„ინიციატივა ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება” – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. რუსულ კანონზე

საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონპროექტით. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში საფრანგეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი და აცხადებს, რომ ჩარევის ბრალდებები, რომელთა “სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია”. „საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს პირველი […]
“ქალები ვირჩევთ ევროპას” – 20 აპრილს ქალთა მარში გაიმართება

20 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს მასშტაბით ქალთა მარში გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ პარლამენტს, გაიწვიოს კანონპროექტი. “ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ […]
კენიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამხედრო მთავარსარდალი

კენიაში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ფრანცის ოგოლა. კენიის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო ვერტმფრენი ქვეყნის დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიფრინავდა, სადაც გენერალი ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეხვედროდა პირუტყვების გატაცების პრობლემის გადასაწყვეტად. მომხდარის შედეგად გადარცა ორი სამხედრო, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ტრაგედიის ადგილს გამომძიებლები იკვლევენ. “ჩვენმა სამშობლომ მისი ერთ-ერთი ყველაზე მამაცი […]
„ჩვენი წევრების 90%-ს დაკისრებული ჯარიმები მოეხსნათ“ – ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

IT კომპანიების ნაწილს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა მოეხსნათ. „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ თავმჯდომარის შორენა კოპალეიშვილის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ იმ საქმეების ხელახალი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც კომპანიებს დაბეგვრის პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე, წინა პერიოდზე მოგების გადასახადის გადახდას სთხოვდნენ. საქმეების თავიდან განხილვის შედეგად კი კომპანიები ჯარიმებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ. საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა […]
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ – სტუდენტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მათ მსვლელობა ჰქონდათ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, შემდეგ მთავრობის კანცელარიასთან და ბოლოს ისინი პარლამენტთან გაჩერდნენ. უკვე მეოთხე დღეა მოქალაქეები ქართული ოცნების მხრიდან რუსული კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ. ათასობით ადამიანი პარლამენტის წინ იკრიბება და კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს.
სამხრეთ კორეა წელს უკრაინას $200 მლნ-ის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

სამხრეთ კორეა წელს უკრაინას 200 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, როგორც დაპირებული 2,3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. ამავე ცნობით, სამხრეთ კორეის მთავრობა გეგმავს პირველად გამოყოს $200 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ხოლო დარჩენილი $2.1 მილიარდი 2025 წლიდან გაცემული იქნება გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი […]
“არა რუსულ კანონს” – პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად, საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 18 აპრილს საპროტესტო აქცია არ იყო დაგეგმილი. მანამდე, ისინი მსვლელობით მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და “ქართული ოცნების” ოფისთან, ბოლოს კი ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის წინ სტუდენტებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რატომ არის “აგენტების კანონი” რუსული. დემონსტრანტებმა შეკრება საღამოს […]
სტოლტენბერგი: „არსებობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების სასწრაფო, კრიტიკული აუცილებლობა“

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც იტალიის კუნძულ კაპრიზე იმართება, განაცხადა, რომ უკრაინამ „სასწრაფოდ უნდა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა“. „ეს სასწრაფოა, ვინაიდან შეფერხების ყოველი დღე უკრაინაში კიდევ უფრო მეტ სიკვდილსა და ნგრევას იწვევს. ადრე უნდა მიგვეცა მეტი, ამიტომ არის სასწრაფო აუცილებლობა ახლა, ხვალ, ზეგ. რაც უფრო მალე, მით უკეთესია. […]
დეგნანი გრიგორიადისზე: 10 წელი ეს იყო გზავნილი სხვა ახალგაზრდებისთვის – დარჩით სახლში

ახალგაზრდა აქტივისტის ბოლოდროინდელი შეწყალება, რომელსაც 10 წელი მიუსაჯეს მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის, ეს სერიოზული რამ იყო. ეს იყო გასულ წელს უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ, მაგრამ 10 წელი – ეს იყო გზავნილი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა აპირებდნენ საპროტესტო აქციაზე გამოსვლას, რომ დარჩით სახლში, რადგან თუ არ იზამთ, შეიძლება 10 წლით ციხეში აღმოჩნდე. და პრეზიდენტმა ის მალე შეიწყალა, რათა […]
ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, ენჯეოს კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვარ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა

ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, ენჯეოს კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვარ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა მე პირადად “ეროვნული მოძრაობიდან” ვარ, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი “ეროვნული მოძრაობიდან”, კომუნისტების წინააღმდეგ. შემდეგ ვიყავი პრეფექტი, ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, რომ ეს ენჯეოს კანონნი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვართ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ […]