ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქათმის ხორცის მწარმოებელს შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში – პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქალაქ თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის […]
მამუკა მდინარაძე – რომელი გერჩივნათ: სტატუსი უკრაინასთან ერთად მიგვეღო და ცალ ფეხზე დამდგარიყავით, გადავჩეხილიყავით სადმე, თუ ის გირჩევნიათ, რომ ერთი წლის დაგვიანებით მივიღეთ და ამაყად და მყარად ვდგავართ? რომელი?

თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე რაღაც ინსტრუმენტებით, ეს არავის არ გამოუვა, მათ შორის, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე განაცხადა. მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ცრუ ნარატივით და „ფეიქით“ საქართველოს გზა ევროპისკენ შეფერხდეს. „წარმოუდგენელია, რომ ცრუ ნარატივით და „ფეიქით“საქართველოს გზა ევროპისკენ შეფერხდეს. […]
კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2024 წლის 22-24 აპრილს იმერეთის რეგიონის კურორტ წყალტუბოში, ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA), რომელიც 50 წევრისგან შედგება და არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული […]
ფოტიგა: ვხედავთ ქართულ საზოგადოებაზე კონტროლის დაწესების მცდელობას

Ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და ქართველ ხალხს. ჩვენ სწორედ აქ, ევროპარლამენტში გავერთიანდით პოლიტიკური დაყოფის დროს, როცა ხმას ვაძლევდით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – რეალურად ეს მოხდა ქართველი ხალხის ნების გამოვლენის, მათი დიდი ხნის მიზნის აღიარების გამო, დაბრუნებულიყვნენ დასავლურ სამყაროში, დასავლურ სტრუქტურებთან. გასულ წელს, ჩვენ ასევე ვნახეთ ქართველი ხალხის მასშტაბური […]
კრამონი კობახიძეზე: კანცლერის კრიტიკა ვერ აიტანა და თარჯიმანს დააბრალა, არ მოვტყუვდებით

არ უნდა მოვტყუვდეთ ქართული ოცნების მიერ. თუ გახსოვთ პრემიერმინისტრის ბოლო ვიზიტი ბერლინში, არ ვიცი თუ ადევნებდით თვალს, მაგრამ ბოლოს გერმანიის კანცლერისგან კრიტიკა ვერ აიტანა და თარჯიმანს დააბრალა, რომ ტექსტი და სიტყვა არასწორად თარგმნა და კანცლერმა სათანადოდ ვერ გაიგო რეალურად რა იგულისხმებოდა. კარგი რა, პროფესიონალები ვართ, ზუსტად ვიცით, რაც ხდება. საქართველოს ძალიან ახლოს ვაკვირდებით და ქართული […]
#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან – თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა. მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანიის ინოვაციური მიდგომებით არის განპირობებული. კმაყოფილების მთავარი ფაქტორი მომსახურების სიმარტივე და ყვლზ სწრფ ანაზღაურებაა, რაც გამოწვეულია პროცესების გაციფრულებითა და მინიმალური ბიუროკრატიით. ონლაინ სერვისების დახმარებით მომხმარებელს მომსახურების მიღება ოფისში მოსვლის გარეშე შეუძლია, […]
პარლამენტი ჰომოფობიური საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვებს პირდაპირ ეთერში აღარ გადასცემს

პარლამენტი ჰომოფობიური საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებს პირდაპირ ეთერში აღარ გადასცემს. როგორც ნეტგაზეთს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, 22 აპრილს ქუთაისში გამართული საყოველთაო-სახალხო განხილვა პირდაპირ ეთერში იმიტომ გადაიცემოდა, რომ პირველი იყო. მათი თქმით, პარლამენტს ვალდებულება აქვს, რომ განხილვების ოქმები გამოაქვეყნოს. თუმცა, როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ისინი ოქმთან ერთად საყოველთაო-სახალხო განხილვის ვიდეოჩანაწერებსაც გაავრცელებენ. „ქართულმა ოცნებამ“ ჰომოფობიური კანონპროექტი 25 მარტს […]
კრამონი: უნდა მივიღოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს საქართველოს გეზი შეცვალოს

ვაღიარებ, მე მომხრე ვიყავი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, როცა აქ ამაზე ყველა არ თანხმდებოდა. ამის არგუმენტი იყო, რომ ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოაგადოება ამას იმსახურებდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა კანდიდატის სტატუსი თავისი მიზნებისთვის. და ახლა რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამის გადაწყვეტა, როცა თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ შესაძლოა საქართველოს არ სურს კანდიდატის სტატუსი. […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა, გლობალური ბრენდის, KIABI – ის პირველი ფილიალი, East Point – ში გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 2.7 მილიონი ლარია. KIABI – ის პირველი ფილიალის გახსნის ცერემონიაზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ახალი კოლექცია და ამასთან, მიეღოთ სპეციალური 20 % – იანი ფასდაკლება. KIABI ფრანგული ბრენდია, რომელიც […]
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზე გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე დაესწრო. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში ალტერნატიული საწვავის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია, საკანონმდებლო ცვლილებების საკითხები და მყარი ალტერნატიული საწვავის მიწოდების განვითარების შესაძლებლობები. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით, […]