ოქროს ფასი 0,7%-ით შემცირდა

ოთხშაბათს ვაჭრობაში ოქროს ფასი დაეცა, მაგრამ ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოს დარჩა. ივნისის ოქროს ფიუჩერსები ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე 0,67%-ით დაეცა და 2 391,7 აშშ დოლარი შეადგინა. გასულ კვირას ისტორიაში პირველად ფასმა 2400 დოლარს გადააჭარბა და მას შემდეგ ამ დონეზე დარჩა, მიუხედავად დოლარის გაძლიერებისა და აშშ-ის სახაზინო შემოსავლების ზრდისა, რაც ჩვეულებრივ ძვირფასი ლითონებისთვის უარყოფითი ფაქტორებია . ოქროს ფასის […]
KIU-ს ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

17 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. KIU-ს ინფორმაციით, სხდომა ონლაინ ფორმატში წარიმართა და მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი მიხეილ ჩხენკელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, TUM International-ის მენეჯმენტის გუნდის და საბჭოს წევრები დაესწრნენ. მათივე ცნობით, სხდომა […]
სტუდენტები პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

პარლამენტთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილები. სტუდენტები აცხადებენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ცნობადობა უნდა გაიზარდოს, კერძოდ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს მისი მიღება. სტუდენტები რუსთაველიდან თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ. მათი თქმით, რუსთაველიდან სახელმწიფოს უნივერსიტეტის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობას შემეცნებითი ხასიათი ექნება. აქციაზე მყოფი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ „პროპაგანდა არის აგორებული, თითქოს ახალგაზრდებმა” “უცხოური […]
მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან – თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის ნაწილზე
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მითითებულია „ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანი განცხადება“ და აღნიშნა, რომ ეს არის ოპოზიციური პარტიების არა ერთობლივი, არამედ ნაწილის განცხადება. მისივე თქმით, მომხრეა განცხადებაში მითითებული პარტიები გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან. მანვე აღნიშნა, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ ტყუილებით. „ეს არ არის […]
ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ
„ძალიან მძიმე ამბავი იყო 26 მაისი. იმიტომ, რომ თუკი კიდევ რაღაც პროპაგანდისტული ახსნა ჰქონდათ 7 ნოემბერს და მანამდე რასაც აკეთებდნენ, იმ 26 მაისს ყველამ დავინახეთ, რომ ეს იყო სისხლიანი ძალა“-ამის შესახებ “საზოგადოება ქართული”-ს საინიციატივო ჯგუფის წევრმა, დირიჟორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევას და დარბევის […]
“რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია, ცდილობს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შეჩერებას და ცხადია, ხელისუფლებაც ეხმარება” – სალომე ზურაბიშვილის განცხადება

“რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია, ცდილობს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შეჩერებას და ცხადია, ხელისუფლებაც ეხმარება” – სალომე ზურაბიშვილის განცხადება „საშინელი იდეაა, რადგან როგორც ქართულმა საზოგადოებამ ცხადად აჩვენა ქუჩაში გამოსვლით, ეს რუსული კანონია. ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის უკან მიიღეს რუსეთში და გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების გასანადგურებლად. შარშან ეს კანონპროექტი წარადგინეს, მალევე […]
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ერთმა მსაჯულმა აცილება მოითხოვა

ხუთშაბათს, ნიუ-იორკის შტატის მიერ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წამოწყებული სისხლის სამართლის საქმის მოსამართლემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული ვალდებულებიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ მისი ვინაობის ზოგიერთი ასპექტის გასაჯაროების შემდეგ, თავს დაშინებულად გრძნობდა. მსაჯულმა სასამართლოს უთხრა, რომ მას ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები დაუკავშირდნენ, რადგან პრესაში გამოქვეყნებული ცნობების ანალიზის მეშვეობით, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიაში მისი […]
ყაზახეთმა და რუსეთმა ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ყაზახეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რესპუბლიკის სამ რეგიონულ ცენტრში, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ABC.AZ ავრცელებს. „ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ყაზახეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის ქალაქ კოკშეტაუს, სემეისა და უსტ-კამენოგორსკში თბოელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებზე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა,“ – აღნიშნულია სტატიაში.
TV პირველი ელისაშვილზე პოლიციის მხრიდან ძალადობის კადრებს ავრცელებს

TV პირველი დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე ძალადობის კადრებს ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, დეპუტატი დაიჭირეს და პოლიციის კორდონში გამოატარეს. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ პოლიციელები ხელებსა და ფეხებს, ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა ათობით პოლიციელმა ის ძალის გამოყენებით ადგილიდან გაიყვანა. ალეკო ელისაშვილძე ძალადობის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. თვითონ დეპუტატი ამბობს, რომ მას ნეკნის მოტეხილობა […]
უკრაინის საგარეო: აღშფოთებას იწვევს კობახიძის კომენტარები “უკრაინიზაციის” საფრთხეზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის კომენტარებს საქართველოს “უკრაინიზაციასთან” დაკავშირებით უპატივცემულობას უწოდებს. “უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავების თაობაზე “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით საქართველოს პარლამენტში “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ […]