პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 22 აპრილიდან დაიწყება და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. „2024 წლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს […]

საქართველოს პარლამენტი PABSEC- ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს

შავი ზღვის რეგიონი უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენი, როგორც პარლამენტარების თანამშრომლობა, გადამწყვეტია ამჟამად არსებული სხვადასხვა გამოწვევის გადაჭრაში. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალზე მნიშვნელოვანი თემის – პარლამენტების როლის კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში განსახილველად, – ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა სამართლებრივ საკითხთა და […]

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საკუთარი „შენგენის“ შექმნა სურთ – The Economic Times

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის ერთიანი ვიზის შემოღების ინიციატივით გამოდის. ტაილანდის სურვილია, რომ შენგენის მსგავს ფორმატში ასევე მოხვდეს მალაიზია, ვიეტნამი, კამბოჯა, მიანმარი და ლაოსი. როგორც ჩანს, ყველა მონაწილე მოიწონა იდეა. მაგრამ მის განხორციელებას დიდი დრო დასჭირდება, ამბობენ ექსპერტები. ვიზების შესახებ სრული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არია. ხელისუფლება პროექტზე მსჯელობას განაგრძობს. ტაილანდის მიზანია 2027 წლისთვის მიაღწიოს 80 […]

რუსეთი: ჩამოვაგდეთ 50 უკრაინული დრონი, დაიღუპა 2 სამოქალაქო პირი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, 19-20 აპრილის ღამეს 50 უკრაინული დრონი გაანადგურეს. რუსი ოფიციალური პირების მტკიცებით, უკრაინულ თავდასხმას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და ცეცხლი გაჩნდა საწვავის საცავში. სამინისტროს თქმით, 26 დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონში, 10 ბრაიანსკში, რვა კურსკში, ორი ტულაში, ასევე თითო დრონი სმოლენსკის, რიაზანის, კალუგასა და მოსკოვის ოლქებში. დაღუპული მოქალაქეების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ბელგოროდის გუბერნატორმა, […]

„სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი“ – Deutsche Welle

DW-ის ინფორმაციით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი. როგორც სააგენტო იუწყება, ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შეათანხმეს, სად გაივლის საზღვრის ხაზი გარკვეულ მონაკვეთებზე მას შემდეგ, რაც ერევანი ბაქოს თავრუშის ოლქის ოთხ სოფელზე კონტროლს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ განახლებული საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებულ საზღვრებს შეესაბამება. […]

„საეჭვოდ ემთხვევა საარჩევნო პერიოდს – როდესაც ამდენი ხანი ვალს ვერ იხდის, განულების შემდეგ ახალი ფინანსები გაუჩნდება?!“

„ეს საგადასახადო ამნისტია შეეხება 145 000 სუბიექტს. რომ შევაფასოთ, ცალსახად დადებითია იმ 145 ათასი სუბიექტისთვის, თუმცა, მეორე მხარეა – 1-ლი რამდენად სამართლიანია სხვა სუბიექტების მიმართ, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს და ამ შეღავათებს ვერ იღებენ, და მეორე, საეჭვოდ ემთხვევა საარჩევნო პერიოდს“,- ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. საუბარია, „საგადასახადო […]

გიორგი ვაშაძე – არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – კანონის გაწვევა! – ასევე, პასუხი აგონ იმ სამართალდამცავებმა, რომლებმაც უკანონო ქმედება ჩაიდინეს მომიტინგეთა წინააღმდეგ და მოროდიორივით იქცეოდნენ

დღეს არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – კანონის გაწვევა და პასუხი აგონ იმ სამართალდამცავებმა, რომლებმაც უკანონო ქმედება ჩაიდინა მომიტინგეთა წინააღმდეგ, ვინც მოროდიორივით იქცეოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ევროპული პარადიგმის“ ორგანიზებით დაგეგმილი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, მმართველმა პარტიამ კანონპროექტის დაინიცირებითა და წამოწევით ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯი გადადგა, რომლის მთავარი მიზანი, მისივე შეფასებით, ქვეყნის დასავლური […]

სტამბოლში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის შეხვედრა მიმდინარეობს

სტამბოლში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის შეხვედრა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს შეხვედრა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაიწყო. ცნობისთვის, ერდოღანისა და „ჰამასის“ ლიდერის ბოლო შეხვედრა 2023 წლის ივლისში შედგა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა ჰანიესა და […]

შვედეთის სამეფოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრების ვიზიტი გაიმართა

შვედეთის სამეფოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრების ვიზიტი გაიმართა. საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთის სამეფოში ვიზიტით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე იმყოფებოდნენ. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს […]

ნიკოლ ფაშინიანი – პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს – ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „არ ვისურვებდი, რომ ის, რაც მოხდა გადამეტებულად შეგვეფასებინა, მაგრამ არც ამის დაკნინება მსურს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ […]