ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს. მთავარი არხის ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, შესყიდვების სამსახურის უფროსმა ჯ. ქ.–მა მეუღლეზე ნასვამ მდგომარეობაში იძალადა. ქალმა დახმარებისთვის სასწრაფოს მიმართა. ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველებიც და ტყიბულელი მაღალჩინოსანი დააკავეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ქასრაშვილი ამჟამად ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის შეფარდებაზე იმსჯელებს. სასამართლო […]

ჰუსიტები თავს დაესხნენ გემს, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა – დეტალები

იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში ბერძნულ გემს დაესხნენ თავს, სადაც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებდა, – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ყველა მათგანი ჯანმრთელი და უვნებელია, თავდასხმის დროს გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა, საქართველოს მოქალაქის გარდა, გემზე იყო უკრაინის 20 მოქალაქე და ფილიპინების სამი მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, გემი ისრაელისკენ მიემართებოდა რა დროსაც იგი ჰუსიტების რაკეტის სამიზნე გახდა. […]

ჯიღაურას ხეხილოვანი კულტურების კოლექციას 2023 წელს ადგილობრივი და ინტროდუცირებული ხეხილის 12 ნიმუში დაემატა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, დღეისათვის, უკვე 26 კულტურის 490-მდე ჯიში, ფორმა და ნიმუშია დაცული, საიდანაც 220 ადგილობრივი და 252 ინტროდუცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, ადგილობრივი და ინტროდუცირებული ხეხილის 12 ახალი ნიმუშიდან 4 ჟოლო, 3 ფსტა, 3 ტყემალი და 2 გოჯი ბერია. ახალი და ადგილობრივი […]

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – საგადასახადო დავის წარმოების პროცესი საქართველოში

ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“. „შენი საგადასახადო მრჩეველი“ – „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, მორიგი გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღანელი ქეთევან ღამბაშიძე უძღვებოდა საგადასახადო დავის წარმოების პროცესს მიეძღვნა. რა არჩევანი აქვს გადასახადის გადამხდელს, რომელსაც დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები ეკისრება და როგორია საგადასახადო დავის […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისია ევროკავშირის შიდა რეფორმების შესახებ თავის იდეებს თებერვალში გამოაქვეყნებს

ევროკომისია ევროკავშირის შიდა რეფორმების შესახებ თავის იდეებს თებერვალში გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. „როგორ იმუშავებს პრაქტიკაში 30-ზე მეტი ქვეყნის კავშირი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ჩვენ, ევროკავშირში შეგვიძლია. ამ პალატამ ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმებისთვის თამამი იდეები უკვე წამოაყენა. მომავალ თვეში, კომისია ჩვენს იდეებს, ბელგიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ლიდერების […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე – ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში

შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საუბარი შეეხო ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. „შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, […]

ბექა დავითულიანი – ოპოზიციას არ სცოდნია, რა არის ელიტური კორუფცია – ელიტურ კორუფციაზე სასჯელს იხდის სააკაშვილი

ოპოზიციას არ სცოდნია, რა არის ელიტური კორუფცია – ელიტურ კორუფციაზე, რომელსაც “პიჯაკების საქმეს” ეძახიან, სასჯელს იხდის სააკაშვილი, ამიტომ გაეცნონ ამ საქმეს და კეზერაშვილისგან მიღებული ფული კარგად შეინახონ, რომ გაახსენდეთ ხოლმე, რას ნიშნავს ელიტური კორუფცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრალდებებს მმართველი გუნდის მისამართით, ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით. “ოპოზიციას ვურჩევდი, […]

ილია დარჩიაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ პარტნიორობას და ნიდერლანდების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპის საბჭოს ისტორიულ […]

გიორგი ტყემალაძე – წერეთლის გამზირთან დაკავშირებით ოპოზიცია მისთვის ჩვეულ მავნებლურ კამპანიას აწარმოებს

ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციამ მავნებლური აჟიოტაჟი ატეხა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მოსახლეობის დეზინფორმირებას ცდილობს, სინამდვილეში კი, წერეთლის გამზირზე სამუშაოები მოცემულ ვადებში, იანვრის ბოლოს დასრულდება. მისივე თქმით, ახალ კონტრაქტორ კომპანიებთან […]