შაბათს კონგრესში გაიმართება კენჭისყრა უკრაინის მხარდაჭერის პაკეტის თაობაზე

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 20 აპრილს გაიმართება კენჭისყრა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტზე უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის სხვა პარტნიორებისთვის. კენჭისყრის საკითხი გადაწყდა მას შემდეგ, რაც დემოკრატები და რესპუბლიკელები ბოლოს და ბოლოს შეთანხმდნენ კანონმდებლობის შესახებ. მანამდე რესპუბლიკელთა ოპოზიცია თვეების განმავლობაში ბლოკავდა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას. გეგმის თანახმად, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, რაც სავარაუდოდ ასეც მოხდება, უკრაინა მიიღებს 61 […]

სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს დღეს პრემიერმა ლექტორმა დაცვის თანხლებით ჩაუარა გვერდით, თუმცა მისთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. “არა რუსულ კანონს” – ამ მოწოდებით დღეს ზუსტად შვიდ საათზე, ქუჩაში ისეევ ათასობით მოქალაქეე გადის. შეკრების ადგილი რუსთაველის გამზირია. […]

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუმართლა ასეთი პრემიერ-მინისტრის ყოლით – სტუდენტი ნინი ცაავა

განსაკუთრებული შესაძლებლობა და პატივი იყო ჩემთვის ბატონი ირაკლის ლექციაზე დასწრება და მასთან კვლავ შეხვედრა, – ამის შესახებ სტუდენტი ნინი ცაავა სოციალურ ქსელში წერს. ცაავას თქმით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა ასეთი პრემიერ-მინისტრის ყოლით. „განსაკუთრებული შესაძლებლობა და პატივი იყო ჩემთვის ბატონი ირაკლის ლექციაზე დასწრება და მასთან კვლავ შეხვედრა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ […]

იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში

„სწორედ იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში მშვიდობიანად შესვლას სიფრთხილე და გამჭვირვალობა კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ, ის მართული თუ უნებლიე ემოციები, რასაც რუსთაველზე ვხედავთ ბოლო დღეებია. „ურთულეს რეგიონულ ვითარებაში უპასუხისმგებლო ემოციები საქართველოს უკრაინიზაციის რისკებს […]

ანა ნაცვლიშვილი – „ოფშორების კანონით“ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისა და კრემლის დაკვეთით „შავი“, კრიმინალური ფულის სამრეცხაოდ გადააქციოს

„ოფშორების კანონით“ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისა და კრემლის დაკვეთით გადააქციოს „შავი“, კრიმინალური ფულის სამრეცხაოდ – ეს ადასტურებს, რომ ისევე როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, პარლამენტის უმრავლესობაც გადაქცეულია ერთი რუსული ოლიგარქის და რუსული ინტერესების სწრაფად მომსახურების სააგენტოდ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, ეს არის არანაკლებ […]

6 წლის წინ გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები „ქართული ოცნების“ ლიდერებს გორში პლაკატებით დახვდნენ

„ხელს აფარებთ მკვლელებს“, „ხელისუფლება ჩემი მეტრია“ – ამ შინაარსის პლაკატებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, 6 წლის წინ გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს გორის თეატრთან დახვდნენ, სადაც „ქართული ოცნების” ლიდერები ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს ხვდებოდნენ. გარდაცვლილის მამის, მერაბ მერებაშვილის განცხადებით, ოჯახი დღემდე უშედეგოდ ითხოვს ობიექტურ გამოძიებას. შემთხვევა 2018 წლის 6 […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

[ოპოზიციის] სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რადგან ბევრი ჯგუფია ჩართული, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები იქნებიან ორგანიზატორები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაცია არსებობს. „არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციები და ზოგადად, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანია ამ […]

“ყველაზე ლამაზი, ბრილიანტი, კაშკაშა” – თაკო ნაცვლიშვილის პოლაროიდები – Marao

25 წლის მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფიგურაა. მან სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, რაც გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რადგან მისი დედა, უმშვენიერესი ნინა ცქიტიშვილი, ასევე მოდელი და სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელია. ნინა “მის საქართველო 1997”-ის ტიტულის მფლობელია. მას და მის მეუღლეს, ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილს, ოთხი შვილი ჰყავთ: ანა, რომელიც ასევე სამოდელო სფეროში […]

ირაკლი ღარიბაშვილი: “პატარა გადაცდომა იქნება და ყველა მკაცრად დაისჯება”

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ამბობს, რომ „პატარა გადაცდომაზე ყველა მკაცრად დაისჯება“: „ნურავის გექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს… ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება, გაიმართოს დისკუსია, დანარჩენი ყველაფერი არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა გორში ჟურნალისტებთან საუბრისას, […]

ამსტერდამში მასობრივი ტურიზმისთვის ახალი სასტუმროების მშენებლობა აკრძალულია

„ამსტერდამი უარს ამბობს ახალ სასტუმროებზე. ჩვენი მიზანია გავხადოთ და შევინარჩუნოთ ქალაქი კომფორტული მოსახლეობისთვის და ვიზიტორებისთვის. ეს მოიცავს: ჭარბი ტურიზმის შეჩერებას, ახალი სასტუმროების აკრძალვას და სასტუმროებში ტურისტების რიცხვის 20 მილიონამდე შეზღუდვას,“ – ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი. ამსტერდამში ახალი სასტუმროს აშენების ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი არსებული სასტუმრო დაიხურება, ასევე, თუ ახალი სასტუმრო […]