სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, Telegram-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 27 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ […]

თორნიკე რიჟვაძე გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა საქართველოსა და აჭარის რეგიონში გაეროს აქტიური მუშაობისთვის და სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო. „მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობა პოზიტიურად შეაფასეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ […]

შსს აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან იკრიბებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხალხის სიმცირის გამო პარლამენტთან გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ „გზის ხელოვნური გადაკეტვა ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე“. „მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები […]

დეპუტატი ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული აღარაა

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს საქართველოში ლატვიის საელჩოში, ამ ეტაპზე [ბექა ოდიშარია] არ არის საპატიო კონსული. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე მითითებულია, რომ ქვეყანას ორი საპატიო კონსული ჰყავს: ივლიანე წულაია იმერეთის რეგიონში და მიხეილ ხუნდაძე კახეთის რეგიონში. ხუნდაძემ, რომელსაც პოსტი 2012 წლიდან უკავია, თქვა, რომ ოდიშარია ლატვიას აჭარაში წარმოადგენდა. მანამდე საპატიო კონსულის, ბექა ოდიშარიას თანამდებობიდან გადაყენების […]

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდადებული ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ინფორმაცია მისმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა: „საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა“. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა. აქამდე პრეზიდენტი შეწყალების აქტს განაჩენის […]

ხელვაჩაურის მუნუციპალიტეტში მორიგი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

ხელვაჩაურის მუნუციპალიტეტში მორიგი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ხელვაჩაურის მუნუციპალიტეტში მორიგი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ახალისოფელი-ავგიის ტურისტული მიმართულება, ჯვართან მისასვლელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. 3 კილომეტრიან საავტომობილო გზაზე თანამედროვე სტანდარტების ინფრსტრუქტურა მოეწყობა. პროექტის ღირებულება შეადგენს 2 789 123 ლარს.

შსს – რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს – იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციისა და მსვლელობის მონაწილეებს მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ყველა ის პირი იქნება იდენტიფიცირებული, რომელიც აქციის მონაწილეებს, ხალხის […]

ირაკლი ბერაია – კონკრეტული ევროპარლამენტარები „ნაცმოძრაობის“ ზონდერებს დაემსგავსნენ – მათ ვურჩევდი, ქართველი ხალხის ხასიათს გაეცნონ და სანქციებით ნუ შეგვაშინებენ!

სამწუხაროა იმ ფაქტის ყურება, როცა კონკრეტული ევროპარლამენტარები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე საუბრობენ, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ ზონდერებს დაემსგავსნენ! – ევროპარლამენტარებს ვურჩევდი, საქართველოს ისტორიას, ქართველი ხალხის ხასიათს გაეცნონ და რაღაც სანქციებით ნუ შეგვაშინებენ! – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ გამართულ დებატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება იყო. ბერაიას […]

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში ჩვენი პარტია არ იღებს მონაწილეობას, რადგან თანამდებობების გადანაწილება არ არის პრიორიტეტული, როგორც ეს ივანიშვილის და გახარიას პარტიებისთვისაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას, რადგან თანამდებობების გადანაწილება არ არის პრიორიტეტული, როგორც ეს ივანიშვილის და გახარიას პარტიებისთვისაა. რუსული კანონის პარალელურად კი, რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდებოდა, არის სრულიად ამაზრზენი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არა რუსეთის ნაწილი, – ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჯუბა მგელაძემ […]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „სითი მოლი გლდანი“ ფართოვდება

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია’’ „სითი მოლი გლდანის“ რეკონსტურქციისა და გაფართოების პროექტს ახორციელებს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 42 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 31.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სრულიად მოხმარდება კაპიტალურ დანახარჯებს. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სითი მოლი გლდანის“ ტერიტორიაზე 90 000 […]