ირანს ატომური ბომბის შექმნამდე კვირები აშორებს – რაფაელ გროსი

ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობის ფლობამდე კვირები და არა თვეები აშორებს. ამის შესახებ რაფაელ გროსიმ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა „Deutsche Welle-თან“ განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ ირანში ურანის გამდიდრების დონემ თითქმის მიაღწია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეს, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ირანს უკვე აქვს ასეთი იარაღი. მოქმედი ბირთვული ქობინის შექმნა, გამდიდრებული […]

ჩინეთის საელჩომ საიტიდან მოხსნა კრემლის ტაძრის და ჯორჯიის შტატის ფოტოები

რადიო თავისუფლების წერილისა და ამბის გაშუქების შემდეგ, საქართველოში ჩინეთის საელჩომ თავისი საიტიდან მოხსნა ფოტოები, რომლებიც, საქართველოს ნაცვლად ასახავდა რუსეთში მდებარე კრემლის მიძინების ეკლესიასა და ასევე – ჯორჯიის შტატს. ვებსაიტზე, სათავო ბანერზე გამოსახული ხუთი ფოტოდან ორი ჩინეთს ასახავდა, ორი – ჯორჯიის შტატს შეერთებულ შტატებში, ერთი კი რუსეთის ფედერაციიდან იყო. კერძოდ, ეს ხუთი (მარცხნიდან მარჯვნივ) დაბალი გარჩევადობის […]

კიბერკრიმინალები სულ უფრო ხშირად იყენებენ თავდასხმებს კონტრაქტორების მეშვეობით

კიბერკრიმინალები სულ უფრო ხშირად იყენებენ თავდასხმებს კონტრაქტორების მეშვეობით 2023 წლისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული საწყისი ვექტორების სამეულში შედის კიბერშეტევები კონტრაქტორების მეშვეობით, რომლებიც ხშირად მიეკუთვნებიან მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტს. ეს არის „კასპერსკის ლაბორატორიის“ კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების გლობალური გუნდის ყოველწლიური ანგარიშის მონაცემები (Global Emergency Response Team). ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რის გამოც კომპანიებმა მოითხოვეს ინციდენტზე რეაგირების დახმარება, მოიცავდა […]

თუ დროზე არ გაიწვიეს რუსული კანონი, პროტესტი მერე ნახონ, ქაჯები მართლა ესენი! – რომან გოცირიძე

ძალიან გულზე კი მოხვდა ხელისუფლებას სპორტსმენების პროტესტი. ჯერ სადაა. თუ დროზე არ გაიწვიეს რუსული კანონი, პროტესტი მერე ნახონ. – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: “მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთზე ასეულ მილიონობით ლარი იხარჯებოდა, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საკლუბო ფეხბურთი სრულიად დეგრადირდა. დღეისათვის უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველოს 46-ე ადგილი უჭირავს და […]

“სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “გამჭვირვალობის კანონი“ არის ქართველი ხალხის ინტერესში, თუმცა, შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის, სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ხალხმა არ წაიკითხოს კანონპროექტი და იყვნენ ინფორმაციის გარეშე, სწორედ ამიტომ ხევენ პლაკატებს, სადაც ერთადერთი რამ არის დატანილი – კანონპროექტის ლინკი. “როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობის კანონზე, […]

“როცა იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო” – რა განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა?

საქართველოს ნაკრებისა და “ლევანტეს” ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში “სტუმრად ლელასთან” 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში, საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა. “ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი, ის, რაც შევძელით მთლიანად ნაკრებმა და რა სიხარულიც მოვუტანეთ მთელ ქვეყანას, იყო ძალიან დიდი სიხარული და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში საქართველოს ვიხილავთ გაბრწყინებულს, ბედნიერს, ისეთ ბედნიერს, როგორიც […]

იაგო ხვიჩია – ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ოცნების“ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ – მათ ერთ რამეს ვეტყვი: აიღეთ ყველასგან ფული, საბოლოოდ კი 36 შემოხაზეთ

ჩემი აზრით, თუ პოლიტიკოსებმა ხელი არ შეუშალეს [„არა რუსულ კანონს“ აქციის მონაწილეებს] „რუსული კანონი“ მოწინააღმდეგეები ამ აქციას [„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებას] თავის ჭკუაზე გადმოიყვანენ იმიტომ, რომ არცერთი ადამიანი, რომელიც ჩამოყვანილია რეგიონიდან, არ არის იმ მოტივაციით, რა მოტივაციითაც ადამიანები „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ 29 აპრილს „ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ […]

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა

სსიპ – „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტ პროფესორ რიკარდო ლეინ-ბორკეს, ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ პროფესორ ჰარმ პიტერსს და ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტ პროფესორ სუბჰა რამანს უმასპინძლა. ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა […]

ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, სამუშაოები წყნეთის ქუჩა N1-სა და N14-ში, ასევე, ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტალში, ჟღენტის ქუჩასა და ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. დედაქალაქის მერიის განმარტებით, სკვერები და სტადიონები შესაბამისი ინვენტარით იქნება აღჭურვილი – განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა განათებისა […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მონაცემთა დაცვის ოფიცრების ტრენინგ-კურსი დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მონაცემთა დაცვის ოფიცრების 4 დღიანი ტრენინგ – კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 20-საათიანი სალექციო კურსი ორ ნაკადად მიმდინარეობს და შემდეგ საკითხებს მოიცავს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია – მოვალეობები, დამოუკიდებლობა და ინტერესთა კონფლიქტის აღკვეთა, მათი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და კომპეტენცია. ასევე […]