ამ დღეებში მოახერხეს „ენჯეოებმა“ და მათმა მფარველმა პარტიებმა, შეეკრიბათ ადამიანები იმ მოწოდებით, რომ რაც შეიძლება უფრო ნაკლები სუვერენიტეტი გვქონდეს. ეს არის პარადოქსი
ამ დღეებში მოახერხეს „ენჯეოებმა“ და მათმა მფარველმა პარტიებმა, შეეკრიბათ ადამიანები იმ მოწოდებით, რომ რაც შეიძლება უფრო ნაკლები სუვერენიტეტი გვქონდეს. ეს არის პარადოქსი ამ დღეებში მოახერხეს „ენჯეოებმა“ და მათმა მფარველმა პარტიებმა, თუ მათმა ნაწილმა პარტიებისა, შეეკრიბათ ადამიანები იმ მოწოდებით, რომ რაც შეიძლება უფრო ნაკლები სუვერენიტეტი გვქონდეს. ეს არის პარადოქსი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა […]
არასამთავრობო ორგანიზაციები – მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია სულ მცირე 10-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ […]
ახალგაზრდებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია 19 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს

ახალგაზრდების განცხადებით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, 19 აპრილს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბებიან. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ. მსვლელობისას სტუდენტები სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”. შეკრებილები ფიქრობენ, […]
კუპრაძე დაკავებაზე: გამატარეს სპეცრაზმის ე.წ. კორიდორი, სადაც ყველა მირტყამდა, მაგინებდა

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფორმულას ეთერში მან გაიხსენა, რომ ის ინტერვიუს დროს დააკავეს, როდესაც აქციის დარბევის დროს ძირს დაგდებული მოქალაქის დახმარებას ცდილობდა. “მის დასახმარებლად მისულს ოთხივე მხრიდან მომხდა ხელი, ფეხი, ხელკეტი, გინება. სულ რაღაც 20 წამში დამაკავეს, საშინელი ფიზიკური ანგარიშსწორებით გამატარეს მთელი 9 ქუჩა. ამიყვანეს […]
პარლამენტში 19 აპრილსაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შენობაში მუშაობის საშუალება გასული დღეების მსგავსად მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ

საქართველოს პარლამენტი სხდომაზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. ამასთან, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე გასული დღეების მსგავსად მუშაობის საშუალება მხოლოდ არ ტელემაუწყებლების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის […]
გიორგი ვაშაძე – მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ თვალი გაუსწოროს რეალობას – მათი დრო დამთავრებულია

„არა რუსულ კანონს!“, „არა ქართულ ოცნებას“, „არა ბიძინა ივანიშვილს“ – უკვე ყველა ერთია, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, რადგან მათი დრო დასრულდა. „მე მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ რეალობას თვალი გაუსწოროს. მათი დრო დამთავრებულია. ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალი არიან, […]
ირაკლი კუპრაძე – პროცესს მართავს ქართველი ხალხი და ახალგაზრდობა

დღეს საერთოდ დაანონსებულიც არ ყოფილა საპროტესტო აქცია, მაგრამ მოქალაქეები შეიკრიბნენ და ცხადია, რომ ამ პროცესს მართავს ქართველი ხალხი და ქართველი ახალგაზრდობა, ეს არის ხალხის დღის წესრიგი, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოკვლას ცდილობს. […]
ირანიდან ნავთობის ექსპორტმა 2018 წლის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია

ირანიდან ნავთობის ექსპორტმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მიაღწია უმაღლეს დონეს 2018 წლის ივლის-სექტემბრის შემდეგ, 1,56 მილიონი ბარელი დღეში, წერს Financial Times ანალიტიკურ კომპანია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით. Kpler-ის თანახმად, რომელიც აკონტროლებს ტანკერების მოძრაობას მთელ მსოფლიოში, ირანის 2024 წლის თითქმის ყველა ტვირთი ჩინეთში გავიდა. ირანი ჩინეთის მთლიანი ნავთობის იმპორტის დაახლოებით მეათედს შეადგენს და თეირანის წინააღმდეგ აგრესიულმა სანქციებმა […]
პატელი: არ მიგვაჩნია, რომ მსგავსი კანონი გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზანს შეესაბამება

ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით და მისი პირველი მოსმენით მიღების, განსაკუთრებით იმით, როგორ ისახავს მიზნად და ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციას. მიგვაჩნია, რომ ისინი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროტესტს და ყველა მხარეს მოვუწოდებთ პატივი სცენ თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრებას, გამოავლინონ თავშეკავება, შეიკავონ თავი ესკალაციასა და ძალადობისგან და […]
ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც 19 აპრილს შეუშვებენ

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე ხვალ, 19 აპრილსაც იმოქმედებს. ვიზიტორებს პარლამენტის შენობაში შესვლა შეეზღუდებათ. “დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”. – ნათქვამია განცხადებაში. შეზღუდვა, საქართველოს პარლამენტის […]