ვიოლა ფონ კრამონი – რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას – „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და განაცხადა, რომ ის მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს […]

რასა იუკნევიჩიენე – ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის მარიონეტს სულ უფრო მეტად ემსგავსება

ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის მარიონეტს სულ უფრო მეტად ემსგავსება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში, ევროპარლამენტარების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ვიმედოვნებ, რომ ჩემს სიცოცხლეში, აქ ქართველ წარმომადგენლებს, როგორც ევროპარლამენტის წევრებს, ვიხილავთ. ამის იმედი მაქვს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მე სამი გზავნილი მაქვს: პირველი – საქართველოსთვის და ქართველებისთვის. თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, […]

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა

18 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, ფინანსური განათლების კუთხე გაიხსნა. Mastercard-ის პროექტი მიზანად ისახავს ფინანსური განათლების ამაღლებას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში – მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წარმომადგენლებისა და კერძო პირებისთვის, სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების დონის ამაღლებასა და […]

თუ ვინმეს უნდა რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა – მდინარაძე კონტრაქციაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის საჯარო მოხელეებს, რომლებსაც 29 აპრილს დაანონსებულ კონტრაქციაში მონაწილეობა უნდათ, შეუძლიათ შვებულება აიღონ. მდინარაძის თქმით, ხელისუფლების „პარტიული დანაყოფების“ დავალებაა, რომ დააორგანიზონ ყველა იმ ადამიანის ჩამოყვანა თბილისში, ვისაც აქციაში მონაწილეობა უნდა. „პარტიული დავალებაა, რომ პარტიის წარმომადგენლების – საჯარო მოხელეები იქნებიან თუ არ იქნებიან – ორგანიზება […]

ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ფონდი „ქართუ“ ნაკრებს 30 მლნ ლარს ჰპირდება

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარის გადაცემას ჰპირდება, თუ ისინი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გავლენ. ამასტან ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მატჩის მოგების შემთხვევაში ნაკრები დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი […]

#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან – თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა. მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანიის ინოვაციური მიდგომებით არის განპირობებული. კმაყოფილების მთავარი ფაქტორი მომსახურების სიმარტივე და ყვლზ სწრფ ანაზღაურებაა, რაც გამოწვეულია პროცესების გაციფრულებითა და მინიმალური ბიუროკრატიით. ონლაინ სერვისების დახმარებით მომხმარებელს მომსახურების მიღება ოფისში მოსვლის გარეშე შეუძლია, […]

რამდენ მძღოლს შეუჩერდა მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო? – 2023 წლის სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო, ინფორმაციას „ბიემჯი“ აქვეყნებს. მართვის უფლება ყველაზე მეტ მძღოლს თბილისში შეუჩერდა, მას მოსდევს ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა და ა.შ. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, 2023 წელს ქულები დააკლდა სულ 395 […]

კრამონების და კუბილიუსების დრო მთავრდება – თამარ ჩიბურდანიძე

კრამონების და კუბილიუსების დრო მთავრდება – თამარ ჩიბურდანიძე „რამდენიც არ უნდა გვიქნიონ თითი მკვლელი ნაცების ლობისტებმა ევროპიდან, მათი თითის მოკაკვა, მათივე მარცხით იქნება განპირობებული,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, კრამონების და კუბილიუსების დრო სრულდება, რისი დასტურიც არის „გამჭვირვალობის კანონის” მიღების გადაწყვეტილება ევროპარლამენტში. „თუკი მთელი განვლილი წლები ევროპაც საქართველოს […]

თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე, ეს არავის გამოუვა, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება

თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე, ეს არავის გამოუვა, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება წარმოუდგენელია, რომ ცრუ ნარატივით და “ფეიკით” შეფერხდეს საქართველოს გზა ევროპისკენ. ასეთივე ნარატივი იყო სააკაშვილის გათავისუფლებას რომ გვთხოვდნენ, ევროინტეგრაცია შეფერხდებაო. ასეთივე ნარატივი იყო, რომ 12 რეკომენდაციას არ ასრულებთო და მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ვასრულებდით და […]

ხელოვნური კუნძულის გზშ-ში ხარვეზებია – სააგენტო „ამბასადორს“ 2 თვეს აძლევს გასასწორებლად

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია [გზშ] სააგენტომ დაახარვეზა და კომპანიას 2 თვის ვადა მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად. ხარვეზების გამოსწორების გარდა, სააგენტო „ამბასადორს“ წერს, რომ კომპანიამ წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებსა თუ შენიშვნებზეც, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას. ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] […]