ჩხუბი და დაპირისპირება წალენჯიხის საკრებულოში – ვიდეო

დღეს, 30 აპრილს, ჩხუბით და დაპირისპირებით დასრულდა წალენჯიხის საკრებულოს სხდომა. „ნაციონალური“ ფრაქციის წევრებმა სხდომაზე რუსული კანონი გააპროტესტეს და განცხადებები გააკეთეს. მათი განცხადებების მთავარი მესიჯი, ცხადია, იყო ის, რასაც უკვე არაერთი დღეა ათასობით ადამიანი ითხოვს თუ რუსთაველის გამზირიდან, თუ სოციალური ქსელებიდან, თუ რეგიონებში გამართული აქციებიდან. არა რუსულ კანონს! –სწორედ ეს მოწოდება იყო ის, რამაც არეულობა გამოიწვია, […]
არა რუსულ კანონს! -სტუდენტების მსვლელობა

არა რუსულ კანონს – ამ სახელწოდებით თბილისში სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს. ახალგაზრდები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრნენ. გზად მათ მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. რუსთაველის მეტროსთან მათ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან. ამის შემდეგ ისინი პარლამენტის შენობასთან მივლენ, სადაც 19:00 საათზე რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქციაა ჩანიშნული.
ხატია დეკანოიძე ოხანაშვილს – ბატონო ანრი, შეურაცხყოფა ისეთმა ადამიანმა უნდა მომაყენოს, რომელიც რამეს წარმოადგენს, არცერთი ჩვენგანი არ მიიღებს შეურაცხყოფას ივანიშვილის მსახურისგან

ბატონო ანრი, შეურაცხყოფა ისეთმა ადამიანმა უნდა მომაყენოს, რომელიც თვითონ რამეს წარმოადგენს, ამიტომ არცერთი ჩვენგანი შეურაცხყოფას არ მიიღებს ბიძინა ივანიშვილის მსახურისგან – თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის დამნიშნავი პოლიტიკური ძალა მე მელაპარაკება ღალატზე?, – ასე უპასუხა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელმაც პარლამენტში ხატია დეკანოიძესთან კამათისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სთხოვა, გადაეღოთ, “როგორ გამოიყურება […]
მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ – მსახურები ხართ, რასაც გეტყვიან, ყველა დირექტივას ასრულებთ – 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც დავალებას ასრულებდით

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პოზიტიური დაფინანსებაა, მაგრამ რაზეც კითხვები გვაქვს, პასუხები ჯერ ვერ მივიღეთ და სწორედ გამჭვირვალობის კანონი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ „ენჯეოები” როგორ ფინანსდებიან,- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „ამერიკაშიც ბრძოლა მიდის […]
შს მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მყოფ მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს – იოახიმ შტამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე. „ვახტანგ […]
კონგრესმენების გაფრთხილება – „აგენტების კანონი“ პუტინის გზაა

საქართველოს დასავლელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ისევ აფრთხილებენ, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის მიღება რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გზაა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და სენატორების არაერთი განცხადების შემდეგ, კანონპროექტთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მოქმედმა, საქართველოს მხარდაჭერის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა: დემოკრატმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ოსტინ სკოტმა. ამერიკელი კონგრესმენები 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ […]
„ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა

შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ასტრაზენეკა საქართველოს“ შორის მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო და წარმატებული თანამშრომლობით დასრულდა. უსაფრთხოება, გამძლეობა, კომფორტი – ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც „ასტრაზენეკამ“ იხელმძღვანელა და არჩევანი ვოლვოს ბრენდზე შეაჩერა. ელექტრომობილების გადაცემის ცერემონია გასულ კვირას „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ […]
ქართული ღვინის მწარმოებელმა საოჯახო მარნებმა ლოს-ანჯელესში გამართულ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელმა შვიდმა საოჯახო მარანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოფენაზე ,,RAW Wine LA” ქართული ღვინოები წარადგინა. გამოფენის სტუმრები ქართული მარნების: „იაგოს ღვინო“, „მუშკუდიანის მარანი“, „პატარიძის რაჭული“, „ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“, „ანაპეა“, „გოცას ღვინო“, „იბერიელი” ღვინოებს და ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას გაეცნენ. გამოფენაზე „RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მაღალი […]
“არა რუსულ კანონს” – ივანიშვილის დაარსებული ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების მარში

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშში მონაწილეობენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს რას ფიქრობენ ივანიშვილთან ასოცირებული უნივერსიტეტის სტუდენტები. მათი თქმით, სტუდენტებმა შარშანაც გაავრცელეს განცხადება, თუმცა ახლა მიიჩნევენ, რომ პოზიციის ამ ფორმით დაფიქსირება მნიშვნელოვანია. “არავისთან ასოცირება არ მიშლის ხელს იმასთან, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. მე როგორც საქართველოს […]
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. “ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა სფეროში. „ხაზი გაესვა იტალიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საქმეში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს”, – ნათქვამია […]