სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა

რუსეთში, სტავროპოლის ტერიტორიაზე, რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „სტავროპოლის მხარეში, საბრძოლო მისიის შესრულების შემდეგ, ბაზირების აეროდრომზე დაბრუნებისა რუსეთის აეროკოსმოსური ძალების Ту-22М3 თვითმფრინავი ჩამოვარდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, სამძებრო ჯგუფმა ეკიპაჟის სამი წევრის ევაკუაცია განახორციელა, მეოთხეს ძებნა კი […]

ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას დღეს, 19:00 საათზე გამართავენ

ახალგაზრდების განცხადებით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდენ, დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბებიან. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ. მსვლელობისას სტუდენტები სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”. შეკრებილები ფიქრობენ, რომ […]

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შენობაში მუშაობის საშუალება გასული დღეების მსგავსად მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ

საქართველოს პარლამენტი სხდომაზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. ამასთან, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე გასული დღეების მსგავსად მუშაობის საშუალება მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის […]

პარლამენტი ინტერპელაციის წესით შს მინისტრს მოუსმენს

დღეს პარლამენტი, ინტერპელაციის წესით მიწვეულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს. გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტის თვეში მიმართა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აპრილს, 11:00-დან 18:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟინვალი, ბიჩნიგაურები, ჩინთი, ქვემო არანისი, არანისი, ბოდავი, ჩიხაანი, იორი, უნდილაანთკარი. 12:00-დან 18:20 საათამდე – აბონენტებს დუშეთში რუსთაველის, ფარნავაზის, იოსელიანის, ტაბიძის, ერისთავის, აღმაშენებლის, მ. კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი. 11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა დროებით […]

NYT – ირანში თავდასხმა ისპაჰანის მახლობლად მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე განხორციელდა

ირანში, ისპაჰანის მახლობლად სამხედრო ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, – ამის შესახებ The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. ამასთან, გამოცემის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელმა ქვეყანამ განახორციელა თავდასხმა. The New York Times-ს ორმა ისრაელელმა სამხედრო ჩინოვნიკმა განუცხადა, რომ თავდასხმის უკან ისრაელი იდგა. შეგახსენებთ, მანამდე ABC News-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა […]

ირანში აფეთქებები იყო სამხედრო-საავიაციო ბაზის რაიონში

ძლიერი აფეთქებები იყო დღეს, 19 აპრილს ირანის ქალაქ ისპაანის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში, რომლის მახლობლად მდებარეობს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა. ირანის სახელმწიფო მედია სამი აფეთქების შესახებ იუწყება. ამერიკული ტელეკომპანიების, CNN-ის, CBS-ის და ABC-ს ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ირანის სააგენტო FARS-ი წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა არა რაკეტების, არამედ უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად. ისრაელს ოფიციალურად […]

ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ინდოეთში არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც მე-18 მოწვევის პარლამენტის ქვედა პალატის – ლოკ საბჰას შემადგენლობას განსაზღვრავს. ამომრჩევლები ქვედა პალატის 543 წევრს აირჩევენ, კიდევ ორს კი – პრეზიდენტი წარადგენს. მმართველობისთვის პარტიას, ან კოალიციას 272 მანდატი სჭირდება. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რომელშიც ხმის მიცემა დაახლოებით 970 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია, ექვსი კვირის განმავლობაში გაიმართება. საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის “ინდოეთის […]

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დნიპროსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაკეტები ქვეყნის რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დნიპროსა და ოდესის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა.

მედია – ისრაელმა ირანში ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ინფორაციას ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ირანული მედია იუწყება, რომ ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტთან აფეთქებების ხმები ისმოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დილით ავიაკომპანიებმა Emirates-მა და FlyDubai-მა დასავლეთ ირანის თავზე ავიარეისების მარშრუტების გადამისამართება დაიწყეს. ირანული მედიის ცნობით, ქალაქებში : ისპაჰანში, შირაზსა და თეირანში ფრენები შეჩერებულია. შეგახსენებთ, […]