შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან თიბისი კონცეპტში

შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან თიბისი კონცეპტში თიბისის კონცეპტი, ქეთი კაპანაძის გამოფენის „საწამლავი წყვილისთვის“ ფარგლებში, 27 აპრილს, 15:00 საათზე ხელოვან ქეთი კაპანაძის და კურატორ ირინა პოპიაშვილის შეხვედრას მასპინძლობს. ხელოვანი და კურატორი ისაუბრებენ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენის შესახებ, რომელსაც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცე მასპინძლობს. შეხვედრაზე განიხილავენ ხელოვანის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს – მათი შექმნის ისტორიას, კონტექსტსა და […]
სასამართლომ დააყადაღა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილისა და მისი ოჯახის ქონება და ანგარიშები

25 აპრილის ღამით, მოსკოვის სასამართლომ კორუფციაში ეჭვმიტანილი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ტიმურ ივანოვის უძრავი ქონება, აქტივები და საბანკო ანგარიშები დააყადაღა. სააგენტო „ტასის“ ცნობით, ბრალდებული მაღალჩინოსნის გარდა, სასამართლომ დააყადაღა ასევე ტიმურ ივანოვის ნათესავების – მისი მეუღლის, ყოფილი ცოლების და ხუთი შვილის – რეგისტრირებული აქტივები. დაყადაღებული ქონების ღირებულება არ არის ცნობილი. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ქონების დაყადაღება მოხდა […]
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ახალი რედაქციასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს კომპანიებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. BAG-ის წევრი კომპანიების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებათა პრაქტიკული დანერგვის საკითხები ასოციაციაში დეტალურად განიხილეს. აღსანიშნავია, რომ კანონის ახალი რედაქცია კომპანიებს ავალდებულებს შორის პერსონალურ მონაცემთა […]
“ახალი თავი ქვეყნის ისტორიაში” – ვინ ისარგებლებს ფასიანი ქაღალდების გამოშვების სტიმულირების პროგრამით?

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვების სტიმულირების პროგრამას იწყებს. კომპანიებს, რომლებიც ფასიანი ქაღალდების გამოშვებას დაგეგმავენ, პროგრამის ფარგლებში ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. როგორც სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა აღნიშნა, გრანტები ორი მიმართულებით იქნება: „პროგრამა 100 000 ლარამდე საკრედიტო რეიტინგის ხარჯის ანაზღაურებას, მეორე შემთხვევაში კი განთავსების საკომისიოს […]
ჩაკვეტაძისთვის სეზონი თითქმის სრულდება – ქართველის თამაში კვლავ საეჭვოა

გიორგი ჩაკვეტაძის თამაში ინგლისის ჩემპიონშიპის შემდეგ შეხვედრაში კვლავ საეჭვოა. ქართველის გუნდი 45-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “სანდერლენდს” დაუპირისპირდება. sunderlandecho-მ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელიც ამ დაპირისპირებას გამოტოვებენ, ან მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ქართველმა ტრავმის გამო გასული ტურის შეხვედრაც გამოტოვა და ახლა ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, კვლავ საზარდულის პრობლემა აქვს და მისი თამაში სათუოა. გიორგის […]
მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მოსამართლის განცხადებით, მომდევნო სხდომებიდან სასამართლოს დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მომდევნო სხდომებიდან დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც კლინიკა “ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებისთვის სიტყვით მიმართვა დაასრულა, დარბაზში მყოფმა დამსწრეებმა კი, სხდომა შეძახილებით – “მონებო”, “გაათავისუფლეთ უდანაშაულო პრეზიდენტი” დატოვეს. ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებისა […]
მიხეილ სააკაშვილი – ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ – ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება, ჩვენ ჩვეულებრივად მოვიქცეთ. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია – ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ამოცანა ამ ერთობისთვის ხელის შეწყობაა. „ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება, ჩვენ […]
როგორი ამინდი იქნება 30 აპრილამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. თბილისში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს შენარჩუნდება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 […]
კობახიძე: ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას შემაშფოთებელი შედეგები აქვს ევროპასა და აშშ-ში

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ “ე.წ. ლიბერალები” განსაკუთრებული ენთუზიაზმით ებრძვიან ქრისტიანობას. “ე.წ. ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას პროპაგანდით ებრძვიან, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს. დღეს საქართველოს […]
უკონტროლო მიგრაცია უდიდესი საფრთხეა ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობისთვის — კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. ამის შესახებ მან დღეს, 25 აპრილს, უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი. კობახიძემ თავის სიტყვის გამოსვლის ძირითადი ნაწილი ჰომოფობიურ განცხადებებსა და […]