რუსეთი ამბობს, რომ უკრაინის დონეცკის რეგიონში ორ დღეში მეორე გამარჯვება მოიპოვა

რუსეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა კონტროლი აიღეს სოფელ ნოვომიხაილივკაზე, უკრაინის ქალაქ დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით 40 კილომეტრში მდებარე დასახლებაზე. ეს მეორე წინსვლაა, რომლის შესახებაც რუსეთი ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო “როიტერსმა” დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია. უკრაინის გენერალურმა შტაბმა დილის მოხსენებაში განაცხადა, რომ კიევის ძალები აგრძელებენ რუსეთის მცდელობების შეკავებას სოფელთან წინსვლისთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს […]
ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. აღნიშნულის შეასხებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, თეა გიორგაძე „საპარტნიორო ფონდის“ სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წლებში, ის, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა ირინე წაქაძეც, […]
დმიტრო კულება ევროკავშირის მინისტრებს – შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი სცენარი, თუ ვიმოქმედებთ ერთად და შიშის გარეშე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მიმართა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად კონკრეტული და თამამი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა. „ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი სცენარი, თუ ვიმოქმედებთ ერთად და შიშის გარეშე. საჭიროა კონკრეტული და თამამი გადაწყვეტილებები უკრაინისთვის Patriot-ის და SAMP/T-ის დამატებითი სარაკეტო სისტემების, საარტილერიო და საბრძოლო მასალისა და სხვა […]
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო საქონლის შენახვა/გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

2024 წლის პირველ კვარტალში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 271 ფაქტი. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 27 527 კოლოფი სიგარეტი და 160 […]
ილიაუნიში საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი, კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“ გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ფორუმი – „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“ გაიმართა. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, დედამიწის დღე (https://www.earthday.org/earth-day-2024/), რომელიც 1970 წლიდან ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, დედამიწის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობადობის გაზრდას ეძღვნება. ფორუმზე საქართველოს წამყვანმა სპეციალისტებმა განიხილეს კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები, მათი გავლენა ადამიანსა […]
ტყიბულის “ორბმა” თბილისში გაუ დაამარცხა და სერიაში მოედნის უპირატესობას დაეპატრონა

საპლეიოფო სერია გაიხსნა მეოთხედფინალური სერიების ყველაზე ტოლ-ძალოვან წყვილში, სადაც ერთმანეთს რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 და მე-5 ადგილებზე გასული გუნდები – შესაბამისად, გაუ და ტყიბულის “ორბი” ხვდებიან. მოედნის უპირატესობა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდ გაუ-ს ჰქონდა, რომელიც დღევანდელი მატჩის შემდეგ “ორბს” გადაეცა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ტყიბულის გუნდმა “თბილისი არენაზე” გაუ-ს 89:81 (სტატისტიკა) სძლია და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ეს იყო […]
უნგრეთის ბიზნეს სექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოსაჩენად, მიხეილ ხიდურელი ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებლად იყო მიწვეული. სააგენტოს დირექტორმა უნგრეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასა და პოტენციალს გაუსვა ხაზი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში კატალინ ბიჰარიმ და უნგრეთის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს (HEPA) აღმასრულებელმა დირექტორმა გაბორ იენეიმ. დისკუსიას ესწრებოდნენ […]
ქუთაისში დააკავეს აქტივისტი, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე დასწრება სურდა

სამოქალაქო აქტივისტის და მასწავლებლის, მიხეილ მუმლაძის საქმეზე სხდომის გამართვას ელოდებიან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მუმლაძე დღეს, 22 აპრილს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან მაშინ დააკავეს, როდესაც თეატრში ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტებს განიხილავდნენ. მიხეილ მუმლაძემ განხილვის დაწყების დროს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე არ უშვებდნენ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ […]
დავითაშვილი ოფშორების კანონზე: საქართველოს რეპუტაცია არ დაზიანდება

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ე.წ. ოფშორების კანონი საქართველოს რეპუტაციას არ დააზიანებს. “ეს კანონი საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში უფრო მეტი კაპიტალი, ინვესტიცია, ქონება მოვიზიდოთ და საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა იყოს. კანონის მოტივაცია ეს არის […] საქართველოს რეპუტაცია არანაირად არ დაზიანდება”. – თქვა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების მიღებული კანონპროექტით, საგადასახადო კოდექსში […]
არქიში ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა

20 აპრილს არქის ფილარმონიის ოფისში „დიდი ფასდაკლების დღე“ გაიმართა. არქის ოფისში დილიდანვე ბინის გამორჩეულ ფასად შეძენის უპრეცედენტო რაოდენობის მსურველი შეიკრიბა და არქის დიდ ოჯახს ერთ დღეში კიდევ 150 ახალი ოჯახი შეუერთდა. „დიდი ფასდაკლების დღე“ არქის ტრადიციაა, რომელსაც კომპანია ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებისას მართავს. ამ დღეს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა არქის ახალ პროექტში ბინა ისეთ ფასად […]