გასულ წელს ბიუჯეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 200 მლნ ლარამდე მიიღო

2023 წელს საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 200 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო, 2024 წლის იანვარ-მარტში კი 81 146 079 ლარის. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის სამ თვეში, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტების მოცულობამ 1 045 998 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხაზინის მონაცემებით, შარშან სამ თვეში ბიუჯეტმა […]
„ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს“ – თენგიზ ნასარიძე

საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს […]
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა

18 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, ფინანსური განათლების კუთხე გაიხსნა. Mastercard-ის პროექტი მიზანად ისახავს ფინანსური განათლების ამაღლებას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში – მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წარმომადგენლებისა და კერძო პირებისთვის, სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების დონის ამაღლებასა და […]
ბათუმში, ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ

22 აპრილს ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიკარგა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, სამძებრო სამუშაოები მათთან შეტყობინების შესვლის შემდეგ, 22 აპრილის საღამოს საათებიდან დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
როცა ვხედავთ, ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წარმატებას, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მოტივაციაა – ელენე დოლიძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი

მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის მთავარ საყრდენად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესების განვითარებას, მათ ლოკალურ და რეგიონულ ბაზარზე მასშტაბირებას. „საქართველოს ბანკი ბევრ საინტერესო ბიზნესთან პარტნიორობს. მეამაყება, რომ ჩვენი ბიზნესების პორტფოლიო მრავალფეროვანი და დინამიკურია, რომელიც მოიცავს ბიზნესების ფართო სპექტრს – მცირე სტარტაპებიდან დაწყებული მსხვილი საწარმოებით დამთავრებული“, […]
გზისპირა ზონებში, გადამზიდველების საგზაო ინპექტირება განხორციელდება, მათ შორის სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესებისა და მძღოლების დასვენების რეჟიმის დაცვა შემოწმდება

გზისპირა ზონებში, გადამზიდველების საგზაო ინპექტირება განხორციელდება. გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის თანახმად, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირებას M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები გზისპირა […]
ისრაელში, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების ოჯახები და მხარდამჭერები, მათი ახლობლების ტყვეობაში ყოფნის მე-200 დღეს, თელ-ავივში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, ჰაბიმას მოედანზე ხელები წითლად შეიღებეს და ცისკენ აღაპყრეს. მძევლების ოჯახები ხელისუფლებას მოუწოდებენ, იმოქმედოს მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ცნობისთვის, ამჟამად, ღაზის სექტორში 130-ზე მეტი მძევალია დარჩენილი, რომლებიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს აიყვანა.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგია გაბელაია აბაშის მოსახლეობას შეხვდნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების წარმომადგენლებს და სოფლების რწმუნებულებს შეხვდა. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ. სამსახურის წარმომადგენელმა, დიმიტრი ტორაძემ სპეციალური პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, ქალთა უფლებების, […]
ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას სულ მცირე 5 მიგრანტი დაიღუპა

ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას სულ მცირე 5 მიგრანტი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პოლიცია ავრცელებს. საფრანგეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ინციდენტი დღეს დილით მოხდა და სამაშველო ოპერაციის შედეგად ასამდე მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა. დღეს დილით მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სანაპიროზე პოლიცია მუშაობს. შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში დეპორტაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო.
საქართველო დასვენების ფასებით რეგიონში მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება

numbeo.com-ის მონაცემების მიხედვით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, საქართველო დასვენების ფასებით მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება. კვლევაში შედარებულია შემდეგი მიმართულებები: ფიტნეს კლუბის ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის; ჩოგბურთის კორტის 1 საათით სარგებლობა (შაბათ-კვირას) და სეანსი კინოთეატრში (საერთაშორისო ფილმზე). ფასების შედარება ქვეყნების მიხედვით: საქართველო ფიტნეს კლუბის ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის – 70 ლარიდან 220 ლარამდე ჩოგბურთის კორტის 1 საათით სარგებლობა (შაბათ-კვირას) […]