზე განხორციელდა

აშშ-ისა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, – ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. „ერთგულნი ვართ […]
ჩინეთში პრემიუმ ელექტრომობილები შექმნეს, რომლის ბატარეასაც 1000 კმ-მდე გავლა შეუძლია

ჩინურმა ბრენდმა Dayun-მა ელექტრო სამგზავრო მანქანები წარადგინა, რომლის ბატარეასაც 1000 კმ-ის გავლა შეუძლია. Yuanhang H8 კროსოვერი და Yuanhang Y6 სედანი გაყიდვაში 2024 წლის დასაწყისიდან გამოვა. ამის შესახებ ავტომწარმოებლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. იმავე პლატფორმაზე აგებულია 5,27 მეტრიანი ოთხადგილიანი Dayun Yuanhang Y6 სედანი და 5,23 მეტრი სიგრძის 6-ადგილიანი Yuanhang H8 კროსოვერი. სედანის ღირებულებაა 329 800–529 800 იუანი […]
დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის, თამაზ გამყრელიძის, რომის, კოლხეთის, უზნაძის, კოტე და სოსო წერეთლების ქუჩების მოსახლეობას. […]
რუსეთი, “ჰუსიტების” ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს

იემენში “ჰუსიტების” ობიექტებზე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული ერთობლივი თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს გაიმართება. შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც „ჰუსიტებს“ წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდებდა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ოთხმა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა და ჩინეთმა.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ლისი, მსხალდიდი, წოდორეთი, ვარდის წყარო, მუხათგვერდი, ზაჰესი და მიმდებარე სოფლებში; 11:50-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში: ზემო კარაბულახი, ქვემო კარაბულახი, უსეინქენდი, მამიშლარი და მიმდებარე […]
“გეგმა იყო, რომ უნდა გადავეპარსე და ჩავექოლე” | ნატა ფერაძემ უსაფრთხოების მიზნით, დროებით სახლი დატოვა

სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ, მოსალოდნელი საფრთხის გამო, თბილისში საცხოვრებელი სახლი დატოვა. მიზეზი მის სახლთან აგრესიული ჯგუფების მიერ დაანონსებული მორიგი შეკრებაა. ფერაძე სახელმწიფოსგან საკუთარი და ასევე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას ითხოვს და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დახმარებით, შესაბამის მიმართვას ამზადებს. “მანამ ასეთი გამწვავებული არის სიტუაცია და “ალტ-ინფო” და რუსული ოცნება თესავენ ასეთ აგრესიას, უმჯობესი იქნება თუ […]
ისრაელი დღეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უპასუხებს

ისრაელი დღეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უპასუხებს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში მისი სამხედრო ოპერაცია გენოციდის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს პალესტინის მოსახლეობის განადგურებას. სამხრეთ აფრიკამ, რომელმაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, გუშინ მოსამართლეებს სთხოვა, დააწესონ გადაუდებელი ზომები და დაავალონ ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა. სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო და სახმელეთო შეტევა […]
შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში მეამბოხეთა ობიექტები დაბომბეს

ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაცია დაიწყეს იემენში, მეამბოხე ჰუთების წინააღმდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი ეს დაჯგუფება, რომელიც იემენის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებს, 2023 წლის ნოემბრიდან, რაკეტებით და დრონებით წითელ ზღვაში თავს ესხმის სავაჭრო გემებს. ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო გემებმა და ავიაციამ მეამბოხეთა ობიექტებზე დარტყმები გასულ ღამით დაიწყეს. მედიასაშუალებები […]
ლოიდ ოსტინი – იემენში განხორციელებული დარტყმების მიზანი „ჰუსიტების“ შესაძლებლობების მოშლა იყო

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო მოეშალათ „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რათა მათ ვეღარ შეძლონ საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებს და გლობალურ ვაჭრობას დაემუქრონ. ოსტინის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე იყო „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენი აპარატი, უეკიპაჟო ხომალდი, სახმელეთო თავდასხმის ფრთოსანი რაკეტა და სანაპირო რადარისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობები. „კოალიციის დღევანდელი ქმედება მკაფიო […]
ჯო ბაიდენი – იემენში ავიაიერიში ჩემი მითითებით განხორციელდა, არ დავუშვებთ, საფრთხე შეექმნას ნავიგაციის თავისუფლებას – უყოყმანოდ მივიღებ შემდგომ ზომებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი „ჰუსიტების“ ობიექტებზე ავიაიერიშს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ჯო ბაიდენის განმარტებით, თავდასხმები მისი მითითებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტების“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში. „აშშ […]