პრემიერის განცხადებით, მთავრობამ ახალი დოკუმენტი შეიმუშავა, რომელსაც ზოგადი განათლება დაეფუძნება

ვხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ მოგვდგამს საუკუნეების განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე […]

მამუკა მდინარაძე – წარმოუდგენელია, ევროპელი ამბობდეს, რომ გამჭვირვალობა დააშორებს რომელიმე ქვეყანას ევროპას – ეს არის საუკუნის პარადოქსი

წარმოუდგენელია, ევროპელი ამბობდეს, რომ გამჭვირვალობა დააშორებს რომელიმე ქვეყანას ევროპას. ეს არის საუკუნის პარადოქსი, ისევე როგორც საუკუნის აფერაა, როდესაც ვამბობთ, რომ კანონი არის რუსული, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „წარმოუდგენელია, ევროპელი ამბობდეს, რომ გამჭვირვალობა დააშორებს რომელიმე ქვეყანას ევროპას. ეს არის საუკუნის პარადოქსი, ისევე როგორც საუკუნის აფერაა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კანონი არის რუსული. […]

თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობას, უნდოდა დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა – ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას

თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობას, უნდოდა დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა – ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ადამიანებს, ვინც დღეს არის „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იღებენ. პროექტი მოზარდებში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის პირველი, სასკოლო რაუნდი გაიმართა, რომელზეც საქართველოს […]

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Europe 2024-ში მონაწილეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Europe 2024-ში მონაწილეობს 22-24 აპრილს, დანიის ქალაქ ორჰუსში საავიაციო ფორუმი Routes Europe 2024 იმართება. რიგით მე-18 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 450-ზე მეტი ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობენ. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს. ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, […]

საკონფერენციო დატვირთულობა პირველ კვარტალში საკმაოდ აქტიური იყო და მეორე კვარტალში საკონფერენციო დარბაზები უკვე გადავსებულია – Pullman Tbilisi Axis Towers

საკონფერენციო დატვირთულობა პირველ კვარტალში საკმაოდ აქტიური იყო და მეორე კვარტალში საკონფერენციო დარბაზები უკვე გადავსებულია – Pullman Tbilisi Axis Towers სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში ტურისტების 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის 2024 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ კარგად დაიწყო. 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით სასტუმროში ტურისტების შემოდინების კუთხით აღინიშნება 15%-იანი ზრდა. ჩვენთვის რაოდენობრივად TOP […]

“არავის გამო არ უნდა შეიცვალო, იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი და თუ შენ გვერდზე ადამიანებს უყვარხარ, უნდა მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ” – თიკა ჯამბურიას პორტრეტი – Marao

“არავის გამო არ უნდა შეიცვალო, იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი და თუ შენ გვერდზე ადამიანებს უყვარხარ, უნდა მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ” – თიკა ჯამბურიას პორტრეტი – Marao “ბევრი ჰობი და ინტერესი მაქვს ამ ბოლო დროს. მინდა, ყველაფერი მოვირგო და ყველაფერი გავსინჯო. ბევრი ინტერესი როცა გაქვს, უფრო საინტერესოა შენი ცხოვრება. საკუთარ თავში არაფერს შევცვლიდი, ძალიან კმაყოფილი […]

ანა ნაცვლიშვილი – კონტრაქციით საკუთარი თავის დასასრულს აფორმებს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაპირისპირებას ამ ფორმით აპირებს – აქ მარტივი და მკაფიო არჩევანია – საქართველო თუ რუსეთი

ამ კონტრაქციებით საკუთარი თავის დასასრულს აფორმებს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაპირისპირებას ამ ფორმით აპირებს – „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საზოგადოებაში დანერგოს და გააღვივოს სიძულვილი, დაპირისპირება, მერე კი მართოს ის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო- სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოს […]

კირილ ბუდანოვი – უკრაინას მაისიდან მძიმე ვითარება ელოდება, მაგრამ არმაგედონი არ მოხდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში – ივნისის დასაწყისში უკრაინას მძიმე ვითარება შეიქმნება, მაგრამ კატასტროფული შედეგები არ მოჰყვება. „ჩვენი შეფასებით, საკმაოდ მძიმე ვითარება გველოდება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული, არმაგედონი არ მოხდება, როგორც ზოგიერთი ლაპარაკობს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში პრობლემები იქნება“, – აღნიშნა ბუდანოვმა. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა […]

მამუკა მდინარაძე – აშშ-ში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან FARA-ს რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები – რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს FARA-ს პრაქტიკიდან

ამერიკის შეერთებულ შტატებში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან FARA-ს რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები. შესაბამისად, ის ერთადერთი არგუმენტი, რაც მე თქვენგან მოვისმინე, არის აბსოლუტურად ცრუ ნარატივი რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ანუ „FARA-ს“ პრაქტიკიდან, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „ქართული […]