ბესიკ ბუგიანიშვილი – საქართველოს განვითარების ფონდი უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებს მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ წარმოებაზე – ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებსაც და იმპორტზე დამოკიდებულება შევამციროთ

საქართველოს განვითარების ფონდმა საინვესტიციო სტრატეგია დაამტკიცა. როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა განაცხადა, განვითარების ფონდს, სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად, განესაზღვრა მკაფიოდ გაწერილი მიზნები და ამოცანები, ისევე როგორც სტრატეგია ინვესტიციების კუთხით და საინვესტიციო გეგმა. მისი თქმით, ახალი სტრატეგიის მიზანი საკმაოდ ამბიციურია და გულისხმობს საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობას და ტრადიციულ სექტორებზე დამოკიდებულების შემცირებას. აქედან გამომდინარე, ბუგიანიშვილის განმარტებით, უფრო მეტი […]

ჩვენი ამოცანაა, არცერთი ეკლესიის წარმომადგენლის, რელიგიური შენობისა და ნივთის შეურაცხყოფის უფლება არავის მივცეთ – ანრი ოხანაშვილი

უნდა გადავიდეს თუ არა რელიგიური ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის სფეროში – “ქართული ოცნების” წევრების შეფასებით, მსგავს ფაქტებს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესების გამოწვევა შეუძლია და აუცილებელია არსებობდეს კანონი, რომელსაც პრევენციული ხასიათი ექნება. “ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად ყველა კონფესიისთვის შეურაცხმყოფელი ქცევა. ძალიან მძიმე პროვოკაციულ ნიშნებსა და რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების რისკებს შეიცავდა ეს ნაბიჯი. ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ არცერთი […]

საქართველოს ბანკის ბიზნეს სესხებზე შეთავაზება 29 თებერვლის ჩათვლით გრძელდება

საქართველოს ბანკი ბიზნესის წახალისებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ბიზნეს მომხმარებლებს ახალი სესხის აღების შემთხვევაში, დოლარსა და ევროში 2%-მდე ფასდაკლებას უკვე 29 თებერვლის ჩათვლითსთავაზობს. საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებს ახალი სესხი, ნებისმიერი მიზნობრიობით, დოლარში ან ევროში შეუძლიათ აიღონ. (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9% -დან, პროცენტი შესაძლოა […]

ეს კანონი რელიგიური ფარისევლობის ნიშანია, ამიტომ მას მხარს არ დავუჭერთ – იაგო ხვიჩია “ქართული ოცნების” ინიციატივაზე

უნდა გადავიდეს თუ არა რელიგიური ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის სფეროში – “ქართული ოცნების” ინიციატივა ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია. იდეას ოპოზიციის უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტებს სხვადასხვა არგუმენტი აქვთ, მათ შორისაა ის, რომ მხოლოდ ერთი ფაქტიდან გამომდინარე არ არის საჭირო მკაცრი ზომების მიღება. “რაღაცნაირი სიურპრიზი იყო ის, რომ “გირჩის” ოფისის წმინდა სივრცედ გამოცხადებას აპირებს თურმე […]

გახარიას პრობლემა იმაშია, რომ არ ლაპარაკობს და თუ არ ლაპარაკობს, გაუგებარია, რაზე უნდა ედებატოს ბიძინა ივანიშვილს – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევამ გიორგი გახარია პოლიტიკური დისკუსიის მთავარ ობიექტად აქცია. ყოფილ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს როგორც ოპოზიცია, ისე – “ქართული ოცნება”. მიზეზი გიორგი გახარიას ის ნაბიჯებია, რომელიც მან თანამდებობაზე ყოფნისა და პოსტიდან წასვლის დროს გადადგა. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს თუ აქვს რაიმე სათქმელი, საჯაროდ უნდა თქვას. როგორც “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი განმარტავს, გახარია […]

ეს ადამიანები როდესაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, სწორედ მისი სახელით ცდილობენ თვითაქტუალიზაციას – ეს სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი – ანრი ოხანაშვილი

ეს ადამიანები როდესაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, სწორედ მისი სახელით ცდილობენ თვითაქტუალიზაციას – ეს სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი, რომ ურეიტინგო პოლიტიკური ფიგურის შექმნისა და შენარჩუნების მცდელობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, გიორგი გახარიას შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. “ეს ადამიანი გვევლინებოდა მოჩვენებითად, რომ თითქოს ის წარმოადგენდა კანონის უზენაესობის დამცველს, თუმცა მან […]

მუსიკოსმა მაიკ მიტჩელმა ხელზე საქართველოს დროშის ტატუ გაიკეთა

მუსიკოსმა მაიკ მიტჩელმა ხელზე საქართველოს დროშის ტატუ გაიკეთა. ინფორმაციას და ფოტოს მისი მეგობარი, მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი ავრცელებს. მაიკ მიტჩელი, იგივე Blaque Dynamite, ამერიკელი მუსიკოსია, რომელმაც პირველად მუსიკა ცოცხლად ძალიან პატარამ, 7 წლის ასაკში ჩაწერა. მას ჯაზმენ ჰერბი ჰენკოკთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ასევე, მაიკ მიტჩელი ბექა გოჩიაშვილთან ერთად ცოცხალი ლეგენდის, სტენლი კლარკის ბენდში უკრავდა. სწორედ ამ […]

“ბრიტანეთი თქვენთან არის, ვიდრე ეს საჭირო იქნება” | რიში სუნაკი კიევში ჩავიდა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ის X-ზე ავრცელებს: “უკრაინაში ვარ, რათა უბრალო გზავნილი გადავცე, ჩვენი მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს და არ შესუსტდება. ყველა უკრაინელს: ბრიტანეთი თქვენთან არის, ვიდრე ეს საჭირო იქნება”, – წერს სუნაკი. ცნობილია, რომ სუნაკი კიევში სამხედრო დახმარების ახალ, 2.5 მილიარდი ფუნტის ღირებულების (3 მილიარდ დოლარზე მეტის) პაკეტს გამოაცხადებს. ეს 200 […]

ხატი ტაძრიდან არ გავა, 10-სანტიმეტრიანი ფიგურის შეცვლას მაქსიმუმ 30 წთ სჭირდება | “პატრიოტთა ალიანსი” სტალინის გამოსახულებაზე

ხატი სტალინის გამოსახულებით ისევ სამების საკათედრო ტაძარში რჩება. პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრები, რომლებმაც ხატი ეკლესიას შესწირეს ამბობენ, რომ ხატი ტაძრიდან არ გავა. მათი თქმით, სპეციალისტების დახმარებით ხატს ადგილზევე გადააკეთებენ. საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია. საპატრიარქომ შემწირველებს მიმართა, თვითონ შეეტანათ “სათანადო ცვლილებები” ხატში, ან ამას […]

ორი წელია ამ ხატს ვუყურებ და [სტალინი] ვერ შევამჩნიე საერთოდ – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, ორი წელია სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატს უყურებს, თუმცა ამ ხატზე სტალინის ფრაგმენტი ვერ შეამჩნია. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ ისაუბრა. მიტროპოლიტის თქმით, ის, რომ სტალინი მატრონასთან მივიდა სახლში და დახმარება სთხოვა, გამოგონილი ისტორია და როგორც ჩანს, ვიღაცას მატრონა მოსკოველის ხატის წერისას ეს ფრაგმენტი „გაეპარა“. „მაგალითად, მე […]