ანა წითლიძე ოხანაშვილს – ყოჩაღ, ბატონო ანრი, საკუთარ თავს აჯობეთ დღეს და დაგაწინაურებენ, აუცილებლად დაგაყენებენ მომავალში ივანიშვილის გვერდით

ყოჩაღ, ბატონო ანრი! საკუთარ თავს აჯობეთ დღეს ტრიბუნიდან და დაგაწინაურებენ, აუცილებლად დაგაყენებენ მომავალში ივანიშვილის გვერდით , – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს. წითლიძემ ოხანაშვილის მისამართით თქვა, რომ 12 წელია ხელისუფლებაშია და კიდევ […]

თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილს – რატომ არ გყოფნით გამბედაობა, დაეთანხმოთ თქვენს ბელადს და აღიაროთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღების რეალური მიზანია ხელისუფლების დაკარგვის შიში

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მიღების ერთადერთი რეალური მიზანი არის ხელისუფლების დაკარგვის შიში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ამოძრავებს. მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობას მიმართა, რომ ამ კანონპროექტის მიზანი არის არჩევნების წინ ადამიანების დაღლა და საპროტესტო მუხტის ჩახშობა. „ვერ მივიღეთ პასუხი, გარდა თქვენი პროპაგანდისა იმასთან დაკავშირებით, ეთანხმებით თუ არა […]

“ქართულ ოცნებას” განზრახული აქვს რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება მომავალი სამი დღის განმავლობაში“ – განცხადება

„გირჩი მეტი თავისუფლებისა” და „დროას” ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „28 აპრილს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ერთიანი, მრავალფეროვანი, თავისუფალი, მტკიცე ქართული საზოგადოება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური გზის უმთავრესი გარანტია. ქართველი ერის უპრეცედენტო ერთობასა და დემოკრატიულ წინააღმდეგობას, გუშინ, შეშინებულმა რუსმა ოლიგარქმა დაუპირისპირა ღია და ცხადი რუსული გზავნილი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის, ევროპული მომავლის გაუქმების, სახელმწიფოს […]

ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორია გაიყიდა – რა მოეწყობა ადგილზე

ყოფილი კინოთეატრის, „სულიკოს” შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. ამის შესახებ „ქუთაისიპოსტი“ წერს. სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე ახლად შეძენილ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სივრცის მოწყობა იგეგმება. ბიზნესმენის წარმომადგენლის მიხეილ ჩუბინიძის განმარტებით, ამ დროისთვის, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება. „ჯერჯერობით დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ალბათ, შერეული სივრცე გაკეთდება, როგორც საცხოვრებელი, ასევე […]

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, საყანე ფართობების მიმდებარედ, ტყის პერიმეტრებსა და ჯაგნარებს ცივი შესხურების ტექნოლოგიით ამუშავებს. სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე, რომლებიც მავნებლის მოსაზიდად არის დამონტაჟებული, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა. მოზამთრეობის ფაზიდან გამოსული მავნებლის რიცხოვნობის დადგენის მიზნით, პირველ ეტაპზე ჩატარდა აზიური ფაროსანას მონიტორინგი. წამლობის ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება იმ ტერიტორიებზე, სადაც, […]

ფადი ასლი ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს

სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის ფადი ასლის ღია წერილი, რომელიც ეხება “უცხოელი აგენტების შესახებ კანონს”, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “რუსული კანონი”. მე ვწერ ამ წერილს იმისათვის, რომ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ყველა იმ შედეგების შესახებ, რაც […]

“კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია, 19:00 საათზე პარლამენტთან” – გირჩი/დროა

გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ამ ეტაპზე მოქალაქეების მობილიზაციის მნიშვნელობაზეა საუბარი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ერის დემოკრატიულ წინააღმდეგობას გუშინ ოლიგარქმა ივანიშვილმა რუსული გზავნილები დაუპირისპირა. პარტიები აღნიშნავენ, რომ ოცნებას რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება მომდევნო სამ დღეში აქვს განზრახული და მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. “28 აპრილს […]

რუსეთმა 6 ამერიკული “ატაკამსი” ჩამოაგდო

30 აპრილს, რუსეთმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემით მათ შეძლეს ექვსი “ატაკამსის” სახელით ცნობილი, შორი რადიუსის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის (ATACMS) ჩამოგდება. მოსკოვის მტკიცებით, ამერიკული წარმოების რაკეტები უკრაინამ ბოლო 24 საათის განმავლობაში გაუშვა. „საჰაერო თავდაცვამ ათი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი); ექვსი “ატაკამსის” ტაქტიკური რაკეტა, რომლებიც დამზადებულია შეერთებული შტატების მიერ და „ჰამერის“ ტიპის, საფრანგეთში წარმოებული, ორი […]

ანრი ოხანაშვილი ხატია დეკანოიძეს – ქალმა, რომელმაც დათმო თავისი ქვეყნის მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო, მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ – ჟურნალისტებს ვთხოვ გადაიღონ, როგორია “ღალატის სახე”

ქალმა, რომელმაც დათმო თავისი ქვეყნის მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო, მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ, – ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ევროოპტიმისტების“ წევრს, დეპუტატ ხატია დეკანოიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, რასაც ხმაური მოჰყვა. ოხანაშვილმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სთხოვა, გადაეღოთ, “როგორ გამოიყურება ღალატის სახე”. „კარგია, თქვენი სახე უნდა […]

ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს – 2011 წლის 26 მაისს, ქართველი ხალხის რუსთაველის გამზირზე დარბევიდან მეორე დღეს, ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? – მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდეთ

2011 წლის 26 მაისს, ქართველი ხალხის რუსთაველის გამზირზე დარბევიდან მეორე დღეს, ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატ გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. ანრი ოხანაშვილის თქმით, მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდნენ და საზოგადოება მათ არჩევნების შემდეგ […]