სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა

რუსეთში, სტავროპოლის ტერიტორიაზე, რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სტავროპოლის მხარეში, საბრძოლო მისიის შესრულების შემდეგ, ბაზირების აეროდრომზე დაბრუნებისა რუსეთის აეროკოსმოსური ძალების Ту-22М3 თვითმფრინავი ჩამოვარდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სამძებრო ჯგუფმა ეკიპაჟის სამი წევრის ევაკუაცია განახორციელა, მეოთხეს ძებნა კი გრძელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: უბრალოდ ღირსების აყრა და საკუთარი გმირების შეურაცხყოფაა, როდესაც აგვისტოსა და აფხაზეთის ომში ნაომარი, სისხლში გასვრილი რუსი სამხედროები ჩამოდიან საქართველოში და ისვენებენ