გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკურ საკითხებში კიმ ჰი სანგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს დელეგაციის კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების ურთიერთდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა […]
თინა ბოკუჩავა – ქართული პოლიცია გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც შური იძია ალეკო ელისაშვილზე – ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, პოლიტიკური ანგარიშსწორება

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „მოქალაქეების“ ლიდერ, ალეკო ელისაშვილზე თავდასხმას პოლიტიკურს უწოდებს. ამის შესახებ მან საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ნაცვლად იმისა, რომ ქართული პოლიცია იცავდეს კანონსა და იცავდეს საქართველოს მოქალაქეებს, იცავდეს მართლწესრიგს, ივანიშვილის პირობებში, ქართული პოლიცია გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც, მათ შორის შური იძია ალეკო ელისაშვილზე. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, […]
Diehl Defense-ის ხელმძღვანელი – IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთი სისტემა უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება

IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთი სისტემა უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება, – ამის შესახებ კომპანია Diehl Defense-ის ხელმძღვანელმა, ჰელმუტ რაუხმა განაცხადა. „ჩვენი სამი სისტემა უკვე უკრაინაშია და კიდევ უფრო მეტის მიწოდება მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება. შემდეგი სულ რამდენი კვირაში იქნება“, – განაცხადა ჰელმუტ რაუხმა. ჰელმუტ რაუხი დღეს კიევში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, რობერტ ჰაბეკთან ერთად ჩავიდა.
თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს, ბრძოლა იქნება ბოლომდე! – ხაზარაძე

აქ ვდგავართ იმიტომ რომ, პირველ რიგში დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს. რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება პრინციპული. დღეს სახლში ჯდომის და პასიურობის დრო არ არის. პასიურობა ერთ დღეს რუსეთში გაგვაღვიძებს. თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს, ბრძოლა გაგრძელდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე, საქართელველოს გამარჯვებამდე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“აქციასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და წუხილი ვიცი… მეც ძალიან მეჩქარება”– ზურაბ ჯაფარიძე

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო: 1. ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, საკუთარი, შვილების თუ შვილიშვილების თავისუფალი მომავალი 2. შეშინებული რუსეთის და ფულის მონები, რომლებიც საკუთარი პროპაგანდისტული არხებიდან ყვირიან, ნებისმიერი დაგვიჯდეს ამ კანონზე სალაპარაკოდო, და კაბინეტთან რომ აკითხავ, გვირაბებიდან იპარებიან 3. მორიგ ჯერზე დემონსტრირება რომ […]
რომან გოცირიძე – ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს – ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია!

2028 წლამდე, ნებისმიერ პირს ოფშორიდან საქართველოში წილის, აქციების შემოტანა შეეძლება, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს და ამ შპს-ში წილის 100% გადმოიტანოს – ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! – ასე განმარტა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილი, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება. როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ნებისმიერ უცხოელს – […]
არჩილ თალაკვაძე – სამართლებრივი არგუმენტები როცა არ გაქვს და ვერ წარმოადგინე დისკუსიაში, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა

სამართლებრივი არგუმენტები როცა არ გაქვს და ვერ წარმოადგინე დისკუსიაში, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა და ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ვეტოს, რომლის დადებასაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გეგმავს. თალაკვაძის განმარტებით, პრეზიდენტი ქვეყანაში სტაბილურობასა და თითოეული […]
დმიტრო კულება „დიდ შვიდეულს“ – უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება Patriot-ისა და SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მიმართა, რომ კიევს დღეს სასწრაფოდ ესაჭიროება Patriot-ის და SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები. უკრაინული მედიის ცნობით, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის დროს და შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები. „გზავნილი მარტივია: მსოფლიო უბრალოდ ვერ უყურებს, როგორ ხოცავენ უკრაინელებს […]
ზურაბიშვილი: რუსეთი ჩვენი მთავრობის დახმარებით ცდილობს საქართველოს ევროპული გზის შეჩერებას

მოსახლეობის დემონსტრაციების დამსახურებით ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ახლა ჩვენ ევროკავშირთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ, რადგან წლის ბოლოს, შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. სწორედ ამიტომ, რუსეთი იწყებს ჰიბრიდულ სტრატეგიას და რასაკვირველია, ხელისუფლების დახმარებით ცდილობს შეაჩეროს ჩვენი ეს გზა.
კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმის გადაღება გადაიფიქრა

კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმის გადაღება გადაიფიქრა. ცნობილი რეჟისორის რიგით მე-10 და როგორც თავად ამბობს, უკანასკნელ ნამუშევარზე გადაღებები მიმდინარე წლის აგვისტოში იყო დაგეგმილი. ტარანტინოს პროექტის სამუშაო სახელი იყო კინოკრიტიკოსი. შიდა წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე ჰოლივუდური გამოცემა წერს, რომ რეჟისორი “რამე ახლით დაკავებას” გეგმავს. გასულ წელს რეჟისორმა გამოცემა Deadline-ს გაუმხილა, რომ ფილმის სცენარზე მუშაობა უკვე დასრულებული აქვს. ტარანტინოს […]