ფორმულა: ჩვენს ჟურნალისტს მეტროში თავს დაესხნენ, ჰომოფობიური ლექსიკით მიმართავდნენ

ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, მათ ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ. მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტი ჰყვება, რომ კაცი მას ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ კი ხელი ჰკრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინებდა. ია სართანიას თქმით, კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიურ ლექსიკით მიმართავდა. ტაბულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ინფორმაცია განახლებადია.

კობახიძე აკრიტიკებს “დინამოს” ხელმძღვანელობას, რომელმაც მხარი დაუჭირა ევროპულ მომავალს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აკრიტიკებს საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას იმის გამო, რომ კლუბმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ მომავალს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს და რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი”. კობახიძის განცხადებით, “როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი”. […]

თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას ორგანიზებით, თანამედროვე მხატვრების გამოფენა „გაზაფხულის აყვავება” გაიმართა

15-16 აპრილს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის დარბაზში, თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას ორგანიზებით, თანამედროვე მხატვრების გამოფენა „გაზაფხულის აყვავება” გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები საქართველოდან, ასევე, ემიგრაციაში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლები: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, ბელგიიდან და ისრაელიდან. სულ 71 ხელოვანი. გამოფენა სახელწოდებით „გაზაფხულის აყვავება“ გამოღვიძებას, ახალი მიზნებს უკავშირდება, იბადება ახალი იდეები, ამიტომ მხატვრებმა ამ კონცეფციით, სპეციალურად გამოფენისთვის, […]

მდინარაძე: ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, აქცია ჩაატარეთო

დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან დიდი აქცია იქნება და ყველას მოვუწოდებ, მის თითოეულ მონაწილეს პატივი სცეს. იმიტომ, რომ მართლა ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, – ხალხო, აქცია ჩაატარეთ და ვაჩვენოთ, ჩვენ რამდენი ვართ, რა შეგვიძლიაო. ამ კვირების განმავლობაში ამას გვეხვეწებიან.

გიგინეიშვილი: კრემლიდან რასაც ჩაგძახებდნენ, იმას ამოსძახებდი – ევროპაზეც ეგრე არ უნდა იყოს

ყველაფერი უნდა განიხილო, რა თქმა უნდა, აქამდე პოლიტბიურო იყო კრემლიდან, იმისთვის უნდა დაგეჯერებინა, რასაც ჩაგძახებდნენ იმას ამოსძახებდი, ახლა იგივე შეხედულება არ უნდა გქონდეს ევროპელზე. აუცილებელია კითხო, რომ კარგია ეს ინიციატივა, რომ ილაპარაკონ ევროპელმა პარტნიორებმა რატომ ფიქრობთ რომ ეს კანონი არის გადახრა დემოკრატიისგან, რატომ არის ფარა სხვა და ეს სხვა, რა განსხვავებებია ამ კანონპროექტსა და ევროპარლამენტში […]

ყიფშიძე: ამ მთავრობაზე როგორი გაბრაზებული ვარ

ვაიმე როგორი გაბრაზებული ვარ. ამ მთავრობაზე როგორი გაბრაზებული ვარ. ცალმხრივად არაფერი არ არის, არც სიყვარული არსებობს, არც არაფერი და მთავრობას და ხალხს შორის როდესაც გაწყვეტილია კონტაქტი, იმ მთავრობას აი ასეთი პანჩური უნდა ამოარტყას ყველამ. ან თქვენი ნებით გაა**ით…

“ნაპოლი” “რეალის” ფეხბურთელით დაინტერესდა – ეს ტრანსფერი ხვიჩას ძალიან წაადგება

“ნაპოლი” “რეალის” განაპირა მცველის ფერლან მენდის ტრანსფერით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას L’Equpe ავრცელებს. ფრანგ ფეხბურთელს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და როგორც გამოცემა ირწმუნება, მხარეები თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე არ საუბრობენ. 28 წლის მენდის “პარტენოპეის” გარდა “ბაიერნიც” ეპატიჟება. ნაპოლიში მარიო რუის მომავალი გაურკვეველია და თუ პორტუგალიელი კლუბს დატოვებს, დიდი ალბათობით, აურელიო დე ლაურენტისი მის შემცვლელს შეიძენს. […]

სახალხო დამცველი: საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს დაკავებების უკანონო პრაქტიკას

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ბოლო კვირის განმავლობაში ხუთი პირის უკანონოდ დაკავებას სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა. როგორც ის აღნიშნავს, მიმდინარე წლის აპრილში უკანონოდ დააკავეს სოფელ არცევის, ოტრევის და დირბის მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს ხუთი მოქალაქე. „აღნიშნული შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმი კვლავ განაგრძობს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკას. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ […]

„ქართული ოცნება“ – პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა“. „აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ […]

შალვა პაპუაშვილი – დიდი ხანია, ცნობილია რამდენიმე „ენჯეო“, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ამ შემთხვევაში, ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა დონორებს, რომ კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას – რომ „დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში“. როგორც მან აღნიშნა, სწორედ, ეს ხალხი, ითხოვს სანქციებს […]