ბანკების მოგების 91% სამ ბანკზე ნაწილდება – ორი კი ზარალზეა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 712 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 124 მილიონი ლარით მეტია. საბანკო სექტორის მთლიანი მოგების 87% ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის. „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ მოგება კი სექტორის მოგების 91%-ს შეადგენს. კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ახალი რედაქციასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს კომპანიებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. BAG-ის წევრი კომპანიების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებათა პრაქტიკული დანერგვის საკითხები ასოციაციაში დეტალურად განიხილეს. აღსანიშნავია, რომ კანონის ახალი რედაქცია კომპანიებს ავალდებულებს შორის პერსონალურ მონაცემთა […]

კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა

კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ამის მიზეზია პრემიერის მეუღლე – ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. მედიის ცნობით, საქმის გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა უწყებამ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან. ამასთან, სანჩესმა განაცხადა, რომ 29 […]

გია ვოლსკი – ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის – გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით

დღეს ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის, გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში. როგორც ვოლსკი წერს, საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2023 წელს, ლიეტუვიდან რუსეთში პროდუქციის და ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს იმავე მაჩვენებელს. გარდა ამისა, დეპუტატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ „ცეცხლმოკიდებული უკრაინის […]

მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლოში ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე დაიკითხება

მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე მისცემს. ის სასამართლოში ბრალდებულების ადვოკატებს ჰყავთ წარმოდგენილი. როგორც კაკაურიძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, არამიზნობრივი ხარჯის წესები არ არსებობს, ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯები კი შესაბამისი მივლინების ბრძანებით რეგულირდება. ის წარსულში საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი იყო. “აქ ადვოკატების მოწვევით ვიმყოფები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქმე არამიზნობრივ ხარჯვას […]

ირაკლი კობახიძე – გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად

მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციაზე […]

ირაკლი კობახიძე – მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას

მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, ქართველები იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საკუთარი სამშობლოს დასაცავად. „მამული, ენა და […]

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ახალი რედაქციასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს კომპანიებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, BAG-ის წევრი კომპანიების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებათა პრაქტიკული დანერგვის საკითხები ასოციაციაში დეტალურად განიხილეს. კანონის […]

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების სარდალი ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან სტუდენტებთან თავდაცვის ძალებში სამხედრო კარიერული განვითარებისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებზე ისაუბრა. „შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც ახალგაზრდებმა […]

ალექსანდრე ვინიკოვი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის

მიგვაჩნია, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ის, რისი თქმაც შემიძლია, არის, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა, […]