შალვა პაპუაშვილი – 29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, თუ სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი

29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ყველასთვის – შიგნითაც და გარეთაც, დააფიქსიროს, სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთში მოქმედ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა […]
მიხეილ ხიდურელი – ოფიციალურად ვიწყებთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას – ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში

ეს არის ახალი თავი სააგენტოს და, რა თქმა უნდა, ქვეყნის ისტორიაში, რადგან ქვეყანა ოფიციალურად იწყებს კაპიტალის ბაზრის მიმართულებით კონკრეტული პროგრამების განხორციელებას, – ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტო ბანკებთან პარტნიორობით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მრავალმილიარდიანი პორტფელი არსებობს, სადაც წარმატებით დაფინანსდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. […]
შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხი ვართ ევროპული ცივილიზაციის, კულტურის, ღირებულებების თანაშემოქმედი – არავის აქვს უფლება და პატენტი, რომ ევროპასთან და ევროპულ ღირებულებაზე მხოლოდ ერთი ტრიბუნიდან ისაუბროს

ქართველი ხალხი ვართ ევროპული ცივილიზაციის, კულტურის, ღირებულებების თანაშემოქმედი და, რა თქმა უნდა, ვიყენებთ ყველა ტრიბუნას იმისთვის, რომ ამ ღირებულებებზე ვესაუბროთ ყველა ჩვენს კოლეგას, იქნება ეს ევროპაში, თუ სხვაგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობა შეაფასა. მისივე თქმით, არავის აქვს უფლება და პატენტი, […]
გია ვოლსკი – სადაც და რა პროცესებშიც სააკაშვილი შევა, უნდა ველოდოთ დაძაბულობას, გაურკვევლობას, შეუთანხმებლობას და დაპირისპირებას

იგი [მიხეილ სააკაშვილი] დიდი ხანი იმყოფებოდა ამ პოლიტიკური სტრატეგიის მძევლად და როგორც კი გამოვიდა მძევლის პოზიციიდან, მაშინვე მოინდომა, რომ სათავეში მოექცეს პოლიტიკურ პროცესებს და სოფო ჯაფარიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგეს გაერთიანებულ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთიანი სიით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. ვოლსკის თქმით, მომავლის […]
შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციაში იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი, რომელიც უცხოეთიდან კარნახით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს

უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, აქაც ჩვენ ვხედავთ რადიკალიზაციის მიმართულებას, მათ შორის, ნიკა გვარამიას შეწყალება ზუსტად ამ სფეროდან არის – ქალბატონი სალომეს [ზურაბიშვილი] ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის ნაწილი იმ რადიკალური ჯგუფისა ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს სწორედ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბათუმში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რითაც […]
რომან გოცირიძე – კონფერენცია, რომელსაც კობახიძე უნგრეთში ესწრება, არის, თუ შეიძლება ასე ითქვას – „ქაჯი პოლიტიკოსების“ შეკრება, მასში არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ მონაწილეობს

ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას – „ქაჯი პოლიტიკოსების“ შეკრება, თუმცა მანდ ორი ქვეყნის წარმომადგენლის გარდა არცერთი იმყოფება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტს უნგრეთში. რომან გოცირიძის შეფასებით, ეს არის ულტრამემარჯვენეების კონფერენცია, სადაც არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი და არცერთი ქვეყნის მეთაური თუ მაღალი თანამდებობის პირი არ მონაწილეობს, რომელიც […]
საქართველოში ესტონეთის ელჩი – ვცდილობთ, გადავცეთ თქვენს მთავრობას მესიჯი, რომ ჩვენ არ ვართ საფრთხე

ვცდილობთ, თქვენს მთავრობას გადავცეთ მესიჯი, რომ ჩვენ არ ვართ საფრთხე და იმედი გვაქვს, რომ ისინი ამას გაიგებენ, – ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რიინა კალიურანდმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, რონდელის ფონდის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, როდესაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. როგორც ელჩმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები დონორებისგან დაფინანსებას არ იღებენ […]
საქართველოში სომხეთის საელჩო – თბილისში სომეხთა გენოციდის 109 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა

24 აპრილს თბილისში სომეხთა გენოციდის 109 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოში სომხეთის საელჩოსა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხსოვნის საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე კულტურის სფეროში მოღვაწე პირები და […]
შალვა პაპუაშვილი – განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია

ზოგადად, ძალიან სამწუხარო დამოკიდებულება არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. თუ დააკვირდებით მათ აქტივობებს სხვა ქვეყნების მიმართაც, მათი დამოკიდებულება არის გარკვეულად ქედმაღლური, ზემოდან დახედვა ქვეყნების მიმართ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და […]
კლიმტის ნახატი, რომლის ბედი 100 წლის განმავლობაში იყო უცნობი, აუქციონზე გაიყიდა

ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის დაუმთავრებელი ნახატი “ფროილაინ ლიზერის პორტრეტი” ვენის აუქციონზე 30 მილიონ ევროდ გაიყიდა. აუქციონის ორგანიზატორის, ვენის აუქციონის სახლ im Kinsky-ის თანახმად, ნახატი ჰონგ-კონგელმა მყიდველმა შეიძინა. ნახატი თითქმის ასი წლის წინ განმავლობაში ითვლებოდა დაკარგულად. კლიმტს ეს პორტრეტი ებრაელი მრეწველების ოჯახმა 1917 წელს, მხატვრის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე შეუკვეთა. ბოლოს საზოგადოებამ ის გამოფენაზე 1925 წელს […]