წყალტუბოში ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2024 წლის 22-24 აპრილს იმერეთის რეგიონის კურორტ წყალტუბოში, ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება. ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA), რომელიც 50 წევრისგან შედგება და არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და UNWTO-ს აფილირებული წევრი, მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით […]
იუკნევიჩიანე: საქართველოს მთავრობა უფრო მეტად ემსგავსება კრემლის მარიონეტს

· 80 · · მაქვს სამი გზავნილი, პირველი ქართველებისთვის და საქართველოსთვის – საჭიროა დებინიზაციის შესახებ კანონი და არა რუსული კანონი აგენტების შესახებ, თუ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს დაეხმარება ქვეყანას კრემლის აგენტებისგან გაწმენდაში. მხარს ვუჭერ დემონსტრანტებს, რომლებიც აპროტესტებენ ამ კანონს, რადგან ეს არის გზა რუსეთისკენ და არა ევროკავშირისკენ. ოპოზიციას და მთელს ქართულ საზოგადოებას აქვს მკაფიო ევროპული […]
აუსტრევიჩუსი: EU-ში NGO-ების კონტროლს არ ვცდილობთ, ეს არ გვითხოვია საქართველოსთვის

ევროკავშირში ჩვენ არ ვცდილობთ არასამთავრობოების გაკონტროლებას, როგორც ეს ქართულ ოცნებას სურს. ჩვენ არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება. მარტივად, ეს არ არის ევროპული გზა წინ წასაწევად, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ემუქრება ქვეყნის ევროპულ გზას.
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა

2024 წლის 22 აპრილს სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს. ამასთან, ომბუდსმენის ოფისი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე. „ზემოაღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისათვის 1-ელ აპრილს გახდა ცნობილი და დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად, 4 აპრილს ის […]
მამუკა მდინარაძე – ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არაერთი სიცრუე მოხვდა

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არაერთი სიცრუე მოხვდა – სიცრუე, რომელიც ამხილა სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ – ანუ, სტრასბურგი და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სცდება. აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცას, ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს წერენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, რეალობა არ შეესაბამება […]
ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, საგრანტო კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, მასშტაბურ საგრანტო კონკურსს აცხადებს. მათივე განმარტებით, კონკურსის მიზანია, ქვეყანაში არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თემატური პრიორიტეტების შესაბამისად, ახალგაზრდებში სხვადასხვა კომპეტენცია განავითარონ. „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიიდან გამომდინარე, საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების შესაბამისად: მშვიდობის მშენებლობა და კულტურათაშორისი დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია; მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა; მეწარმეობა, მათ შორის, […]
გიგი წერეთელი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე – ამ განცხადებებს პოლიტიკური, თუ ბიზნეს წრეები აკვირდებიან და ის საქართველოსთვის ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს წარმოადგენს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება. როგორც წერეთელი აღნიშნავს, საქართველო დასავლელი მეგობრების კრიტიკას ყოველდღიურად ისმენს და ამ თვალსაზრისით არც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშია გამონაკლისი. მისივე თქმით, ანგარიში ძალიან მწვავეა და მასში მნიშვნელოვან უარყოფით მოვლენებზეა ხაზი გასმული. „პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლო სისტემას, არსებულ კორუფციას, იმ ნდობას, რომელიც ფაქტობრივად საერთოდ არ […]
თბილისში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია MULTIMODAL TRANSPORT AND TRANSIT FORUM 2024 გაიმართა

დღეს, თბილისში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია MULTIMODAL TRANSPORT AND TRANSIT FORUM 2024 გაიმართა, რომელსაც 14 ქვეყნის ასამდე დელეგატი დაესწრო. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო ფორუმზე, ასევე, მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე. მათივე ცნობით, კონფერენციაზე საუბარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირებას და ე.წ. ცენტრალურ შუა დერეფანს შეეხებოდა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ […]
მამუკა მდინარაძე – ანტირუსული ისტერიის ფონზე, საბოლოოდ, კეთდება რუსული საქმე, რომელსაც კიდევ კარგი, არ ვუშვებთ – ჩვენ რომ 2-3 წლის წინ მართლა ორ ფეხზე მყარად არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში რუსული ტანკები იქნებოდნენ

საბოლოოდ, რუსული საქმე კეთდება ანტირუსული ისტერიის ფონზე, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ევროპარლამენტარების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, რუსების ინტერესშია, რომ საქართველოში სიტუაცია აირიოს, რასაც მდინარაძის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს. „რუსების ნუ გჯერათ. ისინიც აკეთებენ იმას, რომ აქ სიტუაცია აირიოს. საბოლოოდ, რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა, გლობალური ბრენდის, KIABI – ის პირველი ფილიალი, East Point – ში გახსნა.