,,29-ში დაგვთვალეთ“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, ეს იცით. ისევე როგორც უმცირესობას, ასევე ჩვენ, უმრავლესობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ სულ ნეტარად და ნარნარად და ბედნიერად, ისევე როგორც აკეთებთ ამას…შარშან იყო შარშან, წელს არის წელს… 29-ში […]

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ 40 000 ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ 40 000 ლარით დააჯარიმა. როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 შემთხვევა, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 5 ფაქტი, ასევე ორ კლიენტზე მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის მოპოვებული ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი […]

სამშენებლო მასალების მწარმოებელი გერმანული კომპანია Knauf-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

სამშენებლო მასალების მწარმოებელი გერმანული კომპანია Knauf-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება “მიმდინარე მოვლენების ფონზე” მიიღეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ კერძოდ რა მოვლენაზეა საუბარი. აპრილის დასაწყისში ARD Monitor-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც დასტურდება, რომ გერმანული კომპანიები [მათ შორის Knauf] რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ. Knauf-ი რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. […]

ლევან დავითაშვილი – საგადასახადო ცვლილებები იძლევა საშუალებას, მოვიზიდოთ მეტი კაპიტალი, ინვესტიცია, ქონება და ვიყოთ მიმზიდველი ინვესტორებისთვის – გამორიცხულია, საქართველოს რაიმე კუთხით შეეხოს რეპუტაციულად ზიანი

კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, ასევე მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა ინვესტორებისთვის – ამ შემთხვევაში არის მყარი ლოგიკა და მოტივაციები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის […]

გია ვოლსკი – შეკრების დაგეგმვა ინტენსიურმა მომართვამ განაპირობა – საზოგადოება გრძნობს ხიფათს, რომ საერთაშორისო არენაზე დანთებული ცეცხლი, შეიძლება, გადმოედოს საქართველოს

შეკრების დაგეგმვა ძალიან ინტენსიურმა მომართვამ განაპირობა – საზოგადოება გრძნობს ხიფათს იმისა, რომ ეს საერთაშორისო არენაზე, თუნდაც რეგიონში დანთებული ცეცხლი, შეიძლება, გადმოედოს საქართველოს და შეირყეს ის სტაბილური პროცესი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას პოზიტიურად ახასიათებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ 29 აპრილს, “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მართალია, შეკრებაზე […]

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური – „არმიელებმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს

ქალაქ ქუთაისში, „აია არენაზე“, პირველი ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, თბილისის „არმიამ“ წყალტუბოს „დინოზავრებთან“ ანგარიშით 56:22 გაიმარჯვა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ამ გამარჯვებით, გუნდმა, დიდი ფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც ავჭალის რაგბის სტადიონზე, 28 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება. მათივე ცნობით, ფინალში „არმია“ სამცხე-ჯავახეთის „ტაოს“ შეერკინება. გამარჯვებული გუნდი „დიდი 10-ის“ საგზურს მოიპოვებს. „არმიის“ თამაშს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის […]

გიორგი ამილახვარი – ნუ გამოგყავთ ისე, რომ ვინმე ვინმეს უპირისპირდება – ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი უფლება და დიახ, ეს აქციაც გაიმართება

ნუ გამოგყავთ ისე, რომ ვინმე ვინმეს უპირისპირდება. ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი უფლება და დიახ, ეს აქციაც გაიმართება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ 29 აპრილს დაანონსებულ აქციაზე. მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას: „რატომ დაემთხვა 29 აპრილის აქცია იმ პერიოდს, როდესაც აქციებს თავად ახალგაზრდები აანონსებენ ამ კანონპროექტზე […]

გია ვოლსკი – სპორტის მიმართ დამოკიდებულებაში, დღევანდელ და წინა ხელისუფლებას შორის განსხვავება არის ცა და დედამიწა – ფაქტია, რომ დღეს სპორტულ ასპარეზზე საქართველოს სახელი ქუხს

სპორტის მიმართ დამოკიდებულებაში, დღევანდელ და წინა ხელისუფლებას შორის განსხვავება არის ცა და დედამიწა – ფაქტია, რომ დღეს სპორტულ ასპარეზზე საქართველოს სახელი ქუხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს სპორტის მიმართ დამოკიდებულება დადებითადაა შეცვლილი. ამასთან, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, სპორტსმენების მიმართ ძალიან აღვირახსნილი ბულინგი მიმდინარეობს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

ქუთაისში დააკავეს აქტივისტი, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე შესვლა სურდა

ქუთაისში დააკავეს აქტივისტი მიშიკო მუმლაძე, რომელიც ჰომოფობიური ხასიათის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაზე შესვლას ცდილობდა. სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მუმლაძე ჯერ პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ, ახლა კი სასამართლოში გადაჰყავთ. უცნობია დაკავების მოტივი. შსს-ში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. „ქართულ ოცნებას“ აქვს საყოველთაო-სახალხო შეხვედრა ხალხთან მესხიშვილის თეატრში და არ მიშვებენ შიგნით. არადა არასრულწლოვანებს და ოჯახის ღირებულებებს […]

„ფორმულის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ მეტროში კაცმა ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ია სართანია, ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი ჰყვება, რომ 22 აპრილს მას თბილისის მეტროში კაცმა ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალის თქმით, უცნობმა კაცმა მის ტატუებზე გაამახვილა ყურადღება. „მხარზე დამადო, ცოტა მჭიდროდ ხელი, გამწია, ხელი მკრა და შემდგომ გადაინაცვლა ჩემს მოპირდაპირე მხარეს – მაგინა, უშვერი სიტყვები მაკადრა, ტატუებზე ამახვილებდა ყურადღებას, ციხიდან გამოსული მეძახა, მეუხერხულება იმ სიტყვების […]