საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან

იმ სტუდენტებისთვის და აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა საქართველოს უნივერსიტეტებში, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე თვეა სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერ, მიზანდასახულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 16 პარტნიორ უნივერსიტეტში.
“გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი ბიზნესმენების განცხადებები – სია

„ქართული ოცნება“ “რუსული კანონის“ მიღებაზე უარის თქმას არ აპირებს, მიუხედავად საქართველოს მოქალაქეების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებისა. „ამ კანონპროექტის გარეშე დიდხანს არ მოგვასვენებდნენ“ – თქვა გუშინ, 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წინ “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეთა კონტრაქციაზე. აღსანიშნავია, რომ 28 და 29 აპრილს, მსხვილი ბიზნესმენების გარკვეულმა ნაწილმა განცხადებები გაავრცელა, სადაც, ფაქტობრივად, მხარს უჭერენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” […]
“აგენტების კანონი” “ევროკავშირის მიდგომებთან წინააღმდეგობაში მოდის” – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე წერს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „აგენტების კანონსაც“. ვერა იუროვა აღნიშნავს, რომ „ყურადღების გამახვილება სანქციებზე, იარლიყებსა და სუბიექტების საქმიანობის შეზღუდვაზე ევროკავშირის მიდგომებთან წინააღმდეგობაში მოდის“. მისი სიტყვებით, უმჯობესია საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის გამოცდილებით იხელმძღვანელოს. შეხვედრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა […]
დელ ბოსკე: “რეალს” “ბაიერნთან” მცირე უპირატესობა აქვს

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბაიერნისა” და “რეალის” დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი. “მანჩესტერ სიტი” გათამაშებას გამოეთიშა, მაგრამ “ბაიერნიც” შესანიშნავი გუნდია. როგორც ჩანს, “რეალს” მცირე უპირატესობა აქვს. “ბაიერმა” ბუნდესლიგაში “ბაიერნის” ჰეგემონია დაასრულა, მაგრამ ამ გუნდთან თამაში მაინც ძალიან რთულია. ნებისმიერ გარემოებაში რთული მეტოქეა”, – ციტირებს დელ ბოსკეს The Athletic-ი. “ბაიერნისა” და “რეალის” […]
ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე ანკლავში დაღუპულთა შორის 14 500-ზე მეტი ბავშვი და 9 500 ქალია

ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე ანკლავში დაღუპულთა შორის 14 500-ზე მეტი ბავშვი და 9 500 ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის შეჭრის შემდეგ არაბულ ანკლავში 34 535 ადამიანი დაიღუპა, 77 704 კი დაშავდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, ღაზის სექტორის […]
„წელს ჭირით ძალიან ბევრი ბატკანი დაიხოცა“ – ბექა გონაშვილი

„წელს ჭირით ძალიან ბევრი ბატკანი დაიხოცა და უკვე ძალიან დიდი ზარალია“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჭირი ძირითადად ახალგაზრდა ცხოველს ემართება, თუმცა საქართველოში საპრევენციოდ აცრები არსებობს, მაგრამ მეცხვარეები ამ გზას როგორც წესი, არ მიმართავენ ან თუ მიმართავენ, უკვე დაგვიანებულია. „ჭირის აცრები არსებობს, უბრალოდ ჩვენთან, როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ფერმერების […]
რომან გოცირიძე – ბატონო ანრი, რა განსხვავებაა ცალ ფეხზე ხტუნაობასა და ორ ფეხზე ხტუნაობას შორის? რომელი უფრო მაგარია – ცალ ფეხზე მოხტუნავე, თუ ორ ფეხზე მოხტუნავე?

გუშინ „ქართული ოცნების“ აქციაზე, რომელიც რეგიონიდან ჩამოყვანილი, ძალით მოყვანილი ხალხით ჩაატარეთ, ყოველი მეორე გამომსვლელი ამბობდა, რომ “ცალ ფეხზე არ იხტუნავებდა” – რა განსხვავებაა, ბატონო ანრი, ცალ ფეხზე ხტუნაობასა და ორ ფეხზე ხტუნაობას შორის? რომელი უფრო მაგარია – ცალ ფეხზე მოხტუნავე, თუ ორ ფეხზე მოხტუნავე? – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს […]
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას – „არა რუსულ კანონს“ მართავენ

„არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია – მსვლელობა მოაწყვეს. ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის, მათთვის მიუღებელია. სტუდენტებმა მარში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით საერთაშორისო უნივერსიტეტიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტს შეუერთდებიან.
ანა ბუჩუკური ანრი ოხანაშვილს – ხომ არ დააზუსტებდით კანონის მიზანს და გამჭვირვალობის ნაცვლად, რომელიც არის ტყუილი, მიუთითებდით დაპირისპირებას?

ხომ არ დააზუსტებდით კანონის მიზანს და გამჭვირვალობის ნაცვლად, რომელიც არის ტყუილი, მიუთითებდით საზოგადოების დაპირისპირებას , – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს. ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეცდომაა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი გამჭვირვალობაა. „შეცდომით არის მითითებული, რომ კანონის მიზანი არის გამჭვირვალობა, ჩვენს გუნდს ჰქონდა ალტერნატიული კანონი […]
თეონა აქუბარდია ანრი ოხანაშვილს – ფაქტია ის, რომ კახა კალაძე 7 ნოემბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა და „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერდა, ფაქტია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის უკან იდგა 7 ნოემბრის მერე

ბატონო ანრი, ფაქტია ის, რომ კახა კალაძე 7 ნოემბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდა. ფაქტია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის უკან 7 ნოემბრის მერე იდგა, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. აქუბარდიამ ოხანაშვილს […]